Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ძველ ბათუმში დანგრეული შენობის ადგილზე კაფე მოაწყვეს – მფლობელები ნებართვას ელოდებიან

აჭარა თაიმსი სექტემბერი 11, 2026
_AJARATIMES.GE

„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ძველი ბათუმის ტერიტორიაზე, გამსახურდიასა და კოსტავას ქუჩების გზაჯვარედინთან, დანგრეული შენობის ადგილზე კაფე მოაწყვეს. ობიექტი ღია სივრცეშია განთავსებული, ტერიტორია კი სამშენებლო ლითონის კონსტრუქციითაა შემოსაზღვრული.

ადგილზე ეკონომიკური საქმიანობა იმ ტერიტორიაზე მიმდინარეობს, სადაც საცხოვრებელი შენობა იდგა. შენობის პირველ სართულზე გარკვეულ ფართებს ბათუმის მერია ფლობდა. ნაგებობა წლების წინ ხანძრისას დაზიანდა, გასულ წელს კი, თოვლის შედეგად, სრულად ჩამოინგრა.

„აჭარა თაიმსმა“ ბათუმის მერიას მიმართა კითხვით, ვინ დაიწყო დანგრეული შენობის ადგილზე ეკონომიკური საქმიანობა და ჰქონდა თუ არა კაფეს მოწყობას შესაბამისი ნებართვა.

ვიდრე უწყებიდან პასუხს მივიღებდით, „აჭარა თაიმსს“ რამდენიმე პირი დაუკავშირდა და განაცხადა, რომ კაფე სწორედ მათ უკუთვნით. მათი თქმით, ობიექტის მოწყობის ნებართვას ელოდებიან.

პირად საუბარში განმარტეს, რომ ტერიტორია სამშენებლო ნარჩენებისგან თავად გაათავისუფლეს და მანამდე მიტოვებული სივრცე, სადაც, მათი თქმით, მღრღნელებისა და ქვეწარმავლების ბუდეები იყო, კაფედ მოაწყვეს.

პირად საუბარში მათ ასევე გვითხრეს, რომ ნებართვის მიღების პროცესს ერთ-ერთი მეზობლის თანხმობა აფერხებს. მათი მტკიცებით, შესაბამისი პირი უცხოეთში იმყოფება და მისგან ხელწერილის მიღება ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

ბათუმის მერიის პასუხის მოლოდინში „აჭარა თაიმსში“ დამატებით არაერთი სატელეფონო ზარი განხორციელდა. საუბრის შინაარსიდან რჩებოდა აღქმა, რომ გარკვეულ პირებს სურდათ, აღნიშნულ საკითხზე მასალა არ მოგვემზადებინა და რომ ეს თემა „უმნიშვნელო იყო“. ხაზგასმით იყო საუბარი კაფის მფლობელების პროევროპულ შეხედულებებსა და მათ წარსულ საქმიანობაზე, რომელიც, მათი თქმით, ქალაქში „დადებითად ფასდება“. ცხადია, „აჭარა თაიმსმა“ აღნიშნული მითითებები არ გაითვალისწინა და საკითხის შესწავლა გააგრძელა.

მოგვიანებით ბათუმის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაგვიდასტურეს, რომ ობიექტი ამ ეტაპზე შესაბამისი ნებართვის გარეშე ფუნქციონირებს.

„აღნიშნულ ობიექტთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტში დროებითი ფუნქციონირების საკითხზე შესაბამისი მიმართვაა წარმოდგენილი. ამ ეტაპზე საკითხი განიხილება შესაბამისი პროცედურების ფარგლებში. შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ დამატებით გადამოწმებას და საჭიროების შემთხვევაში განხორციელდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები“, – მოგვწერეს ბათუმის მერიიდან.

მერიისგან დამატებით ინფორმაციას რამდენიმე დღის განმავლობაში ველოდებოდით, თუმცა უწყებას ობიექტის შემოწმების შედეგებთან დაკავშირებით პასუხი აღარ მოუწოდებია.

