„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, გონიოში მომხდარ შემთხვევას ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ერთ-ერთი ვერსიით, 35 წლამდე ასაკის კაცი ავტომობილის საბარგულიდან გადმოვარდა, რის შედეგადაც სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო და გარდაიცვალა.
მომხდარის გარემოებების დასადგენად შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

