
ეროვნული ლიგის 28-ე ტურის ეგიდით გამართული „დინამო თბილისისა“ და „დინამო ბათუმის“ შეხვედრა ფრედ – 1:1 დასრულდა. თამაში საკმაოდ დაძაბული გამოდგა.
მატჩის ანგარიში 59-ე წუთზე ირაკლი სირაძემ („დინამო თბილისი“) გახსნა და თბილისურმა კლუბმა უპირატესობა მატჩის ბოლო წუთებამდე შეინარჩუნა. თუმცა, დამატებულ დროში, ხელით თამაშის გამო, „დინამო თბილისის“ კარში პენალტი დაინიშნა. 90+9 წუთზე თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა ნიკა კალანდარიშვილმა და ანგარიში გაათანაბრა.
„დინამო ბათუმი“ ეროვნულ ლიგაში მომდევნო შეხვედრას 22 ოქტომბერს გამართავს – „თოლიები“ „აჭარაბეთ არენაზე“ „გარეჯს“ დაუპირისპირდებიან.
ავტორი: დიმიტრი გორგილაძე