Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

13 მაისს, ბათუმში სტუდენტები გაიფიცებიან 

სულხან მესხიძე მაისი 12, 2024
aqcia_AJARATIMES.GE

ბსუ-ს სტუდენტთა ნაწილი 13 მაისისთვის გაფიცვას ანონსებს. ისინი სოციალურ ქსელში წერენ, რომ ხვალ აუდიტორიებში არ გამოცხადდებიან. ამ ფორმით ახალგაზრდები დედაქალაქში გაფიცულ სტუდენტებს სოლიდარობას უცხადებენ. გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას სტუდენტური მოძრაობა „მარტიანელები“ ავრცელებს.

“ჩვენ, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ვირჩევთ ილიას გზას და დღეიდან, 2024 წლის 12 მაისიდან ვემიჯნებით სასწავლო პროცესს იქამდე, ვიდრე ჩვენი გაფიცვა არ გამოიღებს შედეგს, სანამ ეს ქვეყანა არ დაუბრუნდება ევროპულ გეზს და უარს იტყვის რუსული კანონის ამოქმედებაზე,” – წერია სტუდენტების მიერ გავრცელებულ საგაფიცვო ტექსტში.

სტუდენტებმა ხელმოწერების შეგროვება ონლაინ რეჟიმში უკვე დაიწყეს. ახალგაზრდების გაფიცვის გადაწყვეტილებას მალევე გამოეხმაურა ბსუ-ს პროფესორი. მალხაზ ნაკაშიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ის მხარს უჭერს და სოლიდარობას უცხადებს სტუდენტებს.

“მე, როგორც ბსუ-ს პროფესორი, ბსუ-ში ევროკავშირის მხარდაჭერით, პირველი ჟან მონეს კათედრის დამფუძნებელი, ჟან მონეს მოდულის კოორდინატორი, ევროპის საუნივერსიტეტო ინსტიტუტის (ფლორენცია) ჟან მონეს მიწვეული მკვლევარი, ბსუ-ს საჯარო სამართლის სამაგისტრო პროგრამის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ვაცხადებ, რომ მხარს ვუჭერ ახალგაზრდების განცხადებას სასწავლო პროცესის შეწყვეტისა და გაფიცვის კონსტიტუციური უფლების განხორციელების შესახებ.

ძალიან სამწუხაროა, რომ ხალხი, ვინც წინა წლებში აპროტესტებდნენ მთავრობის ქმედებებს, დღეს სხვადასხვა თანამდებობაზე მყოფნი, არ გამოხატავენ პოზიციას მთავრობის ძალადობის წინააღმდეგ. უფრო მეტიც, ისინი აქტიურად აზიარებენ პროპაგანდისტულ ინფორმაციას და მხარს უჭერენ ამ პოლიტიკას.

რა ტყუილებიც არ უნდა გაავრცელოთ ჩემს წინააღმდეგ, ეს არ მოახდენს გავლენას ჩემს პოზიციაზე. საქართველოს მთავრობა არის გასული კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, მოქმედებს კონსტიტუციის 78-ე მუხლის საწინააღმდეგოდ და ჩვენ, მოქალაქეებს გვაქვს უფლება და ვალდებულება, გავაპროტესტოთ ეს პოლიტიკა. მოვუწოდებ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და პროფესორ-მასწავლებლებს დადგნენ ჩვენი ევროპული მომავლის დასაცავად,” – წერს მალხაზ ნაკაშიძე.

ინფორმაციისთვის: ერთ თვეზე მეტია, რაც ქვეყნის მოსახლეობა რუსულ კანონპროექტს აპროტესტებს, რისი მიღების სურვილი აქვს “ქართულ ოცნებას”. უწყვეტი, მასშტაბური საპროტესტო აქციები დღემდე გრძელდება. მმართველი პარტია ხალხის მოთხოვნას მხოლოდ პროპაგანდით, დაშინებით და ფიზიკური ანგარიშსწორებით პასუხობს.

Post navigation

Previous: ბათუმში, უწყვეტი საპროტესტო აქციები გრძელდება
Next: კლინიკა BMC-ში კიდევ ერთი ორსული დაიღუპა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

gemi, zgva, navi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ზღვაში შესული კაცი გაუჩინარდა – სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს

აჭარა თაიმსი ივლისი 6, 2026
aeroporti_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის აეროპორტში თურქეთისა და ისრაელის ოთხი მოქალაქე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს

აჭარა თაიმსი ივლისი 5, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში განათლების პოლიტიკის საკითხებზე საჯარო ფორუმი გაიმართა

აჭარა თაიმსი ივლისი 4, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში ზღვაში შესული კაცი გაუჩინარდა – სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს gemi, zgva, navi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ზღვაში შესული კაცი გაუჩინარდა – სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს

ივლისი 6, 2026
დირკ კარლსონი „დინამო ბათუმის“ ფეხბურთელია _AJARATIMES.GE
  • სპორტი

დირკ კარლსონი „დინამო ბათუმის“ ფეხბურთელია

ივლისი 5, 2026
ბათუმის აეროპორტში თურქეთისა და ისრაელის ოთხი მოქალაქე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს aeroporti_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის აეროპორტში თურქეთისა და ისრაელის ოთხი მოქალაქე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს

ივლისი 5, 2026
ბათუმში განათლების პოლიტიკის საკითხებზე საჯარო ფორუმი გაიმართა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში განათლების პოლიტიკის საკითხებზე საჯარო ფორუმი გაიმართა

ივლისი 4, 2026
სანდრო ალთუნაშვილი „დინამო ბათუმში“ დაბრუნდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

სანდრო ალთუნაშვილი „დინამო ბათუმში“ დაბრუნდა

ივლისი 4, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივლისი 3, 2026
ბათუმში ზღვაში შესული კაცი გაუჩინარდა – სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს gemi, zgva, navi_AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმში ზღვაში შესული კაცი გაუჩინარდა – სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს

ივლისი 6, 2026
დირკ კარლსონი „დინამო ბათუმის“ ფეხბურთელია _AJARATIMES.GE 2
  • სპორტი

დირკ კარლსონი „დინამო ბათუმის“ ფეხბურთელია

ივლისი 5, 2026
ბათუმის აეროპორტში თურქეთისა და ისრაელის ოთხი მოქალაქე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს aeroporti_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმის აეროპორტში თურქეთისა და ისრაელის ოთხი მოქალაქე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს

ივლისი 5, 2026
ბათუმში განათლების პოლიტიკის საკითხებზე საჯარო ფორუმი გაიმართა _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში განათლების პოლიტიკის საკითხებზე საჯარო ფორუმი გაიმართა

ივლისი 4, 2026
სანდრო ალთუნაშვილი „დინამო ბათუმში“ დაბრუნდა _AJARATIMES.GE 5
  • სპორტი

სანდრო ალთუნაშვილი „დინამო ბათუმში“ დაბრუნდა

ივლისი 4, 2026

სიახლეების კალენდარი

ივლისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« ივნ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.