Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • სპორტი

ივან ტურიცოვი „დინამო ბათუმის“ ფეხბურთელია

აჭარა თაიმსი მაისი 31, 2026
_AJARATIMES.GE

ოფიციალურად, „ცსკა სოფიას“ კაპიტანი და ბულგარეთის ეროვნული ნაკრების მარჯვენა მცველი ივან ტურიცოვი „დინამო ბათუმის“ ახალი ფეხბურთელია. ინფორმაციას ამის შესახებ თავად კლუბი ავრცელებს.

„საფეხბურთო კლუბი „დინამო ბათუმი“ მოხარულია გაცნობოთ, რომ ბულგარეთის ეროვნული ნაკრების მარჯვენა მცველი ივან ტურიცოვი კარიერას ჩვენს კლუბში განაგრძობს“, – ნათქვამია „დინამო ბათუმის“ განცხადებაში.

ტურიცოვმა „ბათუმელებთან“ ხელშეკრულება 2029 წლის ბოლომდე გააფორმა, მას შემდეგ, რაც სტამბოლში, კლინიკა „Acibadem Fulya“-ს ბაზაზე არსებულ „FIFA Medical Centre of Excellence“-ში სამედიცინო შემოწმება გაიარა.

„კონტრაქტი ახლახან გავაფორმე და ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ აქ ვიმყოფები. მოტივირებული ვარ, ეს ახალი შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოვიყენო და მოუთმენლად ველი, როდის დავიწყებ თამაშს“, – განაცხადა ივანმა „დინამო ბათუმთან“ ინტერვიუში.

26 წლის მარჯვენა მცველი „ეფბეთ ლიგის“ ერთ-ერთ გრანდში, „ცსკა სოფიაში“, 2018/19 წლების სეზონიდან ასპარეზობდა. საერთო ჯამში, „წითელი არმიელების“ რიგებში ტურიცოვმა ყველა ტურნირზე 222 მატჩი ჩაატარა, შვიდი გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა. „ცსკა სოფიასთან“ ერთად 2020/21 და 2025/26 წლების სეზონებში ორჯერ გახდა ბულგარეთის თასის მფლობელი.

სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, ივან ტურიცოვი ბულგარეთის ეროვნულ ნაკრებს დაუბრუნდა, სადაც ორ ამხანაგურ მატჩში მიიღებს მონაწილეობას. „თოლიების“ რიგებს ის 16 ივნისს შეუერთდება, ხოლო „დინამო ბათუმის“ მაისურით თამაშს 20 ივნისის შემდეგ შეძლებს.

ავტორი დიმიტრი გორგილაძე

Post navigation

Previous: ბათუმში დაჭრილი კაცი კლინიკაში გარდაიცვალა
Next: ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • სპორტი

ფურშეტი სპორტსმენებისთვის 8 200 ლარად

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 11, 2026
_AJARATIMES.GE
  • სპორტი

ქობულეთში, ქართველ და ყაზახ ფეხბურთელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 11, 2026
_AJARATIMES.GE
  • სპორტი

„სკ ბათუმმა“ სუპერლიგა გამარჯვებით დაიწყო

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 3, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

თხილის ხეები ხმება, ფერმერები კი პრობლემის პირისპირ მარტო არიან txili_AJARATIMES.GE
  • საქართველო

თხილის ხეები ხმება, ფერმერები კი პრობლემის პირისპირ მარტო არიან

ოქტომბერი 16, 2026
ევროკავშირი საქართველოს მთავრობას ფინანსურ დახმარებას აღარ გაუწევს, მოსახლეობის მხარდაჭერას კი გააგრძელებს eurokavshiri, eu, qolga, amindi, mtavroba_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

ევროკავშირი საქართველოს მთავრობას ფინანსურ დახმარებას აღარ გაუწევს, მოსახლეობის მხარდაჭერას კი გააგრძელებს

ოქტომბერი 16, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 16, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 19 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 19 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 16, 2026
2025 წელს საქართველოში საფინანსო სექტორის შემოსავალმა 13.8 მილიარდი ლარი შეადგინა fuli_AJARATIMES.GE
  • საქართველო

2025 წელს საქართველოში საფინანსო სექტორის შემოსავალმა 13.8 მილიარდი ლარი შეადგინა

ოქტომბერი 16, 2026
18 ოქტომბერი – დამოუკიდებლობის აღდგენა: მნიშვნელოვანი ეტაპი აზერბაიჯანის სახელმწიფოებრიობის ისტორიაში Picture1
  • რეკლამა

18 ოქტომბერი – დამოუკიდებლობის აღდგენა: მნიშვნელოვანი ეტაპი აზერბაიჯანის სახელმწიფოებრიობის ისტორიაში

ოქტომბერი 16, 2026
თხილის ხეები ხმება, ფერმერები კი პრობლემის პირისპირ მარტო არიან txili_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

თხილის ხეები ხმება, ფერმერები კი პრობლემის პირისპირ მარტო არიან

ოქტომბერი 16, 2026
ევროკავშირი საქართველოს მთავრობას ფინანსურ დახმარებას აღარ გაუწევს, მოსახლეობის მხარდაჭერას კი გააგრძელებს eurokavshiri, eu, qolga, amindi, mtavroba_AJARATIMES.GE 2
  • უცხოეთი

ევროკავშირი საქართველოს მთავრობას ფინანსურ დახმარებას აღარ გაუწევს, მოსახლეობის მხარდაჭერას კი გააგრძელებს

ოქტომბერი 16, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 16, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 19 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 19 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 16, 2026
2025 წელს საქართველოში საფინანსო სექტორის შემოსავალმა 13.8 მილიარდი ლარი შეადგინა fuli_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

2025 წელს საქართველოში საფინანსო სექტორის შემოსავალმა 13.8 მილიარდი ლარი შეადგინა

ოქტომბერი 16, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.