ბათუმში, ბაქრაძის ქუჩაზე მცხოვრებლები წლებია გარემოს დაბინძურების პრობლემაზე საუბრობენ. მათი თქმით, დასახლებაში არსებული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტერმინალიდან მძაფრი, სპეციფიკური სუნი ვრცელდება, რაც მათ ყოველდღიურ ცხოვრებას ართულებს.
ადგილობრივების ჰყვებიან, რომ სუნი განსაკუთრებით ძლიერია გარკვეულ პერიოდებში და ფანჯრების დაკეტვის მიუხედავად, საცხოვრებელ სახლებშიც აღწევს. მათი თქმით, ამის გამო ღამით დაძინებაც უჭირთ.
პრობლემა განსაკუთრებით ბავშვებზე აისახება. ადგილობრივთა თქმით, მძაფრი სუნის გამო, მოზარდები ხშირად ნათესავებთან მიჰყავთ.
ამბობენ, რომ ტერმინალი ამ პრობლემის გამო რამდენჯერმე დაჯარიმდა, თუმცა, მათი თქმით, ვითარება დღემდე არ შეცვლილა. მოსახლეობის ინფორმაციით, საწარმო გამწმენდი ნაგებობისა და ფილტრების გარეშე ფუნქციონირებს.
მცხოვრებლები შესაბამის უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ და ითხოვენ.
გვსურდა ბათუმის ნავთობტერმინალის პოზიციის მოსმენა და კითხვებზე პასუხების მიღება, თუმცა კომოანიასთან დაკავშირება ვერ შევძელით. იმ შემთხვევაში, თუ ისინი მასალის გამოქვეყნების შემდეგ დაგვიკავშირდებიან, მათ პოზიციას აქვე შემოგთავაზებთ.

