
დაბა ჩაქვში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს.
„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, კაცის ცხედარს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ნატყვიარები აღენიშნებოდა. ამ დროისთვის სხვა დეტალები ჩვენთვის უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.