
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გასული თვის განმავლობაში, მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს სხვა შესაბამისი დანაყოფების კოორდინაციით, საქართველოდან უცხო ქვეყნის 107 მოქალაქის გაძევება განხორციელდა.
სექტემბერში გაძევებულთა შორის იყვნენ რუსეთის, ინდოეთის, პაკისტანის, ეგვიპტის, თურქეთის, ირანის, ნიგერიის, კამერუნის, სუდანის, ბანგლადეშის, იორდანიის, მიანმარის, ნეპალის, სირიის, აზერბაიჯანისა და ეთიოპიის მოქალაქეები.
სამინსიტროს მონაცემებით, მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში, საქართველოში უკანონოდ მყოფი 852 პირის გაძევება მოხდა, რაც ბოლო წლების განმავლობაში უპრეცედენტო მაჩვენებელია და 2022-2024 წლებში გაძევებულთა საერთო რაოდენობას მნიშვნელოვნად აღემატება.