Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

60 წლის ასაკში სტუდენტი გახდა – ინგა ბაგრატიონი უნივერსიტეტში 36 წლის შემდეგ დაბრუნდა

სულხან მესხიძე აგვისტო 28, 2026
inga bagrationi_AJARATIMES.GE

60 წლის პედაგოგმა ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. ინგა ბაგრატიონი თურქოლოგიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა.

ინგა ბაგრატიონი წლებია აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ამზადებს. მასწავლებელი „აჭარა თაიმსთან“ საუბრისას ამბობს, რომ სწორედ მოსწავლეებთან მუშაობის პროცესში გაუჩნდა იდეა, თავადაც გამხდარიყო აბიტურიენტი. გადაწყვეტილება, როგორც თავად ამბობს, სპონტანურად მიიღო, აპლიკაცია მოსწავლეებთან ერთად შეავსო და გამოცდებისთვის მზადებას შეუდგა.

დღეს ის უკვე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თურქოლოგიის ფაკულტეტის პირველკურსელია.

„ყველაფერი ძალიან სპონტანურად მოხდა. ვამზადებდი აბიტურიენტებს და მათთან ერთად გადავწყვიტე, მეც შემევსო აპლიკაცია. ასე აღმოვჩნდი გამოცდებზე“, – ამბობს ინგა ბაგრატიონი „აჭარა თაიმსთან“.

უნივერსიტეტში დაბრუნებამდე მას უკვე ერთი უმაღლესი განათლება აქვს მიღებული. საჯარო სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა მინსკის პედაგოგიურ ინსტიტუტში, რუსული ფილოლოგიის მიმართულებით გააგრძელა. პროფესიით რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია.

ინგას პროფესიული გზა ჩაქვში, რუსულ სკოლაში დაიწყო და იქ გატარებულმა წლებმა მისი პედაგოგიური გამოცდილების მნიშვნელოვანი ნაწილი შექმნა. 20 წლის განმავლობაში ის სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა, მოგვიანებით კი დირექტორის მოადგილის პასუხისმგებლობასაც ასრულებდა აღმზრდელობითი მიმართულებით.

მოგვიანებით, რუსულ სექტორზე მოსწავლეთა რაოდენობის შემცირების გამო, ჩაქვის პირველი, ქართული და მეორე, რუსული სკოლები გაერთიანდა. ცვლილებების შემდეგ მან გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაერთიანებული სკოლის დირექტორის პოზიციაც დაიკავა.

ინგასთვის პედაგოგობა მხოლოდ პროფესია არასდროს ყოფილა, ის მუდმივად ცდილობდა, ახალი ცოდნა და უნარები შეეძინა. 2010 წელს, როდესაც მასწავლებელთა სერტიფიცირების პროცესი დაიწყო, პროფესიული უნარების გამოცდა ჩააბარა. ერთი წლის შემდეგ კი ინგლისური ენისა და კომპიუტერული უნარების გამოცდებიც წარმატებით დაძლია. ამ გამოცდილებას მალე ახალი გამოწვევაც მოჰყვა. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მან არაქართულენოვან რეგიონში ქართული ენის სწავლება დაიწყო. 2011 წელს სამუშაოდ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალასტანის არაქართულენოვან სკოლაში გაემგზავრა, სადაც ჯამში ათი წელი გაატარა.

„თურქოლოგიით მაშინ დავინტერესდი, როდესაც ორჰან ფამუქისა და ელიფ შაფაქის შემოქმედებას გავეცანი, აღმოსავლური ლიტერატურის მიმართ ინტერესი გამიჩნდა. ის სრულიად განსხვავებული ლექსიკით გამოირჩევა და დასავლური კლასიკისგან მკვეთრად განსხვავებულ სამყაროს ქმნის“, – ამბობს ის.

თურქეთთან და თურქულ კულტურასთან მისი ინტერესი მხოლოდ წიგნებით არ შემოიფარგლება. ინგა ბაგრატიონი სტამბოლში ორჯერ იმყოფებოდა. ქალაქმა, როგორც თავად ამბობს, მასზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა.

„სტამბოლი უდიდესი იმპერიის დედაქალაქია და ჩემზე საოცრად შთამბეჭდავი შთაბეჭდილება დატოვა. მოკლედ, ყველაფერი, რაც თურქეთს ეხებოდა, ძალიან მაინტერესებდა“, – აღნიშნავს ინგა.

