Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად გასაღების მცდელობის ფაქტი – 1 პირს ბრალი წარუდგინეს

აჭარა თაიმსი მარტი 5, 2024
prokuratura_ajaratimes.ge

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად გასაღების მცდელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს, ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 1 მარტს, ორმა პირმა, შემდგომში გასაღების მიზნით, პოლიეთილენის პაკეტებში დაფასოებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეთადონი (ფუძე)  ერთ-ერთ სოფელში მიიტანეს და მდინარის პირას ე.წ. „ლოკაციებზე“ განათავსეს. მათ ტელეფონის ფოტოკამერით, ადგილმდებარეობის კოორდინატების მითითებით, თითოეულ ლოკაციას ფოტოსურათი გადაუღეს, რათა შემდგომში ისინი ნარკოტიკული საშუალებების შემძენი პირებისთვის გადაეგზავნათ.

” გამოძიების მიერ ამ დროისთვის მოპოვებული ინფორმაციით, აღნიშნულის შემდგომ ორივე პირმა მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება, რის შემდგომაც ერთ-ერთი მათგანი სავარაუდოდ ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 2 მარტს დააკავეს. მას ბრალდება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მეშვიდე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად გასაღების მცდელობის ფაქტი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თოთხმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

3 მარტს, შსს-ს თანამშრომლებმა ე.წ. „ლოკაციებიდან“ ბრალდებულების მიერ 24 ცალად დაფასოებული და განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობის – 3,35 გრამი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. რაც შეეხება სავარაუდოდ ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაცვლილ პირს, მისი გარდაცვალების მიზეზის დასადგენად დაინიშნა შესაბამისი სამედიცინო ექსპერტიზა.

პროკურატურა ნარკორეალიზატორების მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება,” – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Post navigation

Previous: ქობულეთში კაფეს პლაჟზე ჩასავლელ კიბეზე აშენებენ – უკანონობაზე მერია არ რეაგირებს
Next: ყველანაირი უხერხულობის თავიდან ასაცილებლად ვწერ განცხადებას და მივდივარ კულტურის დეპარტამენტის უფროსის პოზიციიდან – თამარ გუდავა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

mezgvaurebi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

მეზღვაურთა საერთაშორისო დღე

აჭარა თაიმსი ივნისი 25, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა აღდგება

აჭარა თაიმსი ივნისი 24, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

თემურ გორგაძემ შსს-ს სასამართლო დავა მოუგო

აჭარა თაიმსი ივნისი 24, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

მეზღვაურთა საერთაშორისო დღე mezgvaurebi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

მეზღვაურთა საერთაშორისო დღე

ივნისი 25, 2026
„ქალები ქმნიან ბიზნესს“ – რატომ იწყებს SGBA ახალ მასშტაბურ მოძრაობას ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად _AJARATIMES.GE
  • საქართველო

„ქალები ქმნიან ბიზნესს“ – რატომ იწყებს SGBA ახალ მასშტაბურ მოძრაობას ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად

ივნისი 25, 2026
ხელვაჩაური ბათუმის საზღვრების გადახედვას და ტერიტორის დაბრუნებას ითხოვს xelvachauri_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

ხელვაჩაური ბათუმის საზღვრების გადახედვას და ტერიტორის დაბრუნებას ითხოვს

ივნისი 25, 2026
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი საქართველოში – კოკა-კოლა ჩემპიონატის გლობალური პარტნიორია rugby x coca-cola - for social media post
  • რეკლამა

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი საქართველოში – კოკა-კოლა ჩემპიონატის გლობალური პარტნიორია

ივნისი 25, 2026
ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა აღდგება _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა აღდგება

ივნისი 24, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 24, 2026
მეზღვაურთა საერთაშორისო დღე mezgvaurebi_AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

მეზღვაურთა საერთაშორისო დღე

ივნისი 25, 2026
„ქალები ქმნიან ბიზნესს“ – რატომ იწყებს SGBA ახალ მასშტაბურ მოძრაობას ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად _AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

„ქალები ქმნიან ბიზნესს“ – რატომ იწყებს SGBA ახალ მასშტაბურ მოძრაობას ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად

ივნისი 25, 2026
ხელვაჩაური ბათუმის საზღვრების გადახედვას და ტერიტორის დაბრუნებას ითხოვს xelvachauri_AJARATIMES.GE 3
  • ხელვაჩაური

ხელვაჩაური ბათუმის საზღვრების გადახედვას და ტერიტორის დაბრუნებას ითხოვს

ივნისი 25, 2026
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი საქართველოში – კოკა-კოლა ჩემპიონატის გლობალური პარტნიორია rugby x coca-cola - for social media post 4
  • რეკლამა

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი საქართველოში – კოკა-კოლა ჩემპიონატის გლობალური პარტნიორია

ივნისი 25, 2026
ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა აღდგება _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა აღდგება

ივნისი 24, 2026

სიახლეების კალენდარი

ივნისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« მაი    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.