Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ბათუმში გამოძალვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით 6 პირი დააკავეს

აჭარა თაიმსი აპრილი 25, 2025
dakaveba_AJARATIMES.GE

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში სამართალდამცველებმა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი დააკავეს.

დაკავებულები არიან თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 2003 წელს დაბადებული მ.ჯ., 2001 წელს დაბადებული დ.ბ., 2002 წელს დაბადებული ქ.უ., 2005 წელს დაბადებულები ი.ო. და ჯ.ჯ., ასევე უზბეკეთის მოქალაქე – 1984 წელს დაბადებული ნ.ჰ.

გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთ ბრალდებულს, მ.ჯ.-სა და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს, 1989 წელს დაბადებულ ე.ი.-ს შორის კონფლიქტი მოხდა. მოგვიანებით, მ.ჯ.-მ და დანაშაულში თანამონაწილე პირებმა ე.ი. ბათუმში მდებარე სასტუმროში ძალით მიიყვანეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ და ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, 10 000 დოლარის გამოძალვა სცადეს.

გამოძიების მტკიცებით, ჯგუფმა ინსცენირება მოაწყო და ნ.ჰ.-ს დახმარებით ე.ი.-ს დაემუქრა, რომ თუკი სამართალდამცველებს მიმართავდა, მას ცრუ ჩვენებით და ქალზე განხორციელებულ ძალადობაში დაადანაშაულებდნენ.

დანაშაულის შემსწრე გახდა ჯ.ჯ., თუმცა მან მომხდარის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა. ი.ო.-ს პირადი ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი და ხუთი ვაზნა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს, მათ შორის: 181-ე მუხლი (გამოძალვა), 143-ე მუხლი (თავისუფლების უკანონო აღკვეთა), 236-ე მუხლი (იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა) და 376-ე მუხლი (დანაშაულის შეუტყობინებლობა).

დანაშაულები 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Post navigation

Previous: “დავით გაბაიძე არსაიდან მოვიდა — კალოშებით, ერთი ჩვეულებრივი სოფლელი, რომელმაც არაფრისგან მოიპოვა თანამდებობა” – დავით რობაქიძე
Next: რუსეთის მოქალაქეები საქართველოს მოქალაქეობას ყველაზე ხშირად იღებენ – საქსტატის ახალი მონაცემები

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ახალგაზრდა ქალი კორპუსიდან ჩამოვარდა და დაიღუპა

აჭარა თაიმსი აგვისტო 11, 2026
dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი ბათუმში დააკავეს

აჭარა თაიმსი აგვისტო 11, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

კობა ფარტენაძის საქმეზე ბათუმში ძალადობისა და მუქარის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

აჭარა თაიმსი აგვისტო 11, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში ახალგაზრდა ქალი კორპუსიდან ჩამოვარდა და დაიღუპა policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ახალგაზრდა ქალი კორპუსიდან ჩამოვარდა და დაიღუპა

აგვისტო 11, 2026
ქობულეთის ბულვარში ავტომობილებით მოძრაობენ – მოქალაქეები უსაფრთხოების პრობლემაზე საუბრობენ _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთის ბულვარში ავტომობილებით მოძრაობენ – მოქალაქეები უსაფრთხოების პრობლემაზე საუბრობენ

აგვისტო 11, 2026
ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი ბათუმში დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი ბათუმში დააკავეს

აგვისტო 11, 2026
კობა ფარტენაძის საქმეზე ბათუმში ძალადობისა და მუქარის ბრალდებით 2 პირი დააკავეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

კობა ფარტენაძის საქმეზე ბათუმში ძალადობისა და მუქარის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

აგვისტო 11, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 10, 2026
უსახლკარო მარტოხელა დედა გონიოში მიტოვებულ შენობაში თვითნებურად შესახლდა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

უსახლკარო მარტოხელა დედა გონიოში მიტოვებულ შენობაში თვითნებურად შესახლდა

აგვისტო 10, 2026
ბათუმში ახალგაზრდა ქალი კორპუსიდან ჩამოვარდა და დაიღუპა policia_AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმში ახალგაზრდა ქალი კორპუსიდან ჩამოვარდა და დაიღუპა

აგვისტო 11, 2026
ქობულეთის ბულვარში ავტომობილებით მოძრაობენ – მოქალაქეები უსაფრთხოების პრობლემაზე საუბრობენ _AJARATIMES.GE 2
  • ქობულეთი

ქობულეთის ბულვარში ავტომობილებით მოძრაობენ – მოქალაქეები უსაფრთხოების პრობლემაზე საუბრობენ

აგვისტო 11, 2026
ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი ბათუმში დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი ბათუმში დააკავეს

აგვისტო 11, 2026
კობა ფარტენაძის საქმეზე ბათუმში ძალადობისა და მუქარის ბრალდებით 2 პირი დააკავეს _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

კობა ფარტენაძის საქმეზე ბათუმში ძალადობისა და მუქარის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

აგვისტო 11, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 10, 2026

სიახლეების კალენდარი

აგვისტო 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« ივლ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.