Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 26 პირი დავაკავეთ – შსს

აჭარა თაიმსი თებერვალი 7, 2025
dakaveba_ajaratimes.ge

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, იმერეთსა და სამეგრელოში 26 პირი დააკავეს, ხოლო ოთხ პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, აქედან სამი „კანონიერი ქურდია“. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„„ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე დაკავებული არიან: – წარსულში ნასამართლევი, 1982 წელს დაბადებული ლ.ჩ., 1967 წელს დაბადებული მ.პ. (მეტსახელად „პაჭო“), 1987 წელს დაბადებული ზ.მ. და წარსულში ნასამართლევი პირები: 1981 წელს დაბადებული დ.კ. (მეტსახელად „მესტო“), 1980 წელს დაბადებული ვ.ბ. (მეტსახელად „კოჭო“), ხოლო ერთ პირს – 1985 წელს დაბადებულ რ.მ.-ს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

„ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის ფაქტზე დაკავებული არიან: 1977 წელს დაბადებული მ.გ., მეტსახელად „კარატე“, 1985 წელს დაბადებული გ.ჩ., 2001 წელს დაბადებული ბ.ს., 1970 წელს დაბადებული მ.უ., მეტსახელად „ბუძგა“, ასევე, წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევები: 1968 წელს დაბადებული გ.ა., მეტსახელად „ტეკია“, 1967 წელს დაბადებული გ.ს., 2001 წელს დაბადებული ა.კ., 2001 წელს დაბადებული ს.ბ., 1963 წელს დაბადებული გ.გ., 1974 წელს დაბადებული მ.მ. და 1979 წელს დაბადებული ზ.ბ.

„ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე დაკავებული არიან: 1997 წელს დაბადებული ს.გ., 1995 წელს დაბადებული მ.ქ. და წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევები: 1974 წელს დაბადებული ს.ქ., 1980 წელს დაბადებული კ.ჩ., 1997 წელს დაბადებული ი.ბ. და 1989 წელს დაბადებული რ.გ.

„ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით დაკავებული არიან წარსულში ნასამართლევი პირები: 1985 წელს დაბადებული ს.ს., 1978 წელს დაბადებული კ.ჩ. და 1986 წელს დაბადებული შ.ვ.

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებულია წარსულში ნასამართლევი, 1991 წელს დაბადებული ქ.დ.

„კანონიერი ქურდობის“ ფაქტზე ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ ამჟამად საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ: 1977 წელს დაბადებულ ჯეირან კინწურაშვილს, 1987 წელს დაბადებულ კაკო ტუღუშს, მეტსახელად „ენცო“ და 1976 წელს დაბადებულ მამუკა ჩხაბერიძეს, მეტსახელად „მამუკა ხონსკი““, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველების მიერ მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენიმე თვის განმავლობაში განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებული „ქურდული სამყაროს“ წევრები და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერები მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებაში იყვნენ ჩართული. ბრალდებულები პირადი სარგებლის მიღების მიზნით საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ და „ქურდულ გარჩევებს“ აწყობდნენ.

გამოძიების მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ბრალდებულები, ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად, გადაწყვეტილებებს იღებდნენ და ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის, ასევე, თავიანთ სასარგებლოდ თანხის გადახდას აკისრებდნენ.

პოლიციამ ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ, ასევე ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღები, მჭიდები, ვაზნები და ნარკოტიკული საშუალება “მარიხუანა”.

„კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, 223-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილით, 223-ე სეკუნდა მუხლით, 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით და 236-ე მუხლით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Post navigation

Previous: უსახლკაროების აქცია ბათუმის მერიასთან
Next: საქართველოში მშენებლობა გაძვირდა – საქსტატი

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

gonios poligoni_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონი – „ქართული ოცნების“ საინვესტიციო დაპირებები, გაურკვეველი შეთანხმება და გარემოსდაცვითი რისკი

აჭარა თაიმსი ნოემბერი 13, 2026
bsu_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

„მხოლოდ საჯარო სივრცეში გავრცელებული ინფორმაცია საკმარისი არ არის“ – ბსუ-ს პასუხი სავარაუდო შევიწროების საქმეზე

აჭარა თაიმსი ნოემბერი 12, 2026
policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში 2 კილოგრამი მეთადონის ამოღების შედეგად უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 12, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

მხარეებს შორის კამათი და მწვავე კითხვები – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება _AJARATIMES.GE
  • საქართველო

მხარეებს შორის კამათი და მწვავე კითხვები – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება

ნოემბერი 13, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 16 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 16 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 13, 2026
გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონი – „ქართული ოცნების“ საინვესტიციო დაპირებები, გაურკვეველი შეთანხმება და გარემოსდაცვითი რისკი gonios poligoni_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონი – „ქართული ოცნების“ საინვესტიციო დაპირებები, გაურკვეველი შეთანხმება და გარემოსდაცვითი რისკი

ნოემბერი 13, 2026
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე სასამართლოში ურთიერთბრალდებები და მწვავე დისკუსია გრძელდება sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე სასამართლოში ურთიერთბრალდებები და მწვავე დისკუსია გრძელდება

ნოემბერი 12, 2026
Wendy’s საქართველოში 13 წლისაა att.vVTHTtcXw67nVxHz_Zhh-6GV_c0HB-A_g1UD2LQdhv8
  • რეკლამა

Wendy’s საქართველოში 13 წლისაა

ნოემბერი 12, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi.eleqtroenergia_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 12, 2026
მხარეებს შორის კამათი და მწვავე კითხვები – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება _AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

მხარეებს შორის კამათი და მწვავე კითხვები – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება

ნოემბერი 13, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 16 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 16 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 13, 2026
გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონი – „ქართული ოცნების“ საინვესტიციო დაპირებები, გაურკვეველი შეთანხმება და გარემოსდაცვითი რისკი gonios poligoni_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონი – „ქართული ოცნების“ საინვესტიციო დაპირებები, გაურკვეველი შეთანხმება და გარემოსდაცვითი რისკი

ნოემბერი 13, 2026
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე სასამართლოში ურთიერთბრალდებები და მწვავე დისკუსია გრძელდება sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე სასამართლოში ურთიერთბრალდებები და მწვავე დისკუსია გრძელდება

ნოემბერი 12, 2026
Wendy’s საქართველოში 13 წლისაა att.vVTHTtcXw67nVxHz_Zhh-6GV_c0HB-A_g1UD2LQdhv8 5
  • რეკლამა

Wendy’s საქართველოში 13 წლისაა

ნოემბერი 12, 2026

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« ოქტ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.