შუახევის მუნიციპალიტეტში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს, ამის შესახებ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი იტყობინება.
უწყების ცნობით, სოფელ ჟანივრში, მოქალაქეს არარეგისტრირებული ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი საცხოვრებელი სახლის სარდაფში ჰქონდა დამონტაჟებული. მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული იყო 9 ერთეული წიწვოვანი სახეობის დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი).
“ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა. უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 10 თვეში, ქვეყნის მასშტაბით, 54 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს,” – წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.



