Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • რეკლამა

“ჩემი არჩევანი” – საინფორმაციო შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 24, 2024
_AJARATIMES.GE

“ჩემი არჩევანი” – ასე ერქვა კამპანიას, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ექვს რეგიონში ამომრჩევლებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები გაიმართა. სოფლად მცხოვრებ ადამიანებთან დისკუსიები მიზნად ახალი საარჩევნო სისტემის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდებას ისახავდა.

ცნობისთვის: შეხვედრები „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის“ ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ მოქალაქეები პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ და მათი მხრიდან არაერთი კითხვა დაისვა კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებით.

„პროექტის მიზანი იყო, რომ მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ინფორიმირება მოგვეხდინა. აჭარაში სამიზნე ჯგუფად ქედისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტები შეირჩა. ქობულეში შეხვედრა პროფესიული სასწავლებლის ბაზაზე მოხდა, სადაც მონაწილეთა მრავალფეროვნება დაგხვდა. ამ სასწავლებლის სტუდენტები ასევე, მაღალთიანი სოფლებიდან არიან. სამიზნე აუდიტორიად ახალგაზრდები შევარჩიეთ ქედაშიც. ის მოზარდები, რომლებიც არჩევნებში წელს პირველად მონაწილეობენ,“ – გვიყვება მარიკა ვაჭარაძე, რომელიც პროექტის კოორდინატორია.

როგორ უნდა მოიძიონ საკუთარი თავი სიაში, რისი უფლება აქვთ როგორც ამომრჩევლებს და წინასაარჩევნო პერიოდში რა ინფორმაციაზე უნდა მიუწვდებოდეთ ხელი მათ – სპეციალიტებმა ახალგაზრდებს ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებული, ყველა საკითხის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

„შეხვედრები ორსაათიანი იყო, რომლის ფარგლებშიც ასევე, დისკუსიაც გაიმართა. კითხვა პასუხის რეჟიმი იყო ძალიან საინტერესო. მათი მხრიდან დაისვა არაერთი მნიშვნელოვანი კითხვა, კერძოდ: მათ ყურადღება მარკირების პროცედურებსა და ხმის ფარულობის პრინციპზე გაამახვილეს. ისინი ასევე, დაინტერესდნენ პროცედურული დარღვევებისას გასაჩივრების რა მექანიზმები არსებობს,“ – ამბობს პროექტის კოორდინატორი.

მარიკა ვაჭარაძის თქმით, ქობულეთში ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცათ კენჭისყრის პროცედურები პრაქტიკულად გაევლოთ.

„მინდა ავღნიშნო, რომ ქობულეთში ძალიან საინტერესო შეხვედრა გამოგვივიდა, ადგილობრივმა ოლქმა ითანამშრომლა ჩვენთან და ხმის მიცემის იმიტირებული პროცესი ადგილზევე გაიმართა, ამ ფაქტმა მონაწილეებში საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია. მიიღეს პრაქტიკული გამოცდილება, რამაც ინფორმაციის სრულყოფილად მიღება უზრუნველყო,“ – ამბობს მარიკა ვაჭარაძე.

პროექტის კოორდინატორი ასევე, განმარტავს, რომ კამპანიისას მთელი ქვეყნის მასშტაბით, ექვსი რეგიონი დაიფარა, რომლის ფარგლებშიც 20-მდე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. მარიკა ვაჭარაძის თქმით, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში შეხვედრა ორჯერ ჩაატარეს, რადგან ინტერესი, მოთხოვნა და ჩართულობა დიდი იყო.

„ამ პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ისიც არის, რომ ვითანამშრომლეთ ადგილობრივ მედიასაშუალებებთან. იცით რომ ადგილობრივ მაუწყებლებს მნიშვნელოვანი აუდიტორია ჰყავთ, რაც ასევე, ინფორმაციის გავრცელებაში დაგვეხმარა. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა მედია გვაშუქებდა, მათი მხრიდან დიდი ინტერესი იყო,“ – აღნიშნავს მარიკა ვაჭარაძე.  

ინფორმაციისთვის: არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის“ პროექტი „მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები ამომრჩევლების ინფორმირებულობა ელექტრონულ არჩევნებზე“ USAID-ისა და IFES-ის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

Post navigation

Previous: ოპოზიცია მმართველ პარტიას კვლავ ზეწოლასა და დაშინებაში ადანაშაულებს
Next: აჭარის უმაღლესმა საბჭომ მივლინებებში 39.170 ₾არი დახარჯა – კვლევა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

IMG_0995
  • რეკლამა

კოკა-კოლასა და ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის (FIFA World Cup 2026™) მასშტაბური კამპანია

აჭარა თაიმსი ივნისი 17, 2026
IMG_0959
  • რეკლამა

ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი: ნივთის შეფასება სერტიფიცირებული ექსპერტების მიერ

აჭარა თაიმსი ივნისი 17, 2026
Picture1
  • რეკლამა

მეტასტაზების მკურნალობა Gamma Knife ტექნოლოგიით „ავერსის კლინიკა“-ში

აჭარა თაიმსი ივნისი 15, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა აღდგება _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა აღდგება

ივნისი 24, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 24, 2026
თურქეთში საქართველოს მოქალაქის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე ხანდაზმულობის გამო შეწყდა cixe_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

თურქეთში საქართველოს მოქალაქის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე ხანდაზმულობის გამო შეწყდა

ივნისი 24, 2026
თემურ გორგაძემ შსს-ს სასამართლო დავა მოუგო _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

თემურ გორგაძემ შსს-ს სასამართლო დავა მოუგო

ივნისი 24, 2026
53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • საქართველო

53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს

ივნისი 24, 2026
„დინამო ბათუმმა“ „დინამოების დერბი“ დათმო _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „დინამოების დერბი“ დათმო

ივნისი 24, 2026
ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა აღდგება _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა აღდგება

ივნისი 24, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 24, 2026
თურქეთში საქართველოს მოქალაქის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე ხანდაზმულობის გამო შეწყდა cixe_AJARATIMES.GE 3
  • უცხოეთი

თურქეთში საქართველოს მოქალაქის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე ხანდაზმულობის გამო შეწყდა

ივნისი 24, 2026
თემურ გორგაძემ შსს-ს სასამართლო დავა მოუგო _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

თემურ გორგაძემ შსს-ს სასამართლო დავა მოუგო

ივნისი 24, 2026
53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს

ივნისი 24, 2026

სიახლეების კალენდარი

ივნისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« მაი    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.