Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • უცხოეთი

ზელენსკი: „უკრაინა ძალიან რთული არჩევანის წინაშე დგას – ღირსება თუ პარტნიორის დაკარგვის რისკი“

აჭარა თაიმსი ნოემბერი 21, 2025
volodimir zelenski_AJARATIMES.GE

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ვრცელ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ქვეყანა ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ეტაპს გადის და შესაძლოა რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდეს – „ან ღირსების დაკარგვა, ან ძირითადი პარტნიორის დაკარგვის რისკი“. მისი თქმით, ამ დროს კიევზე „ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ზეწოლა ხორციელდება“.

ზელენსკის განცხადებით, უკრაინას ახლა უწევს ბრძოლა როგორც ფრონტზე, ისე დიპლომატიურ მიმართულებებზე. „ჩვენ რამდენიმე ათას კილომეტრიან ფრონტს ვამაგრებთ და ვინარჩუნებთ. ხალხი ყოველ ღამე დაბომბვებს უძლებს. უკრაინელებს ძალიან უნდათ, რომ ეს ომი სამართლიანად დასრულდეს,“ – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ხელისუფლებასა და პოლიტიკურ ძალებს შორის საჭიროა ერთობა:

„მივმართავ ყველას – ხალხს და პოლიტიკოსებს – საჭიროა შევიკრიბოთ და შევწყვიტოთ დაპირისპირება. ჩვენ არ ვუღალატეთ უკრაინას 2022 წლის 24 თებერვალს და არც ახლა ვუღალატებთ.“

ზელენსკის თქმით, მომავალი დღეები რთული და მოვლენებით დატვირთული იქნება:

„დიდი ზეწოლა იქნება. მტერი არ ისვენებს. ჩვენ მშვიდად ვიმუშავებთ ამერიკასთან და ყველა პარტნიორთან. შევთავაზებ ალტერნატივებს, მაგრამ არ მივცემთ მტერს საბაბს, თქვას, რომ უკრაინას მშვიდობა არ სურს“.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ვაშინგტონმა უკრაინას გადასცა ახალი სამშვიდობო გეგმის პუნქტები, რომლებიც მოიცავს რიგ კრიტიკულ პირობებს:

• უკრაინის მხრიდან NATO-ში გაწევრიანებაზე უარის თქმას;

• რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის, ლუგანსკისა და დონეცკის დე ფაქტო რუსულ ტერიტორიად აღიარებას;

• ხერსონისა და ზაპოროჟიეს რუსეთის კონტროლქვეშ მიღებას, არსებული ფრონტის ხაზის შესაბამისად.

ზელენსკი აცხადებს, რომ მიუხედავად ზეწოლისა, უკრაინის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა არ იქნება კომპრომისის საგანი.

Post navigation

Previous: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს
Next: დინამო ბათუმის მოუგებელი სერია გრძელდება

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

ერაყში ტანკერზე სავარაუდო დრონით თავდასხმის შემდეგ ქართველი მეზღვაურები უსაფრთხოდ არიან – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო

აჭარა თაიმსი მარტი 13, 2026
_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიში საქართველოზე – თითქმის 200-გვერდიანი დოკუმენტი დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე საუბრობს

აჭარა თაიმსი მარტი 12, 2026
mzia amaglobeli_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

საიამ სტრასბურგში მზია ამაღლობელის საქმეზე მესამე საჩივარი გააგზავნა

აჭარა თაიმსი მარტი 9, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში დედამ შვილს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა police_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში დედამ შვილს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა

მარტი 26, 2026
ბათუმის აკვატორიაში ზღვის დაბინძურების გამო გემი 100 000 ლარით დაჯარიმდა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის აკვატორიაში ზღვის დაბინძურების გამო გემი 100 000 ლარით დაჯარიმდა

მარტი 26, 2026
ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე ბათუმში დააკავეს migrantebi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე ბათუმში დააკავეს

მარტი 26, 2026
უკრაინის 4 მოქალაქე დააკავეს – ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

უკრაინის 4 მოქალაქე დააკავეს – ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

მარტი 26, 2026
ქობულეთის ყოფილი მერი ლევან ზოიძე სუს-ის ანტიკორუფციულ სამსახურში დაბარებას უარყოფს levan zoidze qobuleti_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთის ყოფილი მერი ლევან ზოიძე სუს-ის ანტიკორუფციულ სამსახურში დაბარებას უარყოფს

მარტი 25, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

მარტი 25, 2026
ბათუმში დედამ შვილს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა police_AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმში დედამ შვილს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა

მარტი 26, 2026
ბათუმის აკვატორიაში ზღვის დაბინძურების გამო გემი 100 000 ლარით დაჯარიმდა _AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმის აკვატორიაში ზღვის დაბინძურების გამო გემი 100 000 ლარით დაჯარიმდა

მარტი 26, 2026
ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე ბათუმში დააკავეს migrantebi_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე ბათუმში დააკავეს

მარტი 26, 2026
უკრაინის 4 მოქალაქე დააკავეს – ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი policia_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

უკრაინის 4 მოქალაქე დააკავეს – ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

მარტი 26, 2026
ქობულეთის ყოფილი მერი ლევან ზოიძე სუს-ის ანტიკორუფციულ სამსახურში დაბარებას უარყოფს levan zoidze qobuleti_AJARATIMES.GE 5
  • ქობულეთი

ქობულეთის ყოფილი მერი ლევან ზოიძე სუს-ის ანტიკორუფციულ სამსახურში დაბარებას უარყოფს

მარტი 25, 2026

სიახლეების კალენდარი

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.