Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

დაკავების შემდგომ მობილურიდან ყველა მასალა წამიშალეს – “ბათუმელების” ოპერატორი

აჭარა თაიმსი იანვარი 23, 2025
batumelebi_AJARATIMES.GE

მზია ამაღლობელის დაპატიმრება ამ ორი მედიაგამოცემის მიუკერძოებელი და კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის გამო, მათ წინააღმდეგ მრავალწლიანი სახელისუფლებო შეტევის შედეგია, განაცხადეს ონლაინ მედია “ბათუმელებში” გამართულ პრესკონფერენციაზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ მზია ამაღლობელის დაკავების დღესვე, 12 იანვარს, დააპატიმრეს „ბათუმელების“ ოპერატორი გურამ მურვანიძეც. მურვანიძის დაკავების ბრძანება, როგორც რედაქციაში ამბობენ ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ გასცა. ონლაინმედიის ოპერატორი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციას აშუქებდა.

 „ჩემი დაკავება ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძის უშუალო ბრძანებით მოხდა, როცა გაიგო, რომ ბათუმელების თანამშრომელი ვიყავი. დაკავების მომენტში ორივე ხელი მაღლა მქონდა აწეული და მობილური ტელეფონით საპროტესტო აქციას ვიღებდი. ირაკლი დგებუაძემ პოლიციის თანამშრომლებს უბრძანა, წაერთმიათ ჩემთვის ტელეფონი და წაეშალათ ინფორმაცია. ამ ბრძანების მოსმენისთანავე, ჩემთან მოვიდა რამდენიმე პოლიციელი და ხელების დამტვრევის მუქარით მომთხოვეს მეჩვენებინა თუ რას ვიღებდი და წამეშალა. მოვასწარი ტელეფონის დაბლოკვა და მოგვიანებით გავთიშე ის,“ – ამბობს გურამ მურვანიძე.

გურამ მურვანიძის თქმით, არაერთგზის განუმარტა პოლიციელებს, რომ „ბათუმელების“ ოპერატორი იყო, თუმცა ის მაინც დააკავეს. აჭარის პოლიციის დეპარტამენტში მიყვანის შემდეგ, როცა მას პირადი ნივთები ჩამოართვეს დასალუქად, პოლიციელებმა ნახეს მისი პრესის ბარათი, რომლითაც დასტურდებოდა, რომ ნამდვილად „ბათუმელების“ თანამშრომელი იყო. ამის მიუხედავად, გურამ მურვანიძე წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ გურამ მურვანიძეს რვადღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გურამ მურვანიძემ ფოთის იზოლატორი, სადაც ადმინისტრაციული პატიმრობა გაატარა, 20 იანვარს დატოვა.

21 იანვარს გურამ მურვანიძე აჭარის პოლიციის დეპარტამენტში მივიდა საკუთარი ნივთების წამოსაღებად. გურამ მურვანიძეს დაუბრუნეს პირადი ნივთები, მათ შორის ტელეფონი, რომელსაც აღარ ჰქონდა ორმაგი დაცვა,  ტელეფონი იყო სრულიად  გასუფთავებული, Apple-ის ანგარიშები, რომლებითაც მანამდე სარგებლობდა, აღარ ფიქსირდებოდა ტელეფონში, სისტემა იყო ნულოვან რეჟიმზე და თავიდან ითხოვდა კონფიგურირებას, როგორც ახალი ტელეფონი.

„მე გადაღებული მქონდა საკუთარი დაკავების კადრი, მათ შორის საუბარი ირაკლი დგებუაძესთან, რომელიც არის მტკიცებულება ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში. ეს იცოდა, როგორც მოსამართლე ირმა ტოგონიძემ, ასევე შსს-ს წარმომადგენელმა თეა ლაღაძემ.რადგან ჩემი ტელეფონი პოლიციიდან ქარხნულ მდგომარეობაში დამიბრუნეს, როგორც ჩანს იმ პერიოდში, როცა ვიმყოფებოდი დროებითი მოთავსების იზოლატორში, შსს-ს თანამშრომლებმა გახსნეს დალუქული მობილური ტელეფონი, შეაღწიეს სისტემაში, შემდეგ კი ინფორმაცია წაშალეს. ჩემს ტელეფონში შემოღწევით და ამ მასალების წაშლით მოხდა არა მხოლოდ ჩემი პერსონალური მონაცემების უკანონო მოპოვება და განადგურება, არამედ მოხდა ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში არსებული მტკიცებულების განადგურებაც,“ – ამბობს გურამ მურვანიძე.

