Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • სპორტი

“ქობულეთის შუქურა” მაფიოზურ კლანურ მმართველობას შეეწირა – ენმ

სულხან მესხიძე მარტი 1, 2024
chele arena_ajaratimes.ge

“ქართული ოცნების” ხელისუფლებამ ქობულეთში სპორტი მოკლა, ამის შესახებ ბრიფინგზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა განაცხადა. ბონდო თედორაძეს ამის მაგალითად საფეხბურთო კლუბში შექმნილი ვითარება მოჰყავს. მისი თქმით, დღეს, ქალაქს გუნდი აღარ გააჩნია, რომელიც მიღწევებით გამოირჩეოდა.

ბონდო თედორაძე ქობულეთის მერის პასუხისმგებლობაზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ ლევან ზოიძემ გუნდისა და კლუბის შენარჩუნება ვერ შეძლო, უფრო მეტიც, მისი პოლიტიკის სპორტული ცხოვრება განადგურებულია.

“სამწუხაროდ, “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ და დღევანდელმა ადგილობრივმა მმართველებმა, ქობულეთს ფეხბურთი წაართვეს, რაც უდიდესი ტკივილი და პრობლემაა როგორც ქალაქისთვის, ისე მომავალი თაობისთვის. სად არის დღეს ქობულეთის შუქურა? გუნდი, ქართულ მაფიოზურ კლანური მმართველობის გამო, უმაღლესი ლიგიდან გავარდა და დღეს საკითხავია, მეოთხე ლიგას ითამაშებს თუ არა.

გუნდსაც და შესაბამისად, ბავშვთა ფეხბურთსაც დაახლოებით 10 წლიანი ვარდნა ექნება, რომელთაც შუქურას უმაღლესი და მეორე ლიგიდან დაქვეითება უდიდეს ტვირთად დააწვათ, რადგან შეწყდება ახალგაზრდების დაფინანსება და ისე როგორც 90-იან წლებში, მშობლებს ტრანსპორტირებისთვის, კვებისთვის და ტურნირებში მონაწილეობისთვის ფულის შეკრება მოუწევთ.

საინტერესოა, რას ფიქრობს მერი ლევან ზოიძე, რომლის მმართველობის დროსაც მოისპო ფეხბურთი ქობულეთში? მას ამის საწინააღმდეგოდ და ადგილობრივთა სასარგებლოდ არაფერი გაუკეთებია, მაშინ, როდესაც წინა ხელისუფლებისგან რეაბილიტირებული სტადიონი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა ერგოთ, დღეს სად არიან და რას აკეთებენ? რა პოზიცია აქვთ და რა პასუხი ადგილობრივი ახალგაზრდების წინაშე,” – განაცხადა ბრიფინგზე ბონდო თედორაძემ. 

ინფორმაციისთვის: გუშინ, “აჭარა თაიმსი” წერდა, რომ შესაძლოა საფეეხბურთო კლუბ “ქობულეთის შუქურას” საქმიანობით აუდიტის სამსახური დაინტერესდეს. მასალას ვრცლად წაიკითხავთ ბმულზე.

Post navigation

Previous: ბათუმში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, ისინი კლინიკაში მოათავსეს
Next: შრომის ბაზარზე არსებული გამოწვევები და პერსპექტივები – რა მიგნებები გამოიკვეთა აჭარაში ჩატარებული კვლევის შედეგად

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმისა“ და „გაგრას“ მატჩი ფრედ დასრულდა

აჭარა თაიმსი აგვისტო 9, 2026
_AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ ყიფიანის თასის 1/4-ფინალშია

აჭარა თაიმსი აგვისტო 2, 2026
_AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ საქართველოს თასზე „ორბი“ დაამარცხა

აჭარა თაიმსი ივლისი 26, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში ახალგაზრდა ქალი კორპუსიდან ჩამოვარდა და დაიღუპა policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ახალგაზრდა ქალი კორპუსიდან ჩამოვარდა და დაიღუპა

აგვისტო 11, 2026
ქობულეთის ბულვარში ავტომობილებით მოძრაობენ – მოქალაქეები უსაფრთხოების პრობლემაზე საუბრობენ _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთის ბულვარში ავტომობილებით მოძრაობენ – მოქალაქეები უსაფრთხოების პრობლემაზე საუბრობენ

აგვისტო 11, 2026
ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი ბათუმში დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი ბათუმში დააკავეს

აგვისტო 11, 2026
კობა ფარტენაძის საქმეზე ბათუმში ძალადობისა და მუქარის ბრალდებით 2 პირი დააკავეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

კობა ფარტენაძის საქმეზე ბათუმში ძალადობისა და მუქარის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

აგვისტო 11, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 10, 2026
უსახლკარო მარტოხელა დედა გონიოში მიტოვებულ შენობაში თვითნებურად შესახლდა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

უსახლკარო მარტოხელა დედა გონიოში მიტოვებულ შენობაში თვითნებურად შესახლდა

აგვისტო 10, 2026
ბათუმში ახალგაზრდა ქალი კორპუსიდან ჩამოვარდა და დაიღუპა policia_AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმში ახალგაზრდა ქალი კორპუსიდან ჩამოვარდა და დაიღუპა

აგვისტო 11, 2026
ქობულეთის ბულვარში ავტომობილებით მოძრაობენ – მოქალაქეები უსაფრთხოების პრობლემაზე საუბრობენ _AJARATIMES.GE 2
  • ქობულეთი

ქობულეთის ბულვარში ავტომობილებით მოძრაობენ – მოქალაქეები უსაფრთხოების პრობლემაზე საუბრობენ

აგვისტო 11, 2026
ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი ბათუმში დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი ბათუმში დააკავეს

აგვისტო 11, 2026
კობა ფარტენაძის საქმეზე ბათუმში ძალადობისა და მუქარის ბრალდებით 2 პირი დააკავეს _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

კობა ფარტენაძის საქმეზე ბათუმში ძალადობისა და მუქარის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

აგვისტო 11, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 10, 2026

სიახლეების კალენდარი

აგვისტო 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« ივლ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.