Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ხელვაჩაური

ხელვაჩაურის მერიის თანამშრომლები VS ჟურნალისტი

აჭარა თაიმსი მაისი 13, 2026
sulkhan meskhidze_AJARATIMES.GE

ფოტო: ქეთი გოგიტიძე

ამ აგრესიის უშუალო ადრესატი მე ვიყავი. ჟურნალისტი სულხან მესხიძე, რომელმაც კითხვები დასვა და პასუხების ნაცვლად აგრესია და შეურაცხყოფა მიიღო. ალბათ, კამერის გარეშე რომ ვყოფილიყავი, ფიზიკურადაც გამისწორდებოდნენ.

ხელვაჩაურის მერიაში არ უყვართ ის ჟურნალისტები, რომლებიც კითხვებს სვამენ და კრიტიკულ მასალებს ამზადებენ. მტრული გარემო მხოლოდ ქუჩაში არ მხვდება. ერთი წლის წინ, კითხვების დასმის გამო, საკრებულოს შენობაშიც გავხდი სიტყვიერი და ფიზიკური ანგარიშსწორების სამიზნე. მაშინ დაცვის სამსახურმა ძალადობრივი მეთოდებით გამომაგდო შენობიდან. ჩემი „განეიტრალების“ პროცესს ჩინოვნიკები თვალს ადევნებდნენ, თუმცა რეაქცია არ ჰქონიათ. ალბათ იმიტომ, რომ დამკვეთები თავად იყვნენ.

ხელვაჩაურის მერიაში კიდევ ერთი შემთხვევა გასულ წელს მოხდა. იქ დასაქმებულები მხოლოდ იმიტომ მაყენებდნენ შეურაცხყოფას, რომ პროფესიულ მოვალეობას ვასრულებდი.

ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ფაქტებისა, რასაც ჩემი თვალი და ობიექტივი ყოველდღიურად ხედავს. სხვათა შორის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში თითქმის ყოველი გადაღება საჯარო მოხელეების მხრიდან წინააღმდეგობითა და აგრესიით სრულდება.

პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის თითოეულ ფაქტზე პოლიციას მივმართავდი, თუმცა მათი მხრიდან სრული იგნორია. არათუ გამოძიების დაწყება 112-ში ზარის შემდეგ დაკითხვაზეც კი არ მიბარებენ.

მტკიცებულებები არქივში ინახება და მჯერა, მოვა დრო, როდესაც ყველა ის პირი აგებს პასუხს, ვინც მედიასა და ჟურნალისტებს ძალადობრივი მეთოდებით უსწორდება.

…და ბოლოს, მტრული და ძალადობრივი გარემო პროფესიის დათმობას ვერ მაიძულებს. საზოგადოების ინფორმირებას მე და „აჭარა თაიმსი“ კვლავაც გავაგრძელებთ.

დაკავშირებული თემები🔻

„აჭარა თაიმსმა“ გაარკვია იმ აგრესიული პირების ვინაობა, რომლებიც ხელვაჩაურის მერიასთან ჟურნალისტებსა და პატიმრების მშობლებს დაუპირისპირდნენ

სულხან მესხიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ – ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომაზე „აჭარა თაიმსს“ მუშაობის უფლება არ მისცეს

„აჭარა თაიმსის“ დირექტორს ემუქრებიან

 

Post navigation

Previous: ბათუმში ტაქსის მძღოლების პროტესტი გრძელდება
Next: ჩინოვნიკებს პრემიებისა და დანამატების მიღების უფლება კვლავ ექნებათ – „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში ახალი კანონპროექტი დააინიციირა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

sulkhan meskhidze_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

აჭარის პროკურატურა აცხადებს, რომ სულხან მესხიძეზე სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმა დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს

აჭარა თაიმსი ივნისი 22, 2026
sarfis sabajo_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

აჭარა თაიმსი ივნისი 19, 2026
policia_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

ხელვაჩაურში ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა – დაშავებულია ორი

აჭარა თაიმსი ივნისი 18, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

უცხოელი მსჯავრდებულების გაძევების ახალი წესი შესაძლოა მიხეილ სააკაშვილსაც შეეხოს mikheil saakashvili_AJARATIMES.GE
  • საქართველო

უცხოელი მსჯავრდებულების გაძევების ახალი წესი შესაძლოა მიხეილ სააკაშვილსაც შეეხოს

ივნისი 23, 2026
მეზღვაურებისთვის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს რამდენიმე მომსახურება დროებით უფასო იქნება mezgvaurebi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მეზღვაურებისთვის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს რამდენიმე მომსახურება დროებით უფასო იქნება

ივნისი 23, 2026
მძღოლობის კანდიდატებისთვის მომსახურების სააგენტო შეღავათს აწესებს martvis mowmoba_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მძღოლობის კანდიდატებისთვის მომსახურების სააგენტო შეღავათს აწესებს

ივნისი 23, 2026
სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა,  ბათუმში კარვის გაშლის გამო აქტივისტის დაკავებამ ადამიანის უფლებები დაარღვია zurab karchava_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა,  ბათუმში კარვის გაშლის გამო აქტივისტის დაკავებამ ადამიანის უფლებები დაარღვია

ივნისი 23, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 23, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 22, 2026
უცხოელი მსჯავრდებულების გაძევების ახალი წესი შესაძლოა მიხეილ სააკაშვილსაც შეეხოს mikheil saakashvili_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

უცხოელი მსჯავრდებულების გაძევების ახალი წესი შესაძლოა მიხეილ სააკაშვილსაც შეეხოს

ივნისი 23, 2026
მეზღვაურებისთვის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს რამდენიმე მომსახურება დროებით უფასო იქნება mezgvaurebi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

მეზღვაურებისთვის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს რამდენიმე მომსახურება დროებით უფასო იქნება

ივნისი 23, 2026
მძღოლობის კანდიდატებისთვის მომსახურების სააგენტო შეღავათს აწესებს martvis mowmoba_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

მძღოლობის კანდიდატებისთვის მომსახურების სააგენტო შეღავათს აწესებს

ივნისი 23, 2026
სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა,  ბათუმში კარვის გაშლის გამო აქტივისტის დაკავებამ ადამიანის უფლებები დაარღვია zurab karchava_AJARATIMES.GE 4
  • უცხოეთი

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა,  ბათუმში კარვის გაშლის გამო აქტივისტის დაკავებამ ადამიანის უფლებები დაარღვია

ივნისი 23, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 23, 2026

სიახლეების კალენდარი

ივნისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« მაი    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.