„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
შემთხვევის შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა, ერთი ადამიანი კი დაშავდა.
ჩვენი ინფორმაციით, მოტოციკლის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შემდეგაც მოტოციკლი ამოყირავდა.
შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. მომხდარზე დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
ფაქტზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლით დაიწყო.

