ბათუმში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდა მემედ აბაშიძის ქუჩიდან ზურაბ გორგილაძის ქუჩამდე არსებულ მონაკვეთში.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა ახალი სანიაღვრე ქსელი, აყრიან არსებულ ქვაფენილს და დაიგება ასფალტის საფარი. დაგეგმილია, რომ სამუშაოები 13 ივნისის დღის ბოლომდე დასრულდება.
შეზღუდვების გამო, დროებით შეიცვლება მუნიციპალური ავტობუსების რამდენიმე ხაზის მოძრაობის სქემა:
- №7 იმოძრავებს რუსთაველის, თავდადებულის, მემედ აბაშიძისა და ბარათაშვილის ქუჩების გავლით;
- №7ა იმოძრავებს ბარათაშვილის, გორგილაძისა და ჯავახიშვილის ქუჩების გავლით;
- №11 იმოძრავებს მელიქიშვილის, რუსთაველის, თავდადებულის, მემედ აბაშიძისა და ბარათაშვილის ქუჩების გავლით. უკუმიმართულებით — ბარათაშვილის, გორგილაძისა და მელიქიშვილის ქუჩების გავლით.