გურამ მურვანიძის ინტერესებს საია იცავს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და გურამ მურვანიძემ გუშინ, 22 იანვარს, უკვე მიმართეს შსს გენერალურ ინსპექციას, მიმართეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და საქართველოს გენერალურ პროკურორს. სამივე უწყებაში შესულია განცხადება.

მოთხოვნები:

შსს-ს გენინსპექციისგან ვითხოვთ, მათი კომპეტენციის ფარგლებში, მოახდინონ რეაგირება და დაიწყონ მოკვლევა შსს-ს კონკრეტულ თანამშრომლებთან მიმართებით, რომლებმაც უხეშად დაარღვიეს კანონმდებლობის მოთხოვნები.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურისგან ვითხოვთ, დაუყოვნებლივ დაიწყოთ გამოძიება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 მუხლის შესაბამისად.

ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა დანაშაულია (სსკ-ის 154-ე მუხლი). ამავე დროს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადია კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა (სსკ-ის 284-ე მუხლი) და კომპიუტერული მონაცემის ან სისტემის ხელყოფა (სსკ-ის 286ე მუხლი). აღსანიშნავია, რომ სამივე მუხლისათვის დამამძიმებელ გარემოებად ითვლება ზემოთ ხსენებული ქმედებები, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.

საქართველოს გენერალური პროკურორისგან ვითხოვთ, პირად კონტროლზე აიყვანოს ეს საქმე/განცხადება და დაავალოს შესაბამის პირებს, დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 მუხლის შესაბამისად, რათა დადგინდეს იმ პირთა ვინაობა, რომლებმაც უნებართვოდ შეაღწიეს გურამ მურვანიძის მობილურ ტელეფონში და წაშალეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

მზია ამაღლობელი მოსამართლე ნინო სახელაშვილმა პატიმრობაში დატოვა

Post navigation

Previous: სასტუმრო “შერატონმა” გიორგი გახარიასა და ზვიად ქორიძეზე თავდასხმის ამსახველი კადრები პროკურატურას გადასცა – პარტია
Next: შუახევში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

txili_AJARATIMES.GE
  • საქართველო

თხილის ხეები ხმება, ფერმერები კი პრობლემის პირისპირ მარტო არიან

ლევან ურიდია ოქტომბერი 16, 2026
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 19 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 16, 2026
fuli_AJARATIMES.GE
  • საქართველო

2025 წელს საქართველოში საფინანსო სექტორის შემოსავალმა 13.8 მილიარდი ლარი შეადგინა

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 16, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 18, 2026
შუახევის მერიას ორმა კომპანიამ უჩივლა – ერთი საჩივარი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა shuaxevis meria_AJARATIMES.GE
  • შუახევი

შუახევის მერიას ორმა კომპანიამ უჩივლა – ერთი საჩივარი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

ოქტომბერი 17, 2026
„დინამო ბათუმმა“ „გაგრა“ დაამარცხა fexburti.sporti.dinamo_AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „გაგრა“ დაამარცხა

ოქტომბერი 17, 2026
ნარკოდანაშაულში მხილებული პირი დაკავების პროცესში მეოთხე სართულიდან გადახტა policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ნარკოდანაშაულში მხილებული პირი დაკავების პროცესში მეოთხე სართულიდან გადახტა

ოქტომბერი 17, 2026
ბათუმის აეროპორტში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს batumis aeroporti,tvitmfrinavi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის აეროპორტში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 17, 2026
თხილის ხეები ხმება, ფერმერები კი პრობლემის პირისპირ მარტო არიან txili_AJARATIMES.GE
  • საქართველო

თხილის ხეები ხმება, ფერმერები კი პრობლემის პირისპირ მარტო არიან

ოქტომბერი 16, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 18, 2026
შუახევის მერიას ორმა კომპანიამ უჩივლა – ერთი საჩივარი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა shuaxevis meria_AJARATIMES.GE 2
  • შუახევი

შუახევის მერიას ორმა კომპანიამ უჩივლა – ერთი საჩივარი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

ოქტომბერი 17, 2026
„დინამო ბათუმმა“ „გაგრა“ დაამარცხა fexburti.sporti.dinamo_AJARATIMES.GE 3
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „გაგრა“ დაამარცხა

ოქტომბერი 17, 2026
ნარკოდანაშაულში მხილებული პირი დაკავების პროცესში მეოთხე სართულიდან გადახტა policia_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ნარკოდანაშაულში მხილებული პირი დაკავების პროცესში მეოთხე სართულიდან გადახტა

ოქტომბერი 17, 2026
ბათუმის აეროპორტში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს batumis aeroporti,tvitmfrinavi_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმის აეროპორტში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 17, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.