
„დინამო ბათუმმა“ ეროვნული ლიგის 26-ე ტურის მატჩში „სამგურალთან“ 1:2 დამარცხდა. „აჭარაბეთ არენაზე“ გამართული შეხვედრა დაძაბული აღმოჩნდა.
ანგარიში 33-ე წუთზე ჯანჯღავამ („სამგურალი“) გახსნა და სტუმრები დააწინაურა. „დინამო ბათუმი“ მთელი მატჩის განმავლობაში ცდილობდა ანგარიშის გათანაბრებას და 90+1-ე წუთზე ქაფიანიძემ („დინამო ბათუმი“) გოლი გაიტანა. თუმცა „სამგურალმა“ გამარჯვება მაინც შეძლო — 90+5-ე წუთზე სებოლინიამ გადამწყვეტი გოლი გაიტანა.
ეს მარცხი „დინამო ბათუმისთვის“ ზედიზედ მესამე აღმოჩნდა. „თოლიების“ მოუგებელი სერია ეროვნულ ლიგაში უკვე ექვს ტურს ითვლის. ბოლოს გუნდი მე-20 ტურში გაიმარჯვა, როცა „ს/კ გარეჯი“ 0:1 დაამარცხა.
სატურნირო ცხრილში „დინამო ბათუმი“ მეხუთე ადგილზეა და 35 ქულა აქვს. „თოლიები“ მეექვსეადგილოსან „გაგრას“ მხოლოდ ორი ქულით უსწრებენ, ხოლო მეოთხეადგილოსან „ქუთაისის ტორპედოს“ ხუთი ქულით ჩამორჩებიან. მომდევნო მატჩს „დინამო ბათუმი“ 3 ოქტომბერს, ეროვნული ლიგის 27-ე ტურში, ფოთში გამართავს, სადაც „კოლხეთი 1913“-ს დაუპირისპირდება.
ავტორი: დიმიტრი გორგილაძე