Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

13 მაისს, ბათუმში სტუდენტები გაიფიცებიან 

სულხან მესხიძე მაისი 12, 2024
aqcia_AJARATIMES.GE

ბსუ-ს სტუდენტთა ნაწილი 13 მაისისთვის გაფიცვას ანონსებს. ისინი სოციალურ ქსელში წერენ, რომ ხვალ აუდიტორიებში არ გამოცხადდებიან. ამ ფორმით ახალგაზრდები დედაქალაქში გაფიცულ სტუდენტებს სოლიდარობას უცხადებენ. გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას სტუდენტური მოძრაობა „მარტიანელები“ ავრცელებს.

“ჩვენ, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ვირჩევთ ილიას გზას და დღეიდან, 2024 წლის 12 მაისიდან ვემიჯნებით სასწავლო პროცესს იქამდე, ვიდრე ჩვენი გაფიცვა არ გამოიღებს შედეგს, სანამ ეს ქვეყანა არ დაუბრუნდება ევროპულ გეზს და უარს იტყვის რუსული კანონის ამოქმედებაზე,” – წერია სტუდენტების მიერ გავრცელებულ საგაფიცვო ტექსტში.

სტუდენტებმა ხელმოწერების შეგროვება ონლაინ რეჟიმში უკვე დაიწყეს. ახალგაზრდების გაფიცვის გადაწყვეტილებას მალევე გამოეხმაურა ბსუ-ს პროფესორი. მალხაზ ნაკაშიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ის მხარს უჭერს და სოლიდარობას უცხადებს სტუდენტებს.

“მე, როგორც ბსუ-ს პროფესორი, ბსუ-ში ევროკავშირის მხარდაჭერით, პირველი ჟან მონეს კათედრის დამფუძნებელი, ჟან მონეს მოდულის კოორდინატორი, ევროპის საუნივერსიტეტო ინსტიტუტის (ფლორენცია) ჟან მონეს მიწვეული მკვლევარი, ბსუ-ს საჯარო სამართლის სამაგისტრო პროგრამის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ვაცხადებ, რომ მხარს ვუჭერ ახალგაზრდების განცხადებას სასწავლო პროცესის შეწყვეტისა და გაფიცვის კონსტიტუციური უფლების განხორციელების შესახებ.

ძალიან სამწუხაროა, რომ ხალხი, ვინც წინა წლებში აპროტესტებდნენ მთავრობის ქმედებებს, დღეს სხვადასხვა თანამდებობაზე მყოფნი, არ გამოხატავენ პოზიციას მთავრობის ძალადობის წინააღმდეგ. უფრო მეტიც, ისინი აქტიურად აზიარებენ პროპაგანდისტულ ინფორმაციას და მხარს უჭერენ ამ პოლიტიკას.

რა ტყუილებიც არ უნდა გაავრცელოთ ჩემს წინააღმდეგ, ეს არ მოახდენს გავლენას ჩემს პოზიციაზე. საქართველოს მთავრობა არის გასული კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, მოქმედებს კონსტიტუციის 78-ე მუხლის საწინააღმდეგოდ და ჩვენ, მოქალაქეებს გვაქვს უფლება და ვალდებულება, გავაპროტესტოთ ეს პოლიტიკა. მოვუწოდებ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და პროფესორ-მასწავლებლებს დადგნენ ჩვენი ევროპული მომავლის დასაცავად,” – წერს მალხაზ ნაკაშიძე.

ინფორმაციისთვის: ერთ თვეზე მეტია, რაც ქვეყნის მოსახლეობა რუსულ კანონპროექტს აპროტესტებს, რისი მიღების სურვილი აქვს “ქართულ ოცნებას”. უწყვეტი, მასშტაბური საპროტესტო აქციები დღემდე გრძელდება. მმართველი პარტია ხალხის მოთხოვნას მხოლოდ პროპაგანდით, დაშინებით და ფიზიკური ანგარიშსწორებით პასუხობს.

Post navigation

Previous: ბათუმში, უწყვეტი საპროტესტო აქციები გრძელდება
Next: კლინიკა BMC-ში კიდევ ერთი ორსული დაიღუპა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

sabavshvo bagi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

კომპანია, რომელიც ბათუმის საბავშვო ბაღებს ქათმის ხორცით ამარაგებს, „შავ სიაშია“ შეყვანილი

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 4, 2026
batumis aeroporti,tvitmfrinavi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის აეროპორტში 128 ათას ლარზე მეტი ღირებულების არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები აღმოაჩინეს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 2, 2026
dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში სამშენებლო კომპანიის ორი ხელმძღვანელი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 2, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბიბლიოთეკა, რომელიც წლებია ახალ სიცოცხლეს ელოდება qobuletis biblioteka_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ბიბლიოთეკა, რომელიც წლებია ახალ სიცოცხლეს ელოდება

ოქტომბერი 5, 2026
კომპანია, რომელიც ბათუმის საბავშვო ბაღებს ქათმის ხორცით ამარაგებს, „შავ სიაშია“ შეყვანილი sabavshvo bagi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

კომპანია, რომელიც ბათუმის საბავშვო ბაღებს ქათმის ხორცით ამარაგებს, „შავ სიაშია“ შეყვანილი

ოქტომბერი 4, 2026
„ვინც ეძებს, ის პოულობს“ – ოქროს მაძიებელი ქობულეთის სანაპიროდან oqros maziebeli_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

„ვინც ეძებს, ის პოულობს“ – ოქროს მაძიებელი ქობულეთის სანაპიროდან

ოქტომბერი 4, 2026
ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით 80 პირი დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით 80 პირი დააკავეს

ოქტომბერი 3, 2026
„სკ ბათუმმა“ სუპერლიგა გამარჯვებით დაიწყო _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„სკ ბათუმმა“ სუპერლიგა გამარჯვებით დაიწყო

ოქტომბერი 3, 2026
ბათუმის აეროპორტში 128 ათას ლარზე მეტი ღირებულების არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები აღმოაჩინეს batumis aeroporti,tvitmfrinavi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის აეროპორტში 128 ათას ლარზე მეტი ღირებულების არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები აღმოაჩინეს

ოქტომბერი 2, 2026
ბიბლიოთეკა, რომელიც წლებია ახალ სიცოცხლეს ელოდება qobuletis biblioteka_AJARATIMES.GE 1
  • ქობულეთი

ბიბლიოთეკა, რომელიც წლებია ახალ სიცოცხლეს ელოდება

ოქტომბერი 5, 2026
კომპანია, რომელიც ბათუმის საბავშვო ბაღებს ქათმის ხორცით ამარაგებს, „შავ სიაშია“ შეყვანილი sabavshvo bagi_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

კომპანია, რომელიც ბათუმის საბავშვო ბაღებს ქათმის ხორცით ამარაგებს, „შავ სიაშია“ შეყვანილი

ოქტომბერი 4, 2026
„ვინც ეძებს, ის პოულობს“ – ოქროს მაძიებელი ქობულეთის სანაპიროდან oqros maziebeli_AJARATIMES.GE 3
  • ქობულეთი

„ვინც ეძებს, ის პოულობს“ – ოქროს მაძიებელი ქობულეთის სანაპიროდან

ოქტომბერი 4, 2026
ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით 80 პირი დააკავეს policia_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით 80 პირი დააკავეს

ოქტომბერი 3, 2026
„სკ ბათუმმა“ სუპერლიგა გამარჯვებით დაიწყო _AJARATIMES.GE 5
  • სპორტი

„სკ ბათუმმა“ სუპერლიგა გამარჯვებით დაიწყო

ოქტომბერი 3, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.