![policia_ajaratimes.ge](https://ajaratimes.ge/wp-content/uploads/2023/12/პოლიცია_ajaratimes.ge_-6.jpg)
AJARATIMES.GE-ის ინფორმაციით, ბათუმში, 21 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს. თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდა უგონო მდგომარეობაში სარდაფში ნახეს.
“დედას უთრა ტაქს გამოვიძახებ და მოვდივარ სახლშიო, მოგვიანებით კი ასეთ მდგომარეობაში ვნახეთ,” – ამბობს ოჯახის ახლობელი “აჭარა თაიმსთან” საუბრისას.
კლინიკა ბაუ-ში გვითხრეს, რომ ახალგაზრდა სამედიცინო დაწესებულებაში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს. ექიმების თქმით, მას სხეულზე გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნებოდა.
ახალგაზრდა კაცი ამ დროისთვის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული, სადაც მას ექსპერტიზა უტარდება.