Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ გამოცდილი შემტევი ნახევარმცველი დაიმატა

აჭარა თაიმსი ივლისი 12, 2026
_AJARATIMES.GE

„დინამო ბათუმმა“ გამოცდილი ნიდერლანდელი შემტევი ნახევარმცველი იმრან ულად ომარი დაიმატა. ფეხბურთელთან ხელშეკრულება ერთი წლით გაფორმდა. 28 წლის ფეხბურთელის ტრანსფერის შესახებ თავად კლუბმა გამოაცხადა.

„საფეხბურთო კლუბი „დინამო ბათუმი“ მოხარულია გაცნობოთ, რომ ნიდერლანდელი შემტევი ნახევარმცველი იმრან ულად ომარი კარიერას ჩვენს კლუბში განაგრძობს. ფეხბურთელი გუნდს სომხური ერევნის „ნოადან“ შემოუერთდა და მხარეებს შორის ხელშეკრულება ერთი წლის ვადით გაფორმდა“, – წერია „ბათუმელების“ განცხადებაში.

ულად ომარი „თოლიებს“ სომხური „ნოადან“ შეუერთდა. 2025-2026 წლების სეზონში „FC Noah Yerevan“-ის მაისურით 29 მატჩი ჩაატარა, სადაც რვა გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.

„ბედნიერი ვარ „დინამო ბათუმში“ გადმოსვლით. საქართველოს ჩემპიონატს კარგად ვიცნობ და ვიცი, რამდენად დიდი ისტორია და როგორი გულშემატკივარი ჰყავს ამ გუნდს. მოუთმენლად ველი ახალ თანაგუნდელებთან შეხვედრას. ჩვენი მიზნები მაღალია. მინდა, გუნდს ტიტულების მოგებაში დავეხმარო და ლამაზი თამაშით ერთგული ქომაგები გავახარო“, – აღნიშნა იმრან ულად ომარმა „დინამო ბათუმის“ პრესსამსახურთან ინტერვიუში.

ომარმა საფეხბურთო კარიერა 2012 წელს ნიდერლანდებში დაიწყო. ნათამაშები აქვს არაერთ ევროპულ კლუბში. ის ასევე ასპარეზობდა „დინამო თბილისსა“ და „თბილისის ლოკომოტივში“.

კარიერის განმავლობაში ის ორჯერ გახდა სომხეთის თასის გამარჯვებული, 2024-25 და 2025-26 წლების სეზონებში. 2024-25 წლების სეზონში ულად ომარი ასევე გახდა სომხეთის ჩემპიონი „ნოასთან“ ერთად. „დინამო თბილისში“ ასპარეზობისას კი ერთგზის საქართველოს ჩემპიონი და საქართველოს სუპერთასის მფლობელი გახდა.

ავტორი: დიმიტრი გორგილაძე

Post navigation

Previous: ბათუმში ვარდავარის ტრადიციული დღესასწაული აღნიშნეს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ კიდევ ერთი ბრაზილიელი დაიმატა

აჭარა თაიმსი ივლისი 8, 2026
_AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ კლუბის გაძლიერებას განაგრძობს

აჭარა თაიმსი ივლისი 6, 2026
_AJARATIMES.GE
  • სპორტი

დირკ კარლსონი „დინამო ბათუმის“ ფეხბურთელია

აჭარა თაიმსი ივლისი 5, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

„დინამო ბათუმმა“ გამოცდილი შემტევი ნახევარმცველი დაიმატა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ გამოცდილი შემტევი ნახევარმცველი დაიმატა

ივლისი 12, 2026
ბათუმში ვარდავარის ტრადიციული დღესასწაული აღნიშნეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ვარდავარის ტრადიციული დღესასწაული აღნიშნეს

ივლისი 12, 2026
ბათუმში რუსი არტისტის კონცერტი საპროტესტო აქციის ფონზე გაიმართა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში რუსი არტისტის კონცერტი საპროტესტო აქციის ფონზე გაიმართა

ივლისი 12, 2026
დასანანია, რომ საქართველო იმ ქვეყნებს შორის არ არის, რომლებიც ევროკავშირის გზაზე წინ მიდიან – ელჩი _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

დასანანია, რომ საქართველო იმ ქვეყნებს შორის არ არის, რომლებიც ევროკავშირის გზაზე წინ მიდიან – ელჩი

ივლისი 11, 2026
ბათუმის ნაწილს 13-17 ივლისს ბუნებრივი აირი შეუწყდება bunebrivi airi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის ნაწილს 13-17 ივლისს ბუნებრივი აირი შეუწყდება

ივლისი 10, 2026
ბათუმში ქორწინების ახალი სახლი აშენდება _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ქორწინების ახალი სახლი აშენდება

ივლისი 10, 2026
„დინამო ბათუმმა“ გამოცდილი შემტევი ნახევარმცველი დაიმატა _AJARATIMES.GE 1
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ გამოცდილი შემტევი ნახევარმცველი დაიმატა

ივლისი 12, 2026
ბათუმში ვარდავარის ტრადიციული დღესასწაული აღნიშნეს _AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმში ვარდავარის ტრადიციული დღესასწაული აღნიშნეს

ივლისი 12, 2026
ბათუმში რუსი არტისტის კონცერტი საპროტესტო აქციის ფონზე გაიმართა _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში რუსი არტისტის კონცერტი საპროტესტო აქციის ფონზე გაიმართა

ივლისი 12, 2026
დასანანია, რომ საქართველო იმ ქვეყნებს შორის არ არის, რომლებიც ევროკავშირის გზაზე წინ მიდიან – ელჩი _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

დასანანია, რომ საქართველო იმ ქვეყნებს შორის არ არის, რომლებიც ევროკავშირის გზაზე წინ მიდიან – ელჩი

ივლისი 11, 2026
ბათუმის ნაწილს 13-17 ივლისს ბუნებრივი აირი შეუწყდება bunebrivi airi_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმის ნაწილს 13-17 ივლისს ბუნებრივი აირი შეუწყდება

ივლისი 10, 2026

სიახლეების კალენდარი

ივლისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« ივნ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.