ინგა დღეს ბათუმის ერთ-ერთ კერძო სკოლაში, რუსულენოვან სექტორში, ქართულ ენას ასწავლის. პარალელურად კი ახალი ეტაპისთვის ემზადება, სტუდენტური ცხოვრებისთვის.

60 წლის ასაკში აუდიტორიაში დაბრუნებას ის განსაკუთრებულ გამოწვევად არ აღიქვამს. პირიქით, მიაჩნია, რომ მისი ხასიათისა და ბუნების ადამიანს ახალგაზრდა კურსელებთან ურთიერთობა არ გაუჭირდება.

„ვფიქრობ, მათთან საერთო ენას აუცილებლად გამოვნახავ. ასაკობრივი ბარიერი არ უნდა არსებობდეს“, – ამბობს ის.

მისი გადაწყვეტილება ოჯახშიც არ ყოფილა ერთმნიშვნელოვნად აღქმული. ინგას ორი შვილი და ექვსი შვილიშვილი ჰყავს. ოჯახის წევრებს განსხვავებული რეაქციები ჰქონდათ, თუმცა საბოლოოდ ისინი მის გადაწყვეტილებას მხარს უჭერენ და გულშემატკივრობენ.

ინგა ამბობს, რომ სიახლეების და განვითარების არასდროს ეშინოდა. მისი ცხოვრების გზაც ამის მაგალითია, პედაგოგიური საქმიანობა, ახალი პროფესიული გამოწვევები, არაქართულენოვან რეგიონში ათწლიანი მუშაობა, არაერთი გამოცდის ჩაბარება და ახლა უკვე ახალი სტუდენტური ცხოვრება.

„რაც კი გამოცდა არსებობს, მგონი, ყველაფერი ჩაბარებული მაქვს“, – ამბობს ის ღიმილით.

ახლა მის წინ კიდევ ერთი გამოცდაა, უნივერსიტეტში დაბრუნება 36 წლის შემდეგ და სრულიად ახალი პროფესიული მიმართულების, თურქოლოგიის, შესწავლა. ინგა ბაგრატიონისთვის კი ეს ასაკთან დაკავშირებული გამოწვევა ნაკლებად არის და უფრო ახალი შესაძლებლობაა, კიდევ ერთხელ დაამტკიცოს, რომ განვითარებასა და ახალი ცოდნის მიღებას ასაკი არ აქვს.

Post navigation

Previous: გეგმიური სარეაბილიტაციო  სამუშაოების გამო, 28 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს
Next: სარფში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში მე-19 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ფასადი უნებართვოდ შეღებეს

აჭარა თაიმსი სექტემბერი 6, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

მარიამისა და აჩის საერთო ღირებულებები და ბრძოლა

სულხან მესხიძე სექტემბერი 5, 2026
dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხოელი ბათუმში დააკავეს

აჭარა თაიმსი სექტემბერი 5, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში მე-19 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ფასადი უნებართვოდ შეღებეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში მე-19 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ფასადი უნებართვოდ შეღებეს

სექტემბერი 6, 2026
მარიამისა და აჩის საერთო ღირებულებები და ბრძოლა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

მარიამისა და აჩის საერთო ღირებულებები და ბრძოლა

სექტემბერი 5, 2026
ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხოელი ბათუმში დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხოელი ბათუმში დააკავეს

სექტემბერი 5, 2026
ქობულეთ-ხელვაჩაურის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავარია მოხდა – გადაყირავდა სატვირთო _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ქობულეთ-ხელვაჩაურის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავარია მოხდა – გადაყირავდა სატვირთო

სექტემბერი 4, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 4, 2026
ბათუმში ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა – დაშავდა ხუთი ადამიანი _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა – დაშავდა ხუთი ადამიანი

სექტემბერი 3, 2026
ბათუმში მე-19 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ფასადი უნებართვოდ შეღებეს _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმში მე-19 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ფასადი უნებართვოდ შეღებეს

სექტემბერი 6, 2026
მარიამისა და აჩის საერთო ღირებულებები და ბრძოლა _AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

მარიამისა და აჩის საერთო ღირებულებები და ბრძოლა

სექტემბერი 5, 2026
ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხოელი ბათუმში დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხოელი ბათუმში დააკავეს

სექტემბერი 5, 2026
ქობულეთ-ხელვაჩაურის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავარია მოხდა – გადაყირავდა სატვირთო _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ქობულეთ-ხელვაჩაურის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავარია მოხდა – გადაყირავდა სატვირთო

სექტემბერი 4, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 4, 2026

სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« აგვ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.