„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ქობულეთში დაჭრის ფაქტი დაფიქსირდა.
ადგილობრივთა თქმით, შემთხვევა აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა, სადაც კაცმა ქალი დაჭრა. შემთხვევის მოტივად ეჭვიანობა სახელდება.
შსს-ში განმარტეს, რომ ქალზე ფიზიკურად იძალადეს და დაჭრის ფაქტი არ დაფიქსირებულა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს.
შსს-ს ცნობით, ბრალდებული უკვე დაკავებულია.

