Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • არჩევნები
  • შუახევი

ბათუმში კუნძულის მშენებლობა კორუფციული პროექტია – კოალიცია “ძლიერი საქართველო”

სულხან მესხიძე ოქტომბერი 11, 2024
_AJARATIMES.GE

ბათუმში კუნძულის მშენებლობა კორუფციული პროექტია, ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერებმა ბრიფინგზე განაცხადეს. აზა გაბუნიასა და ვაჟა დარჩიას თქმით, პროექტი ქალაქისთვის ბევრი თვალსაზრისით ზიანის მომტანია.

პარტია გარემოს ეროვნულ სააგენტოს  მიმართვს და ითხოვს გასაჯაროვდეს კუნძულის მშენებლობის ფარგლებში, კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მოიტრიგნის ანგარიში.

“ბათუმის ურბანული პოლიტიკა ჩვენთვის, ჩვენი მოძრაობისთვის და ახლა უკვე პოლიტიკური გაერთიანებითვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამ საკითხზე წლებია ვმუშაობთ. ბათუმის კუნძულის მშენებლობას თავიდანვე ვეწინააღმდეგებოდით და ამ საკითხთან შემხებლობაში ყველა დოკუმენტი დეტალურად გვაქვს შესწავლილი. საიდანაც საჯარო უწყებაში ინტერესთა შეუთავსებლობა და კორუფციის ნიშნები იკვეთება. საუბარია კვლევაზე, რომლის ჩატარებაც შპს “ამბასადორი ბათუმი აილენდისგან“ მოითხოვა სააგენტომ, მოგვიანებით კი კვლევის დიდი ნაწილი თვითონ შეარულა და თავისივე კვლევა გამოიყენა გადაწყვეტილების მისაღებად. ასევე ყურადსათებია კიდევ ერთი გარემოება: 14 აგვისტოს გარემოს ეროვნულ სააგენტოს გადაწყვეტილების ბრძანების შესაბამისად, ”ამბასადორ ბათუმი აილენდს” ახალი ვალდებულებები დაეკისრა, ნაწილის შესასრულებლად სამთვიანი პერიოდი მიეცა, მითითებული ვადის ამოწურვამდე ერთი თვეა დარჩენილი, თუმცა არც ერთი ვალდებულება ამ დრომდე არ არის შერულებული, ამის ფონზე კომპანია ნახევრად მშენებარე კუნძულზე 5 ცათამბრჯენის მშენებლობის ნებართავს ითხოვს. აქედან გამომდინარე, მიმავრთვათ გარემოს ეროვნულ სააგენტოს და მოვითხოვთ, გასაჯაროვდეს, კუნძულის მშენებლობის ფარგლებში, კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მოიტრიგნის ანგარიში. ასევე მოვუწოდებთ, ეკონომიკის სამინისტრო ვალდებულებების შეუსრულბელობამდე არ გასცეს ცათამბრჯენების მშენებლობსი ნებართა,“ – აღნიშნა აზა გაბუნიამ ბრიფინგზე. 

პარტიის კიდევ ერთი წევრი პროექტში კორუფციის ნიშნებს ხედავს. ვაჟა დარჩიას შეფასებით, ხელოვნური კუნძული არ არის გათვალისწინებული ბათუმის გენერალურ გეგმაში, რაც ცხადია გარკვეულ კითხვის ნიშნებს იწვევს.

