Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ქობულეთი

აქცია აჭარის მაუწყებელთან, პირდაპირი ეთერისა და შეჩერებული გადაცემების აღდგენის მოთხოვნით

სულხან მესხიძე დეკემბერი 2, 2024
aqcia ajaris televiziastan_AJARATIMES.GE

აჭარის მაუწყებელი ყველა იმ გადაცემას აჩერებს დროებით, რომლებიც პირდაპირ ეთერში მაუწყებლობდნენ, მათ შორისაა პოლიტიკურ-საზოგადოებრივი პროგრამები. ტელევიზიის მენეჯმენტის გადაწყვეტილებას საზოგადოების მწვავე რეაქცია მოჰყვა.

ტელეკომპანიის შენობის წინ ხალხმრავალი აქცია გაიმართა, რომლის შემდეგაც მენეჯმენტს ულტიმატუმი წაუყენეს. პირდაპირი ეთერისა და შეჩერებული გადაცემების აღდგენის მოთხოვნით ვლადიმეტ ტატიშვილთან შეხვედრა გაიმართა, თუმცა მხარეებმა მისგან კონკრეტული პასუხი და პოზიცია ვერ მოისმინეს. ვლადიმერ ტატიშვილი არც მომიტინგეებს შეხვდა, რისი დაჟინებული მოთხოვნაც ჰქონდათ.

ცნობისთვის: დირექტორსა და მესამე სექტორს შორის გამართული შეხვედრით უკმაყოფილო ადამიანებმა განაცხადეს, რომ მანამ არ დაიშლებოდნენ, ვიდრე მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა. ხმაურისა და სკანდირების შემდეგ, სპეცეთერის მეშვეობით პოლიტიკოსებსა და მოქალაქეებს აზრის გამოხატვის შესაძლებლობა მიეცათ.

ინფორმაციისთვის: დღეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება და დღის განმავლობაში, საინფორმაციო ბადეში დაგეგმილი, პირდაპირ ეთერში მიმდინარე ყველა გადაცემა შეაჩერა, გარდა საინფორმაციო გამოშვებისა.

“მეგობრებო, ხუთშაბათს, 21:00-ზე ვეღარ შეგხვდებით აჭარის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში. ბოდიშს გიხდით, რომ უკვე ვერ შემოგთავაზებთ განსხვავებულ მოსაზრებებს, კრიტიკულ აზრს, საქართველოს ევროპული მომავლისთვის მებრძოლი ადამიანების ანალიზს… ბოდიში, რომ კონსტიტუციის დაცვის საშუალება ამჯერად არ მეძლევა… ბოდიში, რომ ვეღარ ვიცავ კანონს “მაუწყებლობის შესახებ” და ვეღარ ვასრულებ ვალდებულებებს, რომელიც პირველ რიგში, საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებას გულისხმობს… ბოდიში, რომ ამ კვირის ხუთშაბათს პირდაპირი ეთერიდან უკვე ვერ გეტყვით, რომ რუსეთი ოკუპანტია; რომ მიუღებელია ძალადობა მედიაზე, საკუთარ მოქალაქეებზე, ახალგაზრდებზე; გადაცემა “სათქმელის” და სხვა გადაცემების გაჩერების საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და დღეს პირისპირ შეხვედრისას დამიდასტურა დირექტორმა – ლადო ტატიშვილმა. ვფიქრობ, რომ ახლა როგორც არასდროს, უნდა მოვიკრიბოთ პროფესიონალიზმი და საზოგადოებას კი არ დავემალოთ, არამედ, ყველა გადაცემიდან ველაპარაკოთ სიმართლეზე და რისკებზე. გაჩერებულია ყველა გადაცემა, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. მუშაობს მხოლოდ საინფორმაციო სამსახური და საინფორმაციო გამოშვება. რა იქნება მომავალ კვირას ან ზოგადად – მომავალში, გაურკვეველია,” – დაწერა სოციალურ ქსელში ირინა ყურუამ.

Post navigation

Previous: სტუდენტებისა და ლექტორების პროტესტი
Next: ბათუმში, საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები გაიფიცნენ

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში წარმოებულ სვანურ მარილში აკრძალული საღებავები გამოვლინდა

აჭარა თაიმსი აგვისტო 17, 2026
matarebeli, rkinigza_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ჩაქვში ახალგაზრდას მატარებელი შეეჯახა, კაცი ადგილზე დაიღუპა

აჭარა თაიმსი აგვისტო 16, 2026
_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთის ბულვარში ავტომობილებით მოძრაობენ – მოქალაქეები უსაფრთხოების პრობლემაზე საუბრობენ

აჭარა თაიმსი აგვისტო 11, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

სარფში უცხო ქვეყნის მოქალაქე 109 აბი „პრეგაბალინის“ შემოტანისთვის დააკავეს sarfis sabajo_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფში უცხო ქვეყნის მოქალაქე 109 აბი „პრეგაბალინის“ შემოტანისთვის დააკავეს

აგვისტო 18, 2026
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციისთვის ინფლუენსერ გიორგი ჯობავას 56 000 ლარს უხდის giorgi jobava_AJARATIMES.GE
  • საქართველო

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციისთვის ინფლუენსერ გიორგი ჯობავას 56 000 ლარს უხდის

აგვისტო 18, 2026
კობა ფარტენაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს koba fartenadze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

კობა ფარტენაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

აგვისტო 17, 2026
ქობულეთში წარმოებულ სვანურ მარილში აკრძალული საღებავები გამოვლინდა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში წარმოებულ სვანურ მარილში აკრძალული საღებავები გამოვლინდა

აგვისტო 17, 2026
ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს – ირაკლი ღარიბაშვილი irakli garibashvili_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს – ირაკლი ღარიბაშვილი

აგვისტო 17, 2026
„დინამო ბათუმმა“ „სამგურალს“ დიდი ანგარიშით მოუგო _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „სამგურალს“ დიდი ანგარიშით მოუგო

აგვისტო 17, 2026
სარფში უცხო ქვეყნის მოქალაქე 109 აბი „პრეგაბალინის“ შემოტანისთვის დააკავეს sarfis sabajo_AJARATIMES.GE 1
  • ხელვაჩაური

სარფში უცხო ქვეყნის მოქალაქე 109 აბი „პრეგაბალინის“ შემოტანისთვის დააკავეს

აგვისტო 18, 2026
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციისთვის ინფლუენსერ გიორგი ჯობავას 56 000 ლარს უხდის giorgi jobava_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციისთვის ინფლუენსერ გიორგი ჯობავას 56 000 ლარს უხდის

აგვისტო 18, 2026
კობა ფარტენაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს koba fartenadze_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

კობა ფარტენაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

აგვისტო 17, 2026
ქობულეთში წარმოებულ სვანურ მარილში აკრძალული საღებავები გამოვლინდა _AJARATIMES.GE 4
  • ქობულეთი

ქობულეთში წარმოებულ სვანურ მარილში აკრძალული საღებავები გამოვლინდა

აგვისტო 17, 2026
ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს – ირაკლი ღარიბაშვილი irakli garibashvili_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს – ირაკლი ღარიბაშვილი

აგვისტო 17, 2026

სიახლეების კალენდარი

აგვისტო 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« ივლ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.