ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი, რომელიც საქართველოში 2022 წელს დააკავეს, ამ დროისთვის თავისუფალია. როგორც ოზთურქის ადვოკატმა, „აჭარა თაიმსს“ უთხრა, ბიზნესმენმა საპატიმრო საპროცესო შეთანხმების საფუძველზე დატოვა.
”სასჯელი, რომელიც ჰქონდა ნაწილობრივ ამნისტია შეეხო, ამას დაემატა ისიც რომ 3 წელზე მეტი მოხდილი ჰქონდა. პროკურატურა დათანხმდა საპროცესო შეთანხმებას. ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზანი ვერ დადგინდა, მხოლოდ უკანონო შეძენა შენახვის ნაწილია საქმეში,” – განაცხადა ჩვენთან საუბრისას რობერტ გრიგალაშვილმა.
ინფორმაციისთვის: ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით ფულადი თანხა და აღმოჩენილი იყო სავარაუდოდ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები, რის საფუძველზეც ოზთურქს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 261-ე მუხლებით.
ცნობისთვის: გალიფ ოზთურქის სახელს უკავშირებდება ბათუმში, გოგოლის ქუჩა N11-ში კომპანია „მეტრო ტერმინალის“ მიერ წამოწყებული უკანონო მშენებლობა.
გარემოება: „თურქი ბიზნესმენი და მეცენატი“ – ასე მოიხსენიებდა საქართველოს მთავრობა გალიფ ოზთურქს 2015 წელს, როდესაც მას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხვდებოდა. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ იმ დროისთვის ოზთურქს საქართველოში უკვე 75 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჰქონდა განხორციელებული.