„ჩვენ რამდენიმე თვეა ვსაუბრობთ იმაზე, რომ კუნძულის პროექტი ერთ-ერთი კორუფციული პროექტია. მთავარი კორუფციული რისკი ჩანს იმაში, რომ ხელოვნური კუნძული არ არის გათვალისწინებული ბათუმის გენერალურ გეგმაში, რომელშიც ბათუმელების მილიონობით ლარი გადავიხადეთ. ხელოვნური კუნძული, შეიძლება ითქვას, დამატებითი ქალაქია, ურბანულ სივრცეში ერთი დამატებითი ურბანული ცენტრი, შესაბამისად, წარმოუდგენელია ქალაქის განვითარების გენერალურ გეგმაში, რომელმაც ქალაქის ურბანული პოლიტიკა უნდა განსაზღვროს მომავალ წლების განმავლობაში, არ იყოს გათვალისწინებული ის, რაც მოხდება კუნძულზე – საუბარია ხუთი ცათამბჯენის მშენებლობაზე და იქ მულტიფუნქციური საცხოვრებლის მშენებლობაზე. ჩვენ გვიჩნდება ეჭვი იმისა, რომ ადგილი ექნება კორუფციას. ამიტომ არის ამოღებული ბათუმის გენერალურ გეგმიდან. ვნახეთ, ტერმინალ „ერთმა“ გაავრცელა განცხადება, რომ კუნძულის მშენებლობით დიდია შანსი იმისა, რომ სამომავლოდ საფრთხე შეექმნას პორტის განვითარებას, ასევე პრობლემებია უსაფრთხოების კუთხით. ექსპერტები საუბრობენ ეკოლოგიურ პრობლემებზე, ვხედავთ პლაჟი წაართვეს ბენზე-ბარცხანის მოსახლეობას, – ეს კითხვები პასუხგაუცემელია, არანაირი საჯარო პასუხი ამ კითხვებზე „ამბასადორ აილენდისგან“ არ ყოფილა, სახელმწიფოს მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ ხელშეწყობაა ამ ინფორმაციის დამალვის და არ გასაჯაროების, სწორედ ეს აჩენს კითხვებს მოსახლეობაში, რომ ეს არის მთავარი კორუფციული პროექტი ბათუმში“, – განაცხადა ვაჟა დარჩიამ.

აქვე დაგაინტერესებთ: ხალხი ზღვისა და სანაპიროს გარეშე – რას ითხოვს მოსახლეობა

Post navigation

Previous: ვერ გავიგეთ რას სთავაზობს “ქართული ოცნება” სოციალურად დაუცვლეებს – ენმ
Next: ბათუმის მე-16 სკოლაში ლენტს გაჭრიან, თუმცა ბავშვები ისევ ონლაინ გააგრძელებენ სწავლას – ენმ

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shuaxevis avtobusi_AJARATIMES.GE
  • შუახევი

შუახევში ადგილობრივების საჭიროებების გასაცნობად ავედით – კითხვები პასუხების გარეშე

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 27, 2026
shuaxevis meria_AJARATIMES.GE
  • შუახევი

შუახევის მერიას ორმა კომპანიამ უჩივლა – ერთი საჩივარი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 17, 2026
_AJARATIMES.GE
  • არჩევნები

ბათუმში, არდაგანის ტბაში თევზები მასობრივად იხოცება

აჭარა თაიმსი ივლისი 27, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბსუ-ის სტუდენტების ბრალდებებზე გამოძიება არ დაწყებულა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტების ბრალდებებზე გამოძიება არ დაწყებულა

ნოემბერი 8, 2026
ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს bsu_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს

ნოემბერი 7, 2026
„დინამო ბათუმი“ „სპაერთან“ 2:3 დამარცხდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ „სპაერთან“ 2:3 დამარცხდა

ნოემბერი 7, 2026
ბათუმში კაცმა მეზობელი ე.წ. აბრეზიდან დაჭრა – ერთი პირი დააკავეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში კაცმა მეზობელი ე.წ. აბრეზიდან დაჭრა – ერთი პირი დააკავეს

ნოემბერი 7, 2026
ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ნოემბერი 6, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 6, 2026
ბსუ-ის სტუდენტების ბრალდებებზე გამოძიება არ დაწყებულა _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტების ბრალდებებზე გამოძიება არ დაწყებულა

ნოემბერი 8, 2026
ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს bsu_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს

ნოემბერი 7, 2026
„დინამო ბათუმი“ „სპაერთან“ 2:3 დამარცხდა _AJARATIMES.GE 3
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ „სპაერთან“ 2:3 დამარცხდა

ნოემბერი 7, 2026
ბათუმში კაცმა მეზობელი ე.წ. აბრეზიდან დაჭრა – ერთი პირი დააკავეს _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში კაცმა მეზობელი ე.წ. აბრეზიდან დაჭრა – ერთი პირი დააკავეს

ნოემბერი 7, 2026
ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ნოემბერი 6, 2026

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« ოქტ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.