შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა ბათუმში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინის გაქურდვა სცადა, თუმცა დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო.
სავარაუდო დანაშაულის ადგილზე ერთი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს და 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