Post navigation

Previous: მიუსაფარი ცხოველების პრობლემა ქობულეთში – მოსახლეობა თავშესაფარსა და 24-საათიან ვეტკლინიკას ითხოვს
Next: ბათუმში სიმაღლიდან ადამიანი ჩამოვარდა და დაიღუპა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

batumi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

სექტემბერში ბათუმში გაყიდული ბინების 48% უცხოელებმა შეიძინეს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 25, 2026
gmirta xeivani_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

გმირთა ხეივანში, ხიდის ქვეშ კომერციული ობიექტების უმეტესობა არ გახსნილა, მოიჯარეებისთვის შეღავათებს განიხილავენ

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 23, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, 50-ზე მეტ ოჯახს მესამე დღეა წყალი არ მიეწოდება

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 22, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

სახელმწიფო საწარმოებმა 2024 წელს 527 მილიონი ლარი იზარალეს – მართვის სისტემაში ხარვეზებია – აუდიტი saqartvelo_AJARATIMES.GE
  • საქართველო

სახელმწიფო საწარმოებმა 2024 წელს 527 მილიონი ლარი იზარალეს – მართვის სისტემაში ხარვეზებია – აუდიტი

ოქტომბერი 27, 2026
საქართველოს რკინიგზაში 3 832 კგ საწვავის დანაკლისი აუნაზღაურებელი დარჩა – აუდიტი matarebeli_AJARATIMES.GE
  • საქართველო

საქართველოს რკინიგზაში 3 832 კგ საწვავის დანაკლისი აუნაზღაურებელი დარჩა – აუდიტი

ოქტომბერი 27, 2026
„საქართველოს ფოსტაში“ 123 თანამშრომლის სამუშაო დრო არ აღირიცხებოდა, ერთ თანამშრომელს ორ წელში მხოლოდ 5 დღე უფიქსირდება saqartvelos fosta_AJARATIMES.GE
  • საქართველო

„საქართველოს ფოსტაში“ 123 თანამშრომლის სამუშაო დრო არ აღირიცხებოდა, ერთ თანამშრომელს ორ წელში მხოლოდ 5 დღე უფიქსირდება

ოქტომბერი 27, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 28 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 28 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 27, 2026
პოლიტიკური ბრალდებები, სასამართლოს გაფრთხილება და ურთიერთუნდობლობა – ხუთი პარტიის აკრძალვის საქმეზე მოსმენა გრძელდება sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE
  • საქართველო

პოლიტიკური ბრალდებები, სასამართლოს გაფრთხილება და ურთიერთუნდობლობა – ხუთი პარტიის აკრძალვის საქმეზე მოსმენა გრძელდება

ოქტომბერი 26, 2026
ქობულეთში ოთხი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია იგეგმება – მშობლების ნაწილი დროებითი ალტერნატიული სივრცეების გამო უკმაყოფილოა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში ოთხი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია იგეგმება – მშობლების ნაწილი დროებითი ალტერნატიული სივრცეების გამო უკმაყოფილოა

ოქტომბერი 26, 2026
სახელმწიფო საწარმოებმა 2024 წელს 527 მილიონი ლარი იზარალეს – მართვის სისტემაში ხარვეზებია – აუდიტი saqartvelo_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

სახელმწიფო საწარმოებმა 2024 წელს 527 მილიონი ლარი იზარალეს – მართვის სისტემაში ხარვეზებია – აუდიტი

ოქტომბერი 27, 2026
საქართველოს რკინიგზაში 3 832 კგ საწვავის დანაკლისი აუნაზღაურებელი დარჩა – აუდიტი matarebeli_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

საქართველოს რკინიგზაში 3 832 კგ საწვავის დანაკლისი აუნაზღაურებელი დარჩა – აუდიტი

ოქტომბერი 27, 2026
„საქართველოს ფოსტაში“ 123 თანამშრომლის სამუშაო დრო არ აღირიცხებოდა, ერთ თანამშრომელს ორ წელში მხოლოდ 5 დღე უფიქსირდება saqartvelos fosta_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

„საქართველოს ფოსტაში“ 123 თანამშრომლის სამუშაო დრო არ აღირიცხებოდა, ერთ თანამშრომელს ორ წელში მხოლოდ 5 დღე უფიქსირდება

ოქტომბერი 27, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 28 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 28 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 27, 2026
პოლიტიკური ბრალდებები, სასამართლოს გაფრთხილება და ურთიერთუნდობლობა – ხუთი პარტიის აკრძალვის საქმეზე მოსმენა გრძელდება sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

პოლიტიკური ბრალდებები, სასამართლოს გაფრთხილება და ურთიერთუნდობლობა – ხუთი პარტიის აკრძალვის საქმეზე მოსმენა გრძელდება

ოქტომბერი 26, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.