Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ქობულეთი

მიუსაფარი ცხოველების პრობლემა ქობულეთში – მოსახლეობა თავშესაფარსა და 24-საათიან ვეტკლინიკას ითხოვს

აჭარა თაიმსი სექტემბერი 11, 2026
miusafari cxovelebi_AJARATIMES.GE

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ქუჩებში მიუსაფარი და სხვადასხვა ტრავმის შედეგად დაზარალებული ცხოველების ნახვა ხშირად არის შესაძლებელი. ადგილობრივები და დამსვენებლები იმ აუცილებელი სერვისების ხელმისაწვდომობაზე საუბრობენ, რომლებიც მიუსაფარ ცხოველებს სჭირდებათ და ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში არ არსებობს.

ადგილობრივები და დამსვენებლები განსაკუთრებით მუნიციპალური თავშესაფრის არარსებობაზე საუბრობენ. მათი შეფასებით, პრობლემის მოგვარება ქობულეთის ადგილობრივი თვითმმართველობის პასუხისმგებლობაა და ამ საკითხზე მუნიციპალიტეტის მხრიდან გაცემულ დაპირებებსაც იხსენებენ.

„როგორც ძაღლის მფლობელი, გეტყვით, რომ სასურველია თავშესაფრის არსებობა, რადგან ბევრი ძაღლი, რომელიც დღეს ქობულეთშია, ძირითადად ქუჩებსა და ზღვის სანაპიროზეა თავმოყრილი და არ არის რეგისტრირებული. როდესაც ძაღლი რეგისტრირებულია და შესაბამისი იდენტიფიკაცია აქვს, ეს ნიშნავს, რომ ის ცოფზეა აცრილი, ჩატარებული აქვს კომპლექსური ვაქცინაცია და სხვადასხვა დაავადების გავრცელების რისკიც ნაკლებია. რაც შეეხება არარეგისტრირებულ ძაღლებს, საჭიროა მათი კონტროლი, რადგან ისინი ქუჩაში, პატრონის გარეშე იმყოფებიან.

ასეთი ძაღლები სათანადოდ ვერ იკვებებიან და ძირითადად კვების ობიექტებთან არიან თავმოყრილი, რაც გარკვეულ პრობლემებს ქმნის დამსვენებლებისთვისაც. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, მუნიციპალიტეტმა ჩვენი თხოვნა უნდა გაითვალისწინოს. ადგილობრივებსა და დამსვენებლებს რომ ჰკითხოთ, ორივე ჯგუფი ხედავს მუნიციპალური ცხოველთა თავშესაფრის არსებობის საჭიროებას. თუმცა ეს უნდა იყოს ისეთი თავშესაფარი, სადაც ცხოველებისთვის შესაბამისი და კარგი პირობები იქნება შექმნილი.

რაც შეეხება ცხოველების მხრიდან ადამიანების მიმართ აგრესიულ დამოკიდებულებას, ხშირ შემთხვევაში ადამიანები თავადაც არასწორად ვიქცევით ცხოველებთან მიმართებით. ადამიანს ცხოველზე მეტი ინტელექტი აქვს და, შესაბამისად, თავად უნდა მოვერიდოთ აგრესიულ ცხოველებს. ფეხის მოქნევა, ქვით ან ხელჯოხით მოგერიება არასწორია. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, ცხოველების მიმართ ლოიალურები ვიყოთ“, – ამბობს „აჭარა თაიმსთან“ საუბრისას ნატო ნოღაიდელი, ადგილობრივი.

პრობლემად რჩება ცხოველებისთვის პირველადი, გადაუდებელი დახმარების 24-საათიანი ვეტერინარული სერვისის არარსებობაც. განსაკუთრებით მწვავედ ეს საკითხი ტურისტულ სეზონზე დგას. ხშირად, საღამოს 6 საათის შემდეგ, ტრავმირებული ცხოველისთვის პირველადი დახმარების გაწევა ფაქტობრივად შეუძლებელია, რადგან კერძო ვეტერინარული კლინიკების ნაწილი ღამის საათებში არ მუშაობს. შედეგად, მძიმე მდგომარეობაში მყოფი ცხოველები შესაბამისი სერვისის არარსებობის გამო შესაძლოა დაიღუპონ.

ვეტერინარის შეფასებით, პრობლემის ერთ-ერთი გამოსავალი მუნიციპალიტეტის მიერ რომელიმე კლინიკასთან ხელშეკრულების გაფორმება იქნება, რათა საჭიროების შემთხვევაში ცხოველებისთვის პირველადი და გადაუდებელი დახმარების გაწევა დროულად იყოს შესაძლებელი.

ვეტერინარების თქმით, ძაღლებს ხშირად მანქანები ეჯახებიან, ზოგ შემთხვევაში კი ცხოველებს ადამიანები განზრახ აყენებენ დაზიანებებს. ასეთ დროს ცხოველის გადასარჩენად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირველადი დახმარების დროულად გაწევას.

„მე, როგორც ვეტერინარი, ვთვლი, რომ სადღეღამისო ვეტერინარული კლინიკის არსებობა აუცილებელია არა მხოლოდ ქობულეთისთვის, არამედ სხვა მუნიციპალიტეტებისთვისაც. 24-საათიანი კლინიკა ბათუმში არსებობს, თუმცა ისიც სეზონურად მუშაობს. სეზონი მთავრდება თუ არა, კლინიკა საღამოს 6-7 საათზე იკეტება. სხვა დროს, თუ ცხოველი დაზიანდა, მაგალითად, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, პირველადი დახმარების გაწევა საღამოს საათებში ვერ ხერხდება.

ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როდესაც დაურეკავთ და უთხოვიათ, ტრავმირებული ძაღლი კლინიკაში მიგვეყვანა, თუმცა, სამწუხაროდ, საღამოს საათებში, რადგან კლინიკა არ მუშაობს, ცხოველს ვერ ვემსახურებით. სისხლდენის დროს აუცილებელია მისი სწრაფად შეჩერება. თუ ეს ვერ მოხერხდა, შესაძლოა ძაღლმა დილამდე ვეღარ მიაღწიოს. ღია ჭრილობისა და სისხლდენის დროს პირველადი დახმარების დროულად გაწევა აუცილებელია.

გამოსავალს ვხედავ იმაში, რომ ყველა რეგიონში უნდა არსებობდეს ერთი სადღეღამისო ვეტერინარული კლინიკა, რომელიც იმუშავებს და პირველადი დახმარებას გაუწევს ტრავმირებულ ცხოველებს. ამ სერვისის არსებობაზე მუნიციპალიტეტმა უნდა იზრუნოს. მაგალითად, ტურისტული სეზონის განმავლობაში მინიმუმ სამ დღეში ერთხელ, ზოგჯერ კი კვირაში ერთხელ მაინც, შემოდის ზარი ტრავმირებული ძაღლის შესახებ და მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ. თუმცა საღამოს საათებში პირველადი გადაუდებელი დახმარების გაწევა ვერ ხდება“, – ამბობს დიმიტრი ბაქანიძე, ექიმი-ვეტერინარი.

მიუსაფარი ცხოველების რაოდენობის შემცირების ერთ-ერთ გზად სპეციალისტები ვაქცინაციის, სტერილიზაციისა და კასტრაციის პროგრამების ეფექტიანად განხორციელებასაც მიიჩნევენ. მათი შეფასებით, ამ მიმართულებით სისტემური მიდგომა ქუჩაში მყოფი ცხოველების პოპულაციის კონტროლს შეუწყობს ხელს.

პრობლემად რჩება თვითმმართველობის მიერ ყოველწლიურად ამ მიმართულებით გამოყოფილი თანხის რაოდენობა, კერძოდ, ადგილობრივების შეფასებით, არსებული რესურსი პრობლემის სრულად მოსაგვარებლად საკმარისი არ არის.

ასევე, საუბარია მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ მუდმივი მონიტორინგის სისტემის შემოღებაზე, რათა მუნიციპალიტეტმა ზუსტად იცოდეს, რამდენი მიუსაფარი ცხოველია ქუჩაში, რა მდგომარეობაში არიან ისინი და რა საჭიროებები არსებობს მათი მოვლისა და კონტროლის მიმართულებით.

ადგილობრივების თქმით, მიუსაფარი ცხოველების პრობლემა მხოლოდ თავშესაფრის მშენებლობით ვერ მოგვარდება და საჭიროა ერთიანი, მუდმივი სისტემა,ცხოველების აღრიცხვა, ვაქცინაცია, სტერილიზაცია-კასტრაცია, გადაუდებელი ვეტერინარული დახმარება და პოპულაციის მუდმივი მონიტორინგი.

დაკავშირებული თემები ⇓

ცხოველთა მოყვარულების საპროტესტო აქცია გრძელდება -ისინი უცხო ქვეყნის მოქალაქის დასჯასა და ქვეყნიდან გაძევებას ითხოვენ

ძაღლს პირში პიროტექნიკა ჩაუდეს – მიუსაფარის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საარჩევნო პროგრამები მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვის გარეშე

ქალს, რომელიც 150-მდე ძაღლზე ზრუნავს მერიამ თავშესაფრის დემონტაჟი მოსთხოვა

“კუპატას” სახელობის თავშესაფარი შესაძლოა ჩაქვში აღარ აშენდეს, უცნობია პროექტის დაწყების ვადებიც

ძაღლს პირში პიროტექნიკა ჩაუდეს – მიუსაფარის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

 

Post navigation

Previous: ბათუმში იარაღისა და ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს
Next: ძველ ბათუმში დანგრეული შენობის ადგილზე კაფე მოაწყვეს – მფლობელები ნებართვას ელოდებიან

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში 15-მდე სოფელში მეწყერი განვითარდა

აჭარა თაიმსი სექტემბერი 7, 2026
_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

მაშველების მიერ ზღვიდან ამოყვანილი კაცი გარდაიცვალა

აჭარა თაიმსი სექტემბერი 7, 2026
saxlis dazianeba_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში, სოფელ აჭში მეწყერი ჩამოწვა, საცხოვრებელი სახლის კედელი დაზიანდა

აჭარა თაიმსი სექტემბერი 1, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ძველ ბათუმში დანგრეული შენობის ადგილზე კაფე მოაწყვეს – მფლობელები ნებართვას ელოდებიან _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ძველ ბათუმში დანგრეული შენობის ადგილზე კაფე მოაწყვეს – მფლობელები ნებართვას ელოდებიან

სექტემბერი 11, 2026
მიუსაფარი ცხოველების პრობლემა ქობულეთში – მოსახლეობა თავშესაფარსა და 24-საათიან ვეტკლინიკას ითხოვს miusafari cxovelebi_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

მიუსაფარი ცხოველების პრობლემა ქობულეთში – მოსახლეობა თავშესაფარსა და 24-საათიან ვეტკლინიკას ითხოვს

სექტემბერი 11, 2026
ბათუმში იარაღისა და ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს dakaveba_ajaratimes.ge
  • ბათუმი

ბათუმში იარაღისა და ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

სექტემბერი 11, 2026
ბათუმში ემიგრანტს ბინის შეძენას დაჰპირდა და 16 300 ლარი მოტყუებით გამოსძალა – დაკავებულია ერთი პირი policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ემიგრანტს ბინის შეძენას დაჰპირდა და 16 300 ლარი მოტყუებით გამოსძალა – დაკავებულია ერთი პირი

სექტემბერი 11, 2026
ხულოში სარდაფში უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი ხე-ტყე აღმოაჩინეს xe tye_AJARATIMES.GE
  • ხულო

ხულოში სარდაფში უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი ხე-ტყე აღმოაჩინეს

სექტემბერი 10, 2026
გაყიდული აჭარა – როგორ ინაწილებენ უკონკურენტოდ რეგიონის ქონებას „ქართული ოცნების“ დონორები batumi, qalaqi, shenobebi_AJARATIMES.GE (1)
  • ბათუმი

გაყიდული აჭარა – როგორ ინაწილებენ უკონკურენტოდ რეგიონის ქონებას „ქართული ოცნების“ დონორები

სექტემბერი 10, 2026
ძველ ბათუმში დანგრეული შენობის ადგილზე კაფე მოაწყვეს – მფლობელები ნებართვას ელოდებიან _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ძველ ბათუმში დანგრეული შენობის ადგილზე კაფე მოაწყვეს – მფლობელები ნებართვას ელოდებიან

სექტემბერი 11, 2026
მიუსაფარი ცხოველების პრობლემა ქობულეთში – მოსახლეობა თავშესაფარსა და 24-საათიან ვეტკლინიკას ითხოვს miusafari cxovelebi_AJARATIMES.GE 2
  • ქობულეთი

მიუსაფარი ცხოველების პრობლემა ქობულეთში – მოსახლეობა თავშესაფარსა და 24-საათიან ვეტკლინიკას ითხოვს

სექტემბერი 11, 2026
ბათუმში იარაღისა და ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს dakaveba_ajaratimes.ge 3
  • ბათუმი

ბათუმში იარაღისა და ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

სექტემბერი 11, 2026
ბათუმში ემიგრანტს ბინის შეძენას დაჰპირდა და 16 300 ლარი მოტყუებით გამოსძალა – დაკავებულია ერთი პირი policia_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში ემიგრანტს ბინის შეძენას დაჰპირდა და 16 300 ლარი მოტყუებით გამოსძალა – დაკავებულია ერთი პირი

სექტემბერი 11, 2026
ხულოში სარდაფში უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი ხე-ტყე აღმოაჩინეს xe tye_AJARATIMES.GE 5
  • ხულო

ხულოში სარდაფში უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი ხე-ტყე აღმოაჩინეს

სექტემბერი 10, 2026

სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« აგვ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.