Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • ხელვაჩაური

ჩელტაში ავარიულ შენობაში კედელი ჩამოინგრა – მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

აჭარა თაიმსი აპრილი 8, 2025
_AJARATIMES.GE

გვიან ღამით, სოფელ ჩელტაში ავარიულ შენობაში კედელი ჩამოინგრა. შემთხვევის შესახებ „აჭარა თაიმსს“ ადგილობრივებმა აცნობეს.

მოსახლეობის თქმით, ჩამონგრეული კედელი შენობის საყრდენი კონსტრუქციის ნაწილი იყო, რაც არსებულ ვითარებას კიდევ უფრო სახიფათოს ხდის.

მათივე ინფორმაციით, შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა, თუმცა შენობაში მცხოვრები ოჯახები სერიოზული რისკის ქვეშ იმყოფებიან.

ადგილზე მივიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.

მოსახლეობა აცხადებს, რომ მსგავსი ინციდენტები შენობაში ადრეც არაერთხელ მომხდარა — საუბარია ჭერისა და კედლის ფრაგმენტების ჩამონგრევის შემთხვევებზე. მათივე თქმით, შენობა სახელმწიფოს საკუთრებაშია და მასში თვითნებურად 60-მდე ოჯახია შესახლებული.

„ჩვენ არ გვაქვს სხვა გზა. ამ შენობაში წლებია ვცხოვრობთ და ნგრევის შიში ყოველდღიურად გვაწუხებს. მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევა მოხდა, ადგილზე ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი არ გამოჩენილა,“ — აცხადებენ ადგილობრივები და დახმარებას ითხოვენ.

Post navigation

Previous: არალეგიტიმური მთავრობა ქართველი ხალხის დევნის აქტს იღებს – მესამე სექტორი
Next: უბედური შემთხვევა ბათუმში – სამგზავრო მატარებელი მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

sarfis sabajo_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფში ირანის ორი მოქალაქე დააკავეს

აჭარა თაიმსი მაისი 25, 2026
sulkhan meskhidze_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

ხელვაჩაურის მერიის თანამშრომლები VS ჟურნალისტი

აჭარა თაიმსი მაისი 13, 2026
sarfi_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფში თურქეთის მოქალაქე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს

აჭარა თაიმსი მაისი 11, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

სარფში ირანის ორი მოქალაქე დააკავეს sarfis sabajo_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფში ირანის ორი მოქალაქე დააკავეს

მაისი 25, 2026
ბათუმში უკრაინისა და თურქეთის მოქალაქეები ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში უკრაინისა და თურქეთის მოქალაქეები ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს

მაისი 25, 2026
„სკ ბათუმმა“ ფინალური სერია გაათანაბრა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„სკ ბათუმმა“ ფინალური სერია გაათანაბრა

მაისი 24, 2026
ავარია ბათუმში, დაშავდა 2 ადამიანი _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ავარია ბათუმში, დაშავდა 2 ადამიანი

მაისი 24, 2026
ქალი, რომელიც ბათუმის ქუჩებში რუსებს ოკუპაციას ახსენებს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ქალი, რომელიც ბათუმის ქუჩებში რუსებს ოკუპაციას ახსენებს

მაისი 23, 2026
„დინამო ბათუმმა“ გურამ ჯაფარიძესთან და გიორგი ფუტკარაძესთან კონტრაქტი გაახანგრძლივა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ გურამ ჯაფარიძესთან და გიორგი ფუტკარაძესთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

მაისი 23, 2026
სარფში ირანის ორი მოქალაქე დააკავეს sarfis sabajo_AJARATIMES.GE 1
  • ხელვაჩაური

სარფში ირანის ორი მოქალაქე დააკავეს

მაისი 25, 2026
ბათუმში უკრაინისა და თურქეთის მოქალაქეები ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს policia_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმში უკრაინისა და თურქეთის მოქალაქეები ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს

მაისი 25, 2026
„სკ ბათუმმა“ ფინალური სერია გაათანაბრა _AJARATIMES.GE 3
  • სპორტი

„სკ ბათუმმა“ ფინალური სერია გაათანაბრა

მაისი 24, 2026
ავარია ბათუმში, დაშავდა 2 ადამიანი _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ავარია ბათუმში, დაშავდა 2 ადამიანი

მაისი 24, 2026
ქალი, რომელიც ბათუმის ქუჩებში რუსებს ოკუპაციას ახსენებს _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ქალი, რომელიც ბათუმის ქუჩებში რუსებს ოკუპაციას ახსენებს

მაისი 23, 2026

სიახლეების კალენდარი

მაისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« აპრ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.