Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ახალი წლის აღნიშვნა 28 მუნიციპალიტეტს ₾5 მლნ უჯდება – რა აჩვენა კვლევამ

აჭარა თაიმსი დეკემბერი 13, 2023
garibashvili_ajaratimes.ge

ახალი წლის აღნიშვნა 28 მუნიციპალიტეტს ₾5 მლნ უჯდება – ამის შესახებ ნათქვამია “ფლანგვის დეტექტორის” მიერ მომზადებულ კვლევაში.2023 წლის 5 დეკემბერს საქართველოს მთავრობამ N2168 განკარგულება გამოსცა, რომელიც პროექტის, “ახალი წლის დღეები საქართველოში” ორგანიზებას შეეხება.

განკარგულების მიხედვით, საქართველოს 30 მუნიციპალიტეტს, მათ შორის დუშეთის, ქუთაისის, ოზურგეთის, თეთრიწყაროს, კასპის, მესტიის, ხარაგაულის, ქობულეთის, ახალქალაქის, დმანისის, ასპინძის, გორის, ბოლნისის, წალკის, მარნეულის, შუახევის, ხაშურის, თელავის, ახმეტის, საჩხერის, ყაზბეგის, ხულოს, წყალტუბოს, ჭიათურის, ბორჯომის, ყვარლის, გურჯაანის, საგარეჯოს, ფოთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებს დაევალათ პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ღონისძიებების ჩატარება.

“სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 პრიმა მუხლის მე-3 პუნქტის “დ” ქვეპუნქტის მიხედვით, აღნიშნულ მუნიციპალიტეტებს ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით გამარტივებული შესყიდვების გამოცხადების უფლება მიენიჭათ.

“პროექტის “ახალი წლის დღეები საქართველოში,” განხორციელებისთვის ჩამოთვლილი მუნიციპალიტეტების უმრავლესობამ გამარტივებული შესყიდვები უკვე გამოაცხადა. ხელშეკრულებები ჯერ-ჯერობით გაფორმებული არ არის, თუმცა მათი სავარაუდო ღირებულება 4,580,183 ლარს შეადგენს. აღსანიშნავია ისიც, რომ ორ მუნიციპალიტეტს, ლანჩხუთსა და ხელვაჩაურს, გამარტივებული შესყიდვა ამ დრომდე არ აქვს გამოცხადებული.

სახელმწიფო შესყიდვების საიტზე ვკითხულობთ, რომ ღონისძიება ატარებს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ხასიათს, ვინაიდან ახალი წელი წლის მთავარი მოვლენა და ყველაზე მასშტაბური საზეიმო დღესასწაულია, რომელიც მთავრობის ინიციატივითა და მხარდაჭერით უკვე რამდენიმე წელია ყველა მუნიციპალიტეტში აღინიშნება. აღნიშნულია ისიც, რომ ღონისძიების შეზღუდულ ვადებში ჩატარება გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ მუნიციპალიტეტებს მთავრობის N2168 განკარგულებით ეთხოვათ ღონისძიებების უზრუნველყოფა, რაც წინასწარ დაგეგმილი ვერ იქნებოდა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საქართველოს მთავრობა წინასაახალწლო განკარგულებით სხვადასხვა მუნიციპალიტეტს გამარტივებული შესყიდვის გამოცხადების უფლებამოსილებას აძლევს. მაგალითად, 2022 წლის 29 ნოემბერს “საახალწლო და მიმდინარე წლის შემაჯამებელი ღონისძიებების ორგანიზების შესახებ” განკარგულებით, საქართველოს მთავრობამ 62 მუნიციპალიტეტს დაავალა ახალი წლის აღსანიშნავი ღონისძიებების გამართვა. ღონისძიებები მოიცავდა კონცერტებს, საშობაო ბაზრობებს, გამოფენა-გაყიდვებს, საბავშვო გასართობი სივრცეების მოწყობას, ფეიერვერკებს და სხვა აქტივობებს.

“ფლანგვის დეტექტორმა” შარშან 62-დან 28 მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული გამარტივებული შესყიდვები შეისწავლა. კვლევის პროცესში გამოჩნდა, რომ სხვადასხვა აქტივობებისთვის საერთო ჯამში 4,684,470 ლარი დაიხარჯა.

მუნიციპალიტეტები წლიდან წლამდე ათასობით ლარს ხარჯავენ საახალწლო დღესასწაულებზე, საკმაოდ ხშირად კი ხელშეკრულება არა ელ.ტენდერის, არამედ გამარტივებული შესყიდვის გზით ფორმდება. საყურადღებოა ისიც, რომ უკვე გარკვეულ ტენდენციად ჩამოყალიბდა გამარტივებული შესყიდვების გზით ისეთი დღესასწაულების დაორგანიზება, რომლებიც ყოველწლიურად იმართება და შესაბამისად, როგორც თბილისის მერიას, ისე სხვადასხვა მუნიციპალიტეტს მათი წინასწარი პროგნოზირება და დაგეგმვა შეუძლიათ. ხელშეკრულებების ელექტრონული ტენდერების გზით გაფორმება, არა მხოლოდ ამცირებს კორუფციის რისკებს, არამედ გამჭვირვალობასაც უზრუნველყოფს.

2024 წლის აღსანიშნავად ყველაზე დიდ თანხებს ხარაგაულის, ბორჯომის და ოზურგეთის მერიები ხარჯავენ. თითოეულ მათგანს ახალი წლის აღნიშვნა 286 ათასიდან 328 ათას ლარამდე უჯდებათ. ყველაზე მოკრძალებულ თანხებს რეგიონებიდან კი გურჯაანის მერია დახარჯავს, რომელმაც ახალი წლის აღსანიშნავად 88,500 ლარი გამოყო,” – ნათქვამია ორგანიზაცია “ფლანგვის დეტექტორის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Post navigation

Previous: 14 დეკემბრის ვალუტის კურსი
Next: მართლწესრიგის ოფიცრები ბათუმში – რა არის მათი მოვალეობა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

აჭარის პროკურატურამ დაზარალებულზე ზემოქმედების ფაქტზე ადვოკატი დააკავა

აჭარა თაიმსი აგვისტო 18, 2026
koba fartenadze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

მოსამართლემ კობა ფარტენაძე 2000 ლარით დააჯარიმა

აჭარა თაიმსი აგვისტო 18, 2026
koba fartenadze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

კობა ფარტენაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

აჭარა თაიმსი აგვისტო 17, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

„საარსებო შემწეობა 133 324 ადამიანს მოუხსნეს, სოციალური დახმარების ბაზის „წმენდა“ დეტალურ ახსნა-განმარტებას საჭიროებს“ – თეონა ჭალიძე teona chalidze_AJARATIMES.GE
  • საქართველო

„საარსებო შემწეობა 133 324 ადამიანს მოუხსნეს, სოციალური დახმარების ბაზის „წმენდა“ დეტალურ ახსნა-განმარტებას საჭიროებს“ – თეონა ჭალიძე

აგვისტო 18, 2026
აჭარის პროკურატურამ დაზარალებულზე ზემოქმედების ფაქტზე ადვოკატი დააკავა dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

აჭარის პროკურატურამ დაზარალებულზე ზემოქმედების ფაქტზე ადვოკატი დააკავა

აგვისტო 18, 2026
მოსამართლემ კობა ფარტენაძე 2000 ლარით დააჯარიმა koba fartenadze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

მოსამართლემ კობა ფარტენაძე 2000 ლარით დააჯარიმა

აგვისტო 18, 2026
სარფში უცხო ქვეყნის მოქალაქე 109 აბი „პრეგაბალინის“ შემოტანისთვის დააკავეს sarfis sabajo_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფში უცხო ქვეყნის მოქალაქე 109 აბი „პრეგაბალინის“ შემოტანისთვის დააკავეს

აგვისტო 18, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს eleqtroenergia_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 18, 2026
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციისთვის ინფლუენსერ გიორგი ჯობავას 56 000 ლარს უხდის giorgi jobava_AJARATIMES.GE
  • საქართველო

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციისთვის ინფლუენსერ გიორგი ჯობავას 56 000 ლარს უხდის

აგვისტო 18, 2026
„საარსებო შემწეობა 133 324 ადამიანს მოუხსნეს, სოციალური დახმარების ბაზის „წმენდა“ დეტალურ ახსნა-განმარტებას საჭიროებს“ – თეონა ჭალიძე teona chalidze_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

„საარსებო შემწეობა 133 324 ადამიანს მოუხსნეს, სოციალური დახმარების ბაზის „წმენდა“ დეტალურ ახსნა-განმარტებას საჭიროებს“ – თეონა ჭალიძე

აგვისტო 18, 2026
აჭარის პროკურატურამ დაზარალებულზე ზემოქმედების ფაქტზე ადვოკატი დააკავა dakaveba_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

აჭარის პროკურატურამ დაზარალებულზე ზემოქმედების ფაქტზე ადვოკატი დააკავა

აგვისტო 18, 2026
მოსამართლემ კობა ფარტენაძე 2000 ლარით დააჯარიმა koba fartenadze_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

მოსამართლემ კობა ფარტენაძე 2000 ლარით დააჯარიმა

აგვისტო 18, 2026
სარფში უცხო ქვეყნის მოქალაქე 109 აბი „პრეგაბალინის“ შემოტანისთვის დააკავეს sarfis sabajo_AJARATIMES.GE 4
  • ხელვაჩაური

სარფში უცხო ქვეყნის მოქალაქე 109 აბი „პრეგაბალინის“ შემოტანისთვის დააკავეს

აგვისტო 18, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს eleqtroenergia_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 18, 2026

სიახლეების კალენდარი

აგვისტო 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« ივლ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.