Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

საქართველოში შემოსავლები და ხარჯები გაიზარდა – საქსტატი

აჭარა თაიმსი მაისი 28, 2026
xalxi_.ajaratimes.ge

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2025 წელს საქართველოში შინამეურნეობების შემოსავლები და ხარჯები ზრდის ტენდენციით ხასიათდება. სტატისტიკის თანახმად, საშუალო თვიური შემოსავალი ერთ შინამეურნეობაზე 12.4 პროცენტით გაიზარდა და 2 131 ლარი შეადგინა, ხოლო ერთ სულზე შემოსავალი 12.5 პროცენტით გაიზარდა და 664 ლარს გაუტოლდა.

შემოსავლების ძირითადი წყარო კვლავ ფულადი შემოსავლებია, რომელთა წილმა 2025 წელს 90.5 პროცენტი შეადგინა. ქალაქის ტიპის დასახლებებში ეს მაჩვენებელი 94.2 პროცენტია, ხოლო სოფლებში 83.2 პროცენტი.

დასახლებების მიხედვით, ქალაქებში საშუალო თვიური შემოსავალი 12.9 პროცენტით გაიზარდა და 2 233 ლარს მიაღწია, სოფლებში კი 11.3 პროცენტით გაიზარდა და 1 954 ლარი შეადგინა.

შემოსავლების სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილი დაქირავებული შრომიდან მიღებულ შემოსავლებზე მოდის, რომელიც 49.3 პროცენტს შეადგენს. ასევე გაიზარდა თვითდასაქმებიდან მიღებული შემოსავლების წილი 13.3 პროცენტამდე. ამავე პერიოდში შემცირდა პენსიების, სტიპენდიებისა და სოციალური დახმარებების წილი და 21.9 პროცენტი შეადგინა.

ხარჯების მიმართულებით, 2025 წელს საშუალო თვიური ხარჯები 11.6 პროცენტით გაიზარდა და ერთ შინამეურნეობაზე 1 936 ლარს, ხოლო ერთ სულზე 603 ლარს გაუტოლდა.

მონაცემების მიხედვით, სამომხმარებლო ფულადი ხარჯების წილი მთლიან ხარჯებში 69.3 პროცენტამდე შემცირდა. ყველაზე დიდი წილი კვლავ სურსათზე, სასმელსა და თამბაქოზე გაწეულ ხარჯებს უკავია 38.7 პროცენტით.

ქალაქისა და სოფლის ტიპის დასახლებებს შორის ხარჯების სტრუქტურაში კვლავ რჩება განსხვავება, რაც სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკურ პირობებს ასახავს.

Post navigation

Previous: „სარფის“ საბაჟოდან საქართველოში პომიდორის შემოტანას ცდილობდნენ, ბოსტნეულზე მავნე ორგანიზმის კვალი აღმოაჩინეს
Next: მირდატ ქამადაძე პარტია „ახალს“ ტოვებს – მიზეზად ხედვებს შორის ფუნდამენტურ განსხვავებას ასახელებს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shuqi, santeli_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ივლისი 13, 2026
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ივლისი 10, 2026
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ივლისი 9, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში, 1900 წელს აგებული შენობის რეკონსტრუქციისთვის მშენებლობის ნებართვა გაიცა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, 1900 წელს აგებული შენობის რეკონსტრუქციისთვის მშენებლობის ნებართვა გაიცა

ივლისი 14, 2026
ბათუმში, კორპუსში ხანძრის შედეგად ბინა დაიწვა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, კორპუსში ხანძრის შედეგად ბინა დაიწვა

ივლისი 14, 2026
ბათუმში, ბინაში გაზის ბალონი აფეთქდა – ერთი ადამიანი დაშავდა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, ბინაში გაზის ბალონი აფეთქდა – ერთი ადამიანი დაშავდა

ივლისი 14, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • სპორტი

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივლისი 14, 2026
„დინამო ბათუმმა“ ნოდარ ყალიჩავა დაიმატა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ ნოდარ ყალიჩავა დაიმატა

ივლისი 14, 2026
ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უზბეკეთის მოქალაქე სარფში დააკავეს sarfi_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უზბეკეთის მოქალაქე სარფში დააკავეს

ივლისი 14, 2026
ბათუმში, 1900 წელს აგებული შენობის რეკონსტრუქციისთვის მშენებლობის ნებართვა გაიცა _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმში, 1900 წელს აგებული შენობის რეკონსტრუქციისთვის მშენებლობის ნებართვა გაიცა

ივლისი 14, 2026
ბათუმში, კორპუსში ხანძრის შედეგად ბინა დაიწვა _AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმში, კორპუსში ხანძრის შედეგად ბინა დაიწვა

ივლისი 14, 2026
ბათუმში, ბინაში გაზის ბალონი აფეთქდა – ერთი ადამიანი დაშავდა _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში, ბინაში გაზის ბალონი აფეთქდა – ერთი ადამიანი დაშავდა

ივლისი 14, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 4
  • სპორტი

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივლისი 14, 2026
„დინამო ბათუმმა“ ნოდარ ყალიჩავა დაიმატა _AJARATIMES.GE 5
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ ნოდარ ყალიჩავა დაიმატა

ივლისი 14, 2026

სიახლეების კალენდარი

ივლისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« ივნ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.