შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფის“ ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონოდ შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს.
უწყების ცნობით, დაკავებულის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილი შეამოწმეს, რა დროსაც ნივთმტკიცების სახით 109 აბი „პრეგაბალინი“ ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს.
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულს 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

