Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

შრომის ბაზარზე არსებული გამოწვევები და პერსპექტივები – რა მიგნებები გამოიკვეთა აჭარაში ჩატარებული კვლევის შედეგად

სულხან მესხიძე მარტი 1, 2024
shomis bazris gamowvevebi_ajaratimes.ge

შრომის ბაზარზე არსებული გამოწვევებისა და პერსპექტივების იდენტიფიცირების მიზნით “საორსამ” ISET-ის კვლევით ინსტიტუტთან თანამშრომლობით პოლიტიკის დოკუმენტი შეიმუშავა. პროექტის ფარგლებში აჭარაში სტუდენტები გამოკითხეს, ასევე, მათი საჭიროებები შეისწავლეს. კვლევის მიგნებები დღეს, სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებს გააცნეს.

დაბალი ანაზღაურება, შრომისთვის შეუსაბამო პირობები, საკონსულტაციო ცენტრების არარსებობა და პროფესიების შერჩევისას დამოუკიდებლობის არქონა – ეს იმ საკითხების ჩამონათვალია, რაზეც სტუდენტებმაგამოკითხვისას გაამახვილეს ყურადღება.

“ჩვენ მოვიკვლიეთ აჭარაში სტუდენტებს რა ტიპის გამოწვევები აქვთ. გამოკთხვით ირკვევა, რომ ახალგაზრდებს არ აქვთ კარიერული ცენტრების მომსახურების მიღებისა და კარიერული კონსულტაციების შესაძლებლობა, რომელიც ხელისშემშლელი ფაქტორია მათთვის. გამოკითხვისას ასევე, გამოიკვეთა რომ უმეტეს მათგანს პროფესია დამოუკიდებლად არ აურჩევია, რაც შემდგომში რიგ პრობლემებს იწვევს. პრობლემაა სტაჟირების პროგრამების სიმცირე, დაბალი ანაზღაურება და არარეალური შრომის მოთხოვნები,” – აღნიშნა “აჭარა თაიმსთან” საუბრისას ლანა სიხარულიძემ, რომელიც “საორსას” კვლევის სპეციალისტია.

შეხვედრისას მხარეებმა შრომის ბაზარზე არსებული გამოწვევებისა და პერსპექტივების საერთაშორისო გამოცდილებაზეც ისაუბრეს, რის საფუძველზეც შემუშავებულია შესაბამისი რეკომენდაციები.

“ჩვენ გამოვკითხეთ ასი სტუდენტი. ახალგაზრდებმა იმ საჭიროებებზე გაამახვილეს ყურადღება, რაც მათთვის მნიშვნელოვანია. ირკვევა, რომ ძალიან ბევრი მიმართულებით გვაქვს გამოწვევა. გამოკითხულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ანაზღაურება არის დაბალი, როგორც კერძო, ასევე, საჯარო სამსახურში. სტუდენტები იმაზეც ამახვილებენ ყურადღებას რომ დამსაქმებლების მოთხოვნები არარეალისტურია. ზოგიერთი მათგანის აზრით, კი კარიერული ზრდის შესაძლებლობების დეფიციტია. უნდა ითქვას ისიც, რომ სტუდენტების ცნობიერებაც ასამაღლებელია, მათ შრომითი კანონდებლობის მოთხოვნებზე ინფორმაცია არ გააჩნიათ. ხშირ შემთხვევაში არ იციან რა უფლებები აქვთ,” – აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ISET-ის წამყვანმა ეკონომისტმა, სალომე გელაშვილმა.

Post navigation

Previous: “ქობულეთის შუქურა” მაფიოზურ კლანურ მმართველობას შეეწირა – ენმ
Next: აჭარის საარქივო სამმართველო 101 წლისაა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ახალგაზრდა ქალი კორპუსიდან ჩამოვარდა და დაიღუპა

აჭარა თაიმსი აგვისტო 11, 2026
dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი ბათუმში დააკავეს

აჭარა თაიმსი აგვისტო 11, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

კობა ფარტენაძის საქმეზე ბათუმში ძალადობისა და მუქარის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

აჭარა თაიმსი აგვისტო 11, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

7 სოფელი ბუნებრივი აირის გარეშე – მოსახლეობა გაზიფიცირების დაწყებას ელოდება sofeli_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

7 სოფელი ბუნებრივი აირის გარეშე – მოსახლეობა გაზიფიცირების დაწყებას ელოდება

აგვისტო 11, 2026
17 ქართველი სამხედრო, რომელთა გმირობაც ისტორიას დარჩა shindisis gmirebi, omi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

17 ქართველი სამხედრო, რომელთა გმირობაც ისტორიას დარჩა

აგვისტო 11, 2026
ახალბედა მძღოლებისთვის გამოსაცდელი პერიოდი დაწესდება – რას ითვალისწინებს ახალი სტრატეგია manqana_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ახალბედა მძღოლებისთვის გამოსაცდელი პერიოდი დაწესდება – რას ითვალისწინებს ახალი სტრატეგია

აგვისტო 11, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 11, 2026
ბათუმში ახალგაზრდა ქალი კორპუსიდან ჩამოვარდა და დაიღუპა policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ახალგაზრდა ქალი კორპუსიდან ჩამოვარდა და დაიღუპა

აგვისტო 11, 2026
ქობულეთის ბულვარში ავტომობილებით მოძრაობენ – მოქალაქეები უსაფრთხოების პრობლემაზე საუბრობენ _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთის ბულვარში ავტომობილებით მოძრაობენ – მოქალაქეები უსაფრთხოების პრობლემაზე საუბრობენ

აგვისტო 11, 2026
7 სოფელი ბუნებრივი აირის გარეშე – მოსახლეობა გაზიფიცირების დაწყებას ელოდება sofeli_AJARATIMES.GE 1
  • ხელვაჩაური

7 სოფელი ბუნებრივი აირის გარეშე – მოსახლეობა გაზიფიცირების დაწყებას ელოდება

აგვისტო 11, 2026
17 ქართველი სამხედრო, რომელთა გმირობაც ისტორიას დარჩა shindisis gmirebi, omi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

17 ქართველი სამხედრო, რომელთა გმირობაც ისტორიას დარჩა

აგვისტო 11, 2026
ახალბედა მძღოლებისთვის გამოსაცდელი პერიოდი დაწესდება – რას ითვალისწინებს ახალი სტრატეგია manqana_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

ახალბედა მძღოლებისთვის გამოსაცდელი პერიოდი დაწესდება – რას ითვალისწინებს ახალი სტრატეგია

აგვისტო 11, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 11, 2026
ბათუმში ახალგაზრდა ქალი კორპუსიდან ჩამოვარდა და დაიღუპა policia_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში ახალგაზრდა ქალი კორპუსიდან ჩამოვარდა და დაიღუპა

აგვისტო 11, 2026

სიახლეების კალენდარი

აგვისტო 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« ივლ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.