შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით გერმანიის მოქალაქე, 2002 წელს დაბადებული ვ.ბ. დააკავეს.
ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებლის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება „მეთადონი“. პოლიციამ ასევე ამოიღო ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



