Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

გაყიდული აჭარა – როგორ ინაწილებენ უკონკურენტოდ რეგიონის ქონებას „ქართული ოცნების“ დონორები

აჭარა თაიმსი სექტემბერი 10, 2026
batumi, qalaqi, shenobebi_AJARATIMES.GE (1)

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ ჩატარებული ელექტრონული აუქციონების კვლევა გამოქვეყნა. ორგანიზაციის ინფორმაციით, რეგიონში სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესში სერიოზული ხარვეზები, ჩაშლილი აუქციონები და დაბალი კონკურენცია ფიქსირდება.

კვლევის მიხედვით, 2025 წლის 1 იანვრიდან დღემდე გამოცხადებული 69 ელექტრონული აუქციონიდან 54 არ შედგა მონაწილეების არარსებობის გამო. ხოლო იმ 15 აუქციონიდან, სადაც გამარჯვებული გამოვლინდა, 8 უკონკურენტო იყო, მათში მხოლოდ თითო პრეტენდენტი მონაწილეობდა და უძრავი ქონება საწყის საპრივატიზებო ფასზე მინიმალური ფასნამატით, ერთ ბიჯში გაიყიდა.

არშემდგარი აუქციონების გამო კვლავ ვერ სრულდება აჭარის ბიუჯეტის საპრივატიზაციო გეგმა. 2025 წლის 9 თვეში დაგეგმილი 125 მილიონზე მეტი ლარის ნაცვლად, მხოლოდ 4.5 მილიონი ლარის ღირებულების უძრავი ქონება გასხვისდა, რაც დასახული გეგმის მხოლოდ 3.6%-ს შეადგენს.

არასამთავრობო ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გამარჯვებული კომპანიების ნაწილის მესაკუთრეები და ხელმძღვანელები „ქართული ოცნების“ მსხვილი შემწირველები არიან:

  • ორ გამარჯვებულ კომპანიასთან დაკავშირებულ პირებს მმართველი პარტიისთვის ჯამში 1,387,000 ლარი აქვთ შეწირული. მათ ბათუმის კომერციულად მიმზიდველ ზონებში (ბაქოს ქუჩასა და პორტის მიმდებარედ) 20,000 კვ.მ-ზე მეტი მიწის ნაკვეთები და შენობები შეიძინეს.

  • კურორტ გოდერძიზე მიწის ნაკვეთი უკონკურენტოდ მოიგო კომპანია შპს „ხიდი-2006-მა“, რომლის მფლობელიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის მეგობარი, ბიზნესმენი ედნარ პაპუნაიშვილია.

  • დაფიქსირდა შემთხვევაც, როდესაც აუქციონში გამარჯვებული კომპანია (შპს „გოდე 2026“) აუქციონის გამოცხადების შემდეგ, მის დასრულებამდე სულ რაღაც ერთი კვირით ადრე დარეგისტრირდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ შეფასებით, აღნიშნული ტენდენციები მიუთითებს, რომ რეგიონის ქონების გასხვისებისას ჯანსაღი კონკურენცია დარღვეულია, ხოლო პროცესი ხშირად პოლიტიკურ გავლენებთან და ინტერესთა კონფლიქტთან არის დაკავშირებული.

Post navigation

Previous:  გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს
Next: ხულოში სარდაფში უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი ხე-ტყე აღმოაჩინეს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

batumi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

სექტემბერში ბათუმში გაყიდული ბინების 48% უცხოელებმა შეიძინეს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 25, 2026
gmirta xeivani_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

გმირთა ხეივანში, ხიდის ქვეშ კომერციული ობიექტების უმეტესობა არ გახსნილა, მოიჯარეებისთვის შეღავათებს განიხილავენ

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 23, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, 50-ზე მეტ ოჯახს მესამე დღეა წყალი არ მიეწოდება

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 22, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

სექტემბერში ბათუმში გაყიდული ბინების 48% უცხოელებმა შეიძინეს batumi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

სექტემბერში ბათუმში გაყიდული ბინების 48% უცხოელებმა შეიძინეს

ოქტომბერი 25, 2026
საკალათბურთო კლუბმა „ბათუმმა“ „CIU-სთან“ მატჩი წააგო _AJARATIMES.GE
  • სპორტი

საკალათბურთო კლუბმა „ბათუმმა“ „CIU-სთან“ მატჩი წააგო

ოქტომბერი 25, 2026
„დინამო ბათუმმა“ „სამგურალი“ დაამარცხა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „სამგურალი“ დაამარცხა

ოქტომბერი 24, 2026
გმირთა ხეივანში, ხიდის ქვეშ კომერციული ობიექტების უმეტესობა არ გახსნილა, მოიჯარეებისთვის შეღავათებს განიხილავენ gmirta xeivani_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

გმირთა ხეივანში, ხიდის ქვეშ კომერციული ობიექტების უმეტესობა არ გახსნილა, მოიჯარეებისთვის შეღავათებს განიხილავენ

ოქტომბერი 23, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-სქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-სქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 23, 2026
სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე თურქეთის მოქალაქე 100 გრამამდე კოკაინის შემოტანის ბრალდებით დააკავეს sarfis sabajo_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე თურქეთის მოქალაქე 100 გრამამდე კოკაინის შემოტანის ბრალდებით დააკავეს

ოქტომბერი 23, 2026
სექტემბერში ბათუმში გაყიდული ბინების 48% უცხოელებმა შეიძინეს batumi_AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

სექტემბერში ბათუმში გაყიდული ბინების 48% უცხოელებმა შეიძინეს

ოქტომბერი 25, 2026
საკალათბურთო კლუბმა „ბათუმმა“ „CIU-სთან“ მატჩი წააგო _AJARATIMES.GE 2
  • სპორტი

საკალათბურთო კლუბმა „ბათუმმა“ „CIU-სთან“ მატჩი წააგო

ოქტომბერი 25, 2026
„დინამო ბათუმმა“ „სამგურალი“ დაამარცხა _AJARATIMES.GE 3
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „სამგურალი“ დაამარცხა

ოქტომბერი 24, 2026
გმირთა ხეივანში, ხიდის ქვეშ კომერციული ობიექტების უმეტესობა არ გახსნილა, მოიჯარეებისთვის შეღავათებს განიხილავენ gmirta xeivani_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

გმირთა ხეივანში, ხიდის ქვეშ კომერციული ობიექტების უმეტესობა არ გახსნილა, მოიჯარეებისთვის შეღავათებს განიხილავენ

ოქტომბერი 23, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-სქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-სქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 23, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.