ევროპული საბჭოს მიერ გაცემულ 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით “ლელო” რეგიონებში შეხვედრებს იწყებს. სამოქალაქო სექტორსა და მედიასთან პირველი შეხვედრა ბათუმში დღეს გაიმართა. პარტიის წარმომადგენლობამ რეკომენდაციების შესრულების პროცესზე გაამახვილა ყურადღება და აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით ხელისუფლებას მნიშვნელოვანი წინსვლა არ აქვს.
“ჩვენი შეფასებით, ხელისუფლებას არ გააჩნია არანაირი სურვილი, რომ დათქმული რეკომენდაციები შესრულდეს. სამწუხაროდ ვერ ვხედავთ განხორციელებულ რეფორმებსაც. გუშინ, ხელისუფლებამ “საარჩევნო კოდექსში” ცვლილებები შეიტანა, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მას მზაობა არ გააჩნია,” – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა შეხვედრისას.