განახლება: დაიღუპა 3 ადამიანი, მათ შორის ბავშვიც.
ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარ მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამი კი მძიმედ დაშავდა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანია.
შეჯახება მსუბუქ ავტომობილსა და სატვირთო მანქანას შორის მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, შეჯახების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა მსუბუქ ავტომობილში მყოფი ერთ-ერთი მგზავრი. ორმა ზრდასრულმა და ერთმა ბავშვმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღეს და ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა ახლოს მდებარე კლინიკაში გადაიყვანეს.
მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
შეგახსენებთ, რომ ქობულეთის შემოვლითი გზაზე მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევები ხშირია.



