
AJARATIMES.GE-ის ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რომლებშიც მეთორმეტე კლასელები ისხდნენ.
შემთხვევა, რომელიც ციხისძირში მოხდა, სავარაუდოდ გადაჭარბებულმა სიჩქარემ გამოიწვია. როგორც თვითმხილველი შემთხვევის ადგილიდან გვატყობინებს შეჯახებისას არავინ დაშავებულა.
ინფორმაციისთვის: დღეს სკოლებში მეთორმეტე კლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა.
თუ „აჭარა თაიმსის“ მასალებს იყენებთ, აუცილებელია წყაროსა და ბმულის მითითება. გთხოვთ, მასალის გადაბეჭდვის შემთხვევაში გაითვალისწინეთ ვალდებულება!