Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

პოლიციის აკადემიაში უმაღლესი განათლება ხელმისაწვდომი ხდება – შსს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 28, 2025
policielebi_AJARATIMES.GE

„ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი წარუდგინა, რომლის მიღების შედეგად შსს აკადემიას საშუალება მიეცემა საბაკალავრო დონეზე საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის პროგრამა განახორციელოს. ცვლილებები „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში და თანმდევ აქტებში უკვე შეტანილია და პარლამენტში განხილვის ეტაპზეა.

პოლიციის აკადემიაში ასეთი ტიპის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა პირველად იქმნება. სამწლიანი კურსი მოიცავს ფიზიკურ, ტაქტიკურ და საცეცხლე მომზადებას, სპეციალურ საგნებს, რომლებიც საზოგადოებრივი უსაფრთხოების და საპოლიციო საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებას ეხება.

პროგრამის დასრულების შემდეგ სისტემას შეემატება ბაკალავრის დიპლომის მქონე კვალიფიკაციის სპეციალისტები – გამომძიებლები, პატრულ-ინსპექტორები, მართლწესრიგის ოფიცრები, დეტექტივები, მესაზღვრეები და ექსპერტ-კრიმინალისტები.

საბაკალავრო პროგრამაზე მიიღებენ პირებს, რომლებიც შეასრულებენ პოლიციაში სამსახურისთვის კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს და წარმატებით ჩააბარებენ ერთიან ეროვნულ გამოცდებს. სტუდენტთა სწავლას სახელმწიფო დააფინანსებს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

პროგრამაში ჩარიცხვისთანავე სტუდენტს მიენიჭება უმცროსი სპეციალური წოდება – რიგითი, ხოლო კურსის დასრულებისას – საშუალო სპეციალური წოდება, ლეიტენანტი. სწავლის პერიოდი ჩაითვლება სამსახურის სტაჟში. მომავალ პოლიციელებს აკადემია უზრუნველყოფს საჭირო ინვენტარით, სასწავლო მასალით, კვებითა და უნიფორმით. მათთვის ხელმისაწვდომი იქნება საერთო საცხოვრებელიც, ასევე სოციალური და სამართლებრივი გარანტიები, რომლებიც მოქმედი პოლიციელებისთვის არის განსაზღვრული.

Post navigation

Previous: ერთი თვით, ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
Next: პოლონეთში საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმების გამარტივებული პროცედურა გაუქმდა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი სექტემბერი 22, 2026
nugzar futkaradze_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე კობახიძისა და ივანიშვილის დაკითხვას ითხოვენ

აჭარა თაიმსი სექტემბერი 22, 2026
qartuli ocneba_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ორი პარტიის ერთი სალარო – „ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

აჭარა თაიმსი სექტემბერი 22, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ქედაში მეწარმეს 190 ათას ლარამდე და მიკროავტობუსი გამოსძალე policia_AJARATIMES.GE
  • ქედა

ქედაში მეწარმეს 190 ათას ლარამდე და მიკროავტობუსი გამოსძალე

სექტემბერი 23, 2026
რატომ ვერ გაამართლა ტურისტულმა სეზონმა ქობულეთში – ადგილობრივი ბიზნესი მიზეზებსა და პრობლემებზე საუბრობს qobuleti_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

რატომ ვერ გაამართლა ტურისტულმა სეზონმა ქობულეთში – ადგილობრივი ბიზნესი მიზეზებსა და პრობლემებზე საუბრობს

სექტემბერი 23, 2026
პატრიარქის წირვისთვის LED ეკრანის მომსახურება ბათუმის მუსიკალურმა ცენტრმა 6 200 ლარად შეიძინა batumis tazari_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

პატრიარქის წირვისთვის LED ეკრანის მომსახურება ბათუმის მუსიკალურმა ცენტრმა 6 200 ლარად შეიძინა

სექტემბერი 22, 2026
ბათუმი-ქობულეთის მარშრუტზე ტარიფის გაზრდის შემდეგ, ქობულეთში მუნიციპალური მიკროავტობუსებით მგზავრობაც გაძვირდა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ბათუმი-ქობულეთის მარშრუტზე ტარიფის გაზრდის შემდეგ, ქობულეთში მუნიციპალური მიკროავტობუსებით მგზავრობაც გაძვირდა

სექტემბერი 22, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 22, 2026
ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე კობახიძისა და ივანიშვილის დაკითხვას ითხოვენ nugzar futkaradze_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე კობახიძისა და ივანიშვილის დაკითხვას ითხოვენ

სექტემბერი 22, 2026
ქედაში მეწარმეს 190 ათას ლარამდე და მიკროავტობუსი გამოსძალე policia_AJARATIMES.GE 1
  • ქედა

ქედაში მეწარმეს 190 ათას ლარამდე და მიკროავტობუსი გამოსძალე

სექტემბერი 23, 2026
რატომ ვერ გაამართლა ტურისტულმა სეზონმა ქობულეთში – ადგილობრივი ბიზნესი მიზეზებსა და პრობლემებზე საუბრობს qobuleti_AJARATIMES.GE 2
  • ქობულეთი

რატომ ვერ გაამართლა ტურისტულმა სეზონმა ქობულეთში – ადგილობრივი ბიზნესი მიზეზებსა და პრობლემებზე საუბრობს

სექტემბერი