გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს:
ქობულეთში – 11:00-დან 17:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: დაგვას, ბობოყვათს, ციხისძირსა და მიმდებარე სოფლებს.
ქედაში – 10:00-დან 18:35 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: კვაშტას, ვაიოს, აქუცასა და მიმდებარე სოფლებს.
შუახევში – 10:30-დან 20:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ნიგაზეულსა და
ფურტიოს.
ხულოში – 10:30-დან 20:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: თხილვანას, ბაკოს, წიფნარსა და მიმდებარე სოფლებს.
აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.
®


