შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, ორი პირი დააკავეს.
უწყების ცნობით, სხვადასხვა დროს, საბაჟო გამშვები პუნქტის „სარფის“ ტერიტორიაზე, ბრალდებულების პირადი და ხელბარგის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს. მათ შორისაა 79 აბი „სუბუტექსი“ და 12 აბი „მდმა“ (MDMA).
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშაულები სასჯელის სახით 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

