
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“ ჩატარებული კონტროლის შედეგად ცეცხლსასროლი იარაღის 111 ცალი ვაზნა გამოავლინეს.
უწყების განცხადებით, ეჭვის საფუძველზე დეტალურად შემოწმდა უცხო ქვეყნის მოქალაქეების ბარგი და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილი, რის შედეგადაც დათვალიერების პროცესში ვაზნები იქნა აღმოჩენილი.
როგორც შემოსავლების სამსახურში აღნიშნავენ, ორივე საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.