Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

„ღამის სერენადებმა“ ბრაზილიური მუსიკის საღამოს უმასპინძლა

აჭარა თაიმსი სექტემბერი 17, 2024
_AJARATIMES.GE

ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალმა „ღამის სერენადები“ 17 სექტემბერს კონსერვატორიის დიდ დარბაზში ბრაზილიური მუსიკის საღამოს უმასპინძლა.

ფესტივალის საბაზო ორკესტრმა „საქართველოს ვირტუოზები“ და ახალგაზრდა წარმატებულმა ქართველმა მუსიკოსებმა ლიზი რამიშვილმა, მარიამ როინიშვილმა და გიორგი ოიკაშვილმა სხვადასხვა ეპოქისა და სტილის, ბრაზილიელი კომპოზიტორების ქართველი პუბლიკისთვის ნაკლებად ცნობილ ნაწარმოებები შეასრულეს.

სპეციალურად ამ საღამოსთვის ფესტივალის დაკვეთით შეიქმნა მთელი რიგი ნაწარმოებების საავტორო არანჟირებები სიმებიანი ორკესტრისთვის, რომელმაც გაამდიდრა სიმებიანი ორკესტრისთვის არსებული რეპერტუარი.

გიორგი ისაკაძე, „ღამის სერენადების“ სამხატვრო ხელმძღვანელი:

„წლევანდელ ფესტივალს დიდი სევდა ახლავს თან, გამოვემშვიდობეთ ლეგენდარულ ლიანა ისაკაძეს, თუმცა მან დაგვიტოვა ისეთი ფასდაუდებელი მემკვიდრეობა, რომელიც სულ ჩვენთან იქნება. რაც შეეხება ფესტივალს, „ღამის სერენადების“ მომდევნო კონცერტები გაიმართება თბილისში დღეს და 20 სექტემბერს დაიხურება. საღამოებს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია უმასპინძლებს.

დიდი მადლობა ჩვენი ფესტივალის მხარდამჭერებს, მათ გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ამ კონცერტების ჩატარება. მადლობა საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტროს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიას, ქალაქ ბათუმის მერიას, ქალაქ ბორჯომის მერიას, იტალიის საელჩოს საქართველოში, ბრაზილიის საელჩოს საქართველოში, ჩეხეთის საელჩოს საქართველოში, ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს, სასტუმროს ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი, სასტუმროს ბორჯომი ლიკანი.“

ოსვალდო ბიატო ჟუნიორი, ბრაზილიის ელჩი საქართველოში:

„ბრაზილიის საელჩო პირველად მონაწილეობს ამ შესანიშნავ ფესტივალში. ბედნიერები ვართ, რომ თქვენს ქვეყანაში ბრაზილიური მუსიკა ძალიან პოპულარულია და მოსწონთ. „ღამის სერენადები“ საქართველოსა და ბრაზილიას შორის ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს. მადლობა ორგანიზატორებს, გიორგი ისაკაძესა და ნინა ცაგარელს. კონცერტის მონაწილეებს მადლობას ვუხდი ბრაზილიური მუსიკის არაჩვეულებრივად შესრულებისთვის.“

ლიზი რამიშვილი, მუსიკოსი:

„მართალია, პირადად არ ვიცნობდი ქალბატონ ლიანა ისაკაძეს, მაგრამ უბედნიერესი ვარ, რომ მის მიერ დაარსებულ ფესტივალში მივიღე მონაწილეობა. საბედნიეროდ, პირველად ჩავერთე „ღამის სერენადებში“. ძალიან მიხარია, რომ წილად მხვდა ბედნიერება, მონაწილეობა მიმეღო ბრაზილიური მუსიკის კონცერტში. უღრმესი მადლობა ორგანიზატორებს, მონაწილეებს და მსმენელს ამ დაუვიწყარი ემოციებისთვის.“

მარიამ როინიშვილი, მომღერალი:

„მიხარია, რომ ამ კონცერტის ნაწილი ვიყავი. დიდი პატივია ჩემთვის ამ ფესტივალში მონაწილეობა. ბრაზილიური მუსიკა  ნამდვილად არის გამორჩეული, ამიტომაც მისი შესრულება ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა. საღამოს გამორჩეული მსმენელი ესწრებოდა. მადლობა მათ უშურველი ოვაციებისთვის. უდიდესი მადლობა „ღამის სერენადების“ ორგანიზატორებს, რომ მონაწილეებსაც და მსმენელსაც დაუვიწყარ კონცერტებს გვჩუქნის.“

გიორგი ოიკაშვილი, მუსიკოსი:

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ისევ მივიღე მონაწილეობა ფესტივალში „ღამის სერენადები“.  საოცარი მსმენელი დაგვესწრო და საღამომაც არაჩვეულებრივად ჩაიარა. დიდი მადლობა გიორგი ისაკაძეს, ნინა ცაგარელს, ფესტივალის საბაზო ორკესტრს „საქართველოს ვირტუოზები“.

საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“, რომელიც მსოფლიოში სახელგანთქმულმა მევიოლინემ და დირიჟორმა ლიანა ისაკაძემ 1982 წელს დააარსა საქართველოს უმშვენიერეს მხარეში – აფხაზეთში, ჩვენი ქვეყნის ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე ტრადიციული ფესტივალია. 1991 წელს განვითარებული მოვლენების გამო ფესტივალმა დროებით არსებობა შეწყვიტა და 2002 წელს, აღდგა „ხელოვნების ზეიმის“ სახელით ქალაქ ბორჯომში, ხოლო 2009 წლიდან დაუბრუნდა შავიზღვისპირეთს, გადაინაცვლა ულამაზეს ქალაქ ბათუმში ისევ „ღამის სერენადების“ სახელით. 2023 წლიდან საფესტივალო ქალაქებს დაემატა ბორჯომი. წელს ფესტივალი აღდგენიდან მეთექვსმეტედ ჩატარდება და მას ლიანა ისაკაძის სახელი მიენიჭა.

Post navigation

Previous: შემთხვევა ბათუმში – 19 წლის პაციენტი ოპერაციის შემდეგ უგონო მდგომარეობაშია
Next: ბათუმი VS არესი

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

შსს-მ ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონი“ ამოიღო – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

აჭარა თაიმსი სექტემბერი 21, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

დატბორვაზე ბათუმის მერიაში 100-ზე მეტი ზარი შევიდა

აჭარა თაიმსი სექტემბერი 20, 2026
giorgi cincadze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის დატბორვის დროს მერი შვებულებაში იყო

აჭარა თაიმსი სექტემბერი 20, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ქობულეთის მე-5 საბავშვო ბაღი დაიკეტა – რემონტი ახალ სასწავლო წელს დაიწყო _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთის მე-5 საბავშვო ბაღი დაიკეტა – რემონტი ახალ სასწავლო წელს დაიწყო

სექტემბერი 21, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 21, 2026
შსს-მ ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონი“ ამოიღო – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

შსს-მ ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონი“ ამოიღო – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

სექტემბერი 21, 2026
„დინამო ბათუმმა“ დაძაბულ შეხვედრაში „ტორპედო“ დაამარცხა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ დაძაბულ შეხვედრაში „ტორპედო“ დაამარცხა

სექტემბერი 20, 2026
დატბორვაზე ბათუმის მერიაში 100-ზე მეტი ზარი შევიდა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

დატბორვაზე ბათუმის მერიაში 100-ზე მეტი ზარი შევიდა

სექტემბერი 20, 2026
ბათუმის დატბორვის დროს მერი შვებულებაში იყო giorgi cincadze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის დატბორვის დროს მერი შვებულებაში იყო

სექტემბერი 20, 2026
ქობულეთის მე-5 საბავშვო ბაღი დაიკეტა – რემონტი ახალ სასწავლო წელს დაიწყო _AJARATIMES.GE 1
  • ქობულეთი

ქობულეთის მე-5 საბავშვო ბაღი დაიკეტა – რემონტი ახალ სასწავლო წელს დაიწყო

სექტემბერი 21, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 21, 2026
შსს-მ ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონი“ ამოიღო – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე dakaveba_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

შსს-მ ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონი“ ამოიღო – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

სექტემბერი 21, 2026
„დინამო ბათუმმა“ დაძაბულ შეხვედრაში „ტორპედო“ დაამარცხა _AJARATIMES.GE 4
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ დაძაბულ შეხვედრაში „ტორპედო“ დაამარცხა

სექტემბერი 20, 2026
დატბორვაზე ბათუმის მერიაში 100-ზე მეტი ზარი შევიდა _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

დატბორვაზე ბათუმის მერიაში 100-ზე მეტი ზარი შევიდა

სექტემბერი 20, 2026

სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« აგვ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.