Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

თემურ ქათამაძეს მოქალაქეობაზე უარს ეუბნებიან, რუსეთის 10 ათასზე მეტი მოქალაქე კი მოქალაქეობას იღებს – ენმ

admin 27/01/2025
temur katamadze_AJARATIMES.GE

თემურ ქათამაძეს მოქალაქეობაზე უარს ეუბნებიან, რუსეთის 10 ათასზე მეტი მოქალაქე კი მოქალაქეობას იღებს, ამის შესახებ ბრიფინგზე ნიკა ქაშიბაძემ განაცხადა. “ნაციონალური მოძრაობის” წევრის თქმით, ბათუმის აქციების სიმბოლო ზეწოლის ქვეშაა.

ოპოზიციის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ თემურ ქათამაძე კანონის მიხედვით, ყველა საჭირო კრიტერიუმს აკმაყოფილებს მას მოქალაქეობაზე უარს დაუსაბუთებლად ეუბნებიან.

„ბათუმელი მედროშის და ბათუმის პროტესტების ერთ-ერთი სიმბოლო, ბატონი თემურ ქათამაძე, აღნიშნული დროისთვის განიცდის არნახულ ზეწოლას. ჯერ უკანონოდ დააკავეს აქციაზე, ხოლო შემდეგ, განთავისუფლების შემდეგ, ისევ დააბრუნეს საკანში. ამ პერიოდში, 2022 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 31 ოქტომბრამდე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ 10 834 დადებითი დასკვნა გადაიგზავნა, რომელთა უმრავლესობა რუსეთის მოქალაქეები იყვნენ. ბატონი თემურ, მიუხედავად იმისა, რომ აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით, ფლობს ქართულ ენას, იცის საქართველოს ისტორია და გააჩნია კულტურული კავშირები საქართველოსთან, მისი საკითხი უკვე წლებია გადაუწყვეტელია. ეს სხვა არაფერია, თუ არა ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, როცა ათასობით რუსეთის მოქალაქეს აძლევენ მოქალაქეობის სტატუსს, ხოლო იმათ, ვინც თავს ქართველად თვლის და ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერს მხარს, ქვეყნიდან აძევებენ,” – განაცხადა ნიკა ქაშიბაძემ ბრიფინგზე. 

მედროშე ბაბუ – ბათუმის აქციების სიმბოლო

ინფორმაციისთვის: თემურ ქათამაძე, ბათუმის აქციების ერთ-ერთი სიმბოლო, რომელიც თავდაპირველად ადმინისტრაციულად იყო დაკავებული, გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში იგი კვლავ დააკავეს. თემურ ქათამაძე მუჰაჯირების შთამომავალია და უკვე რამდენიმე წელია საქართველოს მოქალაქეობის მიღებას უშედეგოდ ცდილობს. ამჟამად იგი საქართველოში ცხოვრობს.

ცნობისთვის: 11 იანვარს, ქათამაძე დააკავეს საკონსტიტუციო სასამართლოსთან, ის დაადანაშაულეს პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაში. დაკავების შემდეგ თემურ ქათამაძე აცხადებდა, რომ პოლიციელების მხრიდან მას შეურაცხყოფა მიაყენეს, გარდა ამისა, აღნიშნავდა, რომ პოლიციის შენობაში მას უთხრეს: „არ ხარ საქართველოს მოქალაქე, შენს ქვეყანაში წადიო“.

About the Author

admin

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: აქცია მიხეილ სააკაშვილისა და სხვების გათავისუფლების მოთხოვნით
Next: ოპოზიციური პარტიები მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვენ

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

batumis porti_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

შსს: ბათუმის პორტში ნარკოდანაშაულის მსხვილი ფაქტი აღიკვეთა

admin 27/10/2025
dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ნარკოტიკების დიდი ოდენობით შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს

admin 26/10/2025
dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი სამი თურქი მოქალაქე დააკავეს

admin 25/10/2025

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

27/10/2025
ბოლო 10 დღეში მედიის 11 წარმომადგენელი დააკავეს ადმინისტრაციული წესით – TI _AJARATIMES.GE
  • საქართველო

ბოლო 10 დღეში მედიის 11 წარმომადგენელი დააკავეს ადმინისტრაციული წესით – TI

27/10/2025
ქობულეთის შემოვლით გზაზე ხიდის დაზიანება მხოლოდ მედიის ყურადღების შემდეგ აღმოაჩინეს – დაიწყო აღდგენითი სამუშაოები _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთის შემოვლით გზაზე ხიდის დაზიანება მხოლოდ მედიის ყურადღების შემდეგ აღმოაჩინეს – დაიწყო აღდგენითი სამუშაოები

27/10/2025
შსს: ბათუმის პორტში ნარკოდანაშაულის მსხვილი ფაქტი აღიკვეთა batumis porti_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

შსს: ბათუმის პორტში ნარკოდანაშაულის მსხვილი ფაქტი აღიკვეთა

27/10/2025
აჭარაში უკანონო ნადირობის 37 ფაქტი გამოვლინდა nadiroba_AJARATIMES.GE
  • საქართველო

აჭარაში უკანონო ნადირობის 37 ფაქტი გამოვლინდა

27/10/2025
“დინამო ბათუმმა” გაგრასთან” შეხვედრა წააგო fexburti_AJARATIMES.GE
  • სპორტი

“დინამო ბათუმმა” გაგრასთან” შეხვედრა წააგო

27/10/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

27/10/2025
ბოლო 10 დღეში მედიის 11 წარმომადგენელი დააკავეს ადმინისტრაციული წესით – TI _AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

ბოლო 10 დღეში მედიის 11 წარმომადგენელი დააკავეს ადმინისტრაციული წესით – TI

27/10/2025
ქობულეთის შემოვლით გზაზე ხიდის დაზიანება მხოლოდ მედიის ყურადღების შემდეგ აღმოაჩინეს – დაიწყო აღდგენითი სამუშაოები _AJARATIMES.GE 3
  • ქობულეთი

ქობულეთის შემოვლით გზაზე ხიდის დაზიანება მხოლოდ მედიის ყურადღების შემდეგ აღმოაჩინეს – დაიწყო აღდგენითი სამუშაოები

27/10/2025
შსს: ბათუმის პორტში ნარკოდანაშაულის მსხვილი ფაქტი აღიკვეთა batumis porti_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

შსს: ბათუმის პორტში ნარკოდანაშაულის მსხვილი ფაქტი აღიკვეთა

27/10/2025
აჭარაში უკანონო ნადირობის 37 ფაქტი გამოვლინდა nadiroba_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

აჭარაში უკანონო ნადირობის 37 ფაქტი გამოვლინდა

27/10/2025

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.