Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ქობულეთი

ქობულეთში ქარსაცავი ზოლი სპეციალისტის რეკომენდაციის გარეშე გაჩეხეს

სულხან მესხიძე იანვარი 21, 2024
mochrili xeebi_ajaratimes.ge

AJARATIMES.GE-ის ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ქარსაცავი ზოლის გაჩეხვა გრძელდება. ამ ეტაპზე ფიჭვებსა და მუხებს წმინდა კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიისა და ტაძრის ტერიტორიაზე, სპეციალისტის რეკომენდაციის გარეშე ჭრიან.

“აჭარა თაიმსს” ადგილობრივები უყვებიან, რომ მოჭრილია 20-ზე მეტი ჯანსაღი ხე და პროცესი ისევ გრძელდება. ირკვევა, რომ სკოლის ადმინისტრაცია ხეებს მუნიციპალიტეტის მერიის ნებართვის საფუძველზე ჭრის.

საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციაში AJARATIMES.GE-ის განუცხადეს, რომ ქარსაცავი ზოლის გაჩეხვის გადაწყვეტილება უსაფრთხოების დაცვის მიზნით მიიღეს. დაწესებულების დირექტორის მოადგილემ, ვახტან ქობულაძემ დაგვიდასტურა, რომ უკვე მოჭრილია 20-ზე მეტი ხე.

– მუნიციპალიტეტის მერიისგან მივიღეთ ნებართვა. 20-ზე მეტი ფიჭვი მოვჭერით უსაფრთხოებიდან გამომდინარე.

– უსაფრთხოებაში რას გულისხმობთ?

– ქარის დროს რამდენიმე ხე წაიქცა, ამიტომ შემდგომში რისკების თავიდან აცილების მიზნით ვჭრით ხეებს.

– ჯანსაღი ხეები რის საფუძველზე გაჩეხეთ, სპეციალისტის დასკვნა გქონდათ?

– არა, სპეციალისტი არ ჩაგვირთვია პროცესში. მაგას სპეციალისტი არ სჭირდებოდა, ისედაც აშკარა იყო. გამოცდილ ხალხს ვკითხეთ და გვითხრეს, რომ ნიადაგი ვერ გაუძლებდა ამ სიმძიმეს. სკოლის ტეროტორიაა და ბავშვები რომ არ დაშავდნენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ.

– რას აპირებთ ახლა ამ ტერიტორიაზე, ისევ გაამწვანებთ?

– იდეის დონეზე გვაქვს პროექტი, გასართობი სივრცე უნდა შევქმნათ, ბამბუკებს დავრგავთ და სხვადასხვა მცენარეს.

– ფიჭვების ნაცვლად ბამბუკებს?

– სხვადასხვა ბუჩქიც იქნება.

რატომ გაიცა ხეების მოჭრის ნებართვა სპეციალისტის რეკომენდაციის გარეშე კითხვა უპასუხოდ რჩება. მერიაშიც გადაწყვეტილებას ბავშვების უსაფრთხოებით ხსნიან. 

“ხეები საფრთხის შემცვლელი იყო ბავშვებისთვის. სწორედ ამიტომ გაიცა ნებართვა. გასულ წელს ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა აღნიშნულ ტერიტორიაზე, ხის მოტეხვის ფაქტს,” – განუცხადეს AJARATIMES.GE-ის ქობულეთის მერიაში.

ინფორმაციისთვის: ქობულეთის სანაპირო ზოლში მრავალწლიანი ფიჭვების გაჩეხვის ეს პირველი შემთხვევა არაა. მუნიციპალიტეტში ინვესტიციებს ასეულობით ხე ეწირება.

Post navigation

Previous: დაპირისპირება ქედაში – დაჭრილია 1 პირი
Next: ბათუმის მოლებიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

mandarini, citrusi_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

მანდარინის სეზონი გამოწვევებით – ფერმერებს მოსავლის აღება უძვირდებათ

ლევან ურიდია ნოემბერი 15, 2026
_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში საცხოვრებელი სახლის მეორე სართული დაიწვა

ლევან ურიდია ნოემბერი 14, 2026
_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

ლევან ურიდია ნოემბერი 14, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

მანდარინის სეზონი გამოწვევებით – ფერმერებს მოსავლის აღება უძვირდებათ mandarini, citrusi_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

მანდარინის სეზონი გამოწვევებით – ფერმერებს მოსავლის აღება უძვირდებათ

ნოემბერი 15, 2026
„განდაგანა“ აჭარის ბიუჯეტს 738 567 ლარი უჯდება – ჭამა-სმა და გართობა ქართული სიმღერების თანხლებით gandagana festivaliAJARATIMES.GE
  • ბათუმი

„განდაგანა“ აჭარის ბიუჯეტს 738 567 ლარი უჯდება – ჭამა-სმა და გართობა ქართული სიმღერების თანხლებით

ნოემბერი 15, 2026
ბათუმში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ნოემბერი 14, 2026
ქობულეთში საცხოვრებელი სახლის მეორე სართული დაიწვა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში საცხოვრებელი სახლის მეორე სართული დაიწვა

ნოემბერი 14, 2026
ქობულეთში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

ნოემბერი 14, 2026
მხარეებს შორის კამათი და მწვავე კითხვები – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება _AJARATIMES.GE
  • საქართველო

მხარეებს შორის კამათი და მწვავე კითხვები – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება

ნოემბერი 13, 2026
მანდარინის სეზონი გამოწვევებით – ფერმერებს მოსავლის აღება უძვირდებათ mandarini, citrusi_AJARATIMES.GE 1
  • ქობულეთი

მანდარინის სეზონი გამოწვევებით – ფერმერებს მოსავლის აღება უძვირდებათ

ნოემბერი 15, 2026
„განდაგანა“ აჭარის ბიუჯეტს 738 567 ლარი უჯდება – ჭამა-სმა და გართობა ქართული სიმღერების თანხლებით gandagana festivaliAJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

„განდაგანა“ აჭარის ბიუჯეტს 738 567 ლარი უჯდება – ჭამა-სმა და გართობა ქართული სიმღერების თანხლებით

ნოემბერი 15, 2026
ბათუმში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს policia_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ნოემბერი 14, 2026
ქობულეთში საცხოვრებელი სახლის მეორე სართული დაიწვა _AJARATIMES.GE 4
  • ქობულეთი

ქობულეთში საცხოვრებელი სახლის მეორე სართული დაიწვა

ნოემბერი 14, 2026
ქობულეთში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა _AJARATIMES.GE 5
  • ქობულეთი

ქობულეთში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

ნოემბერი 14, 2026

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« ოქტ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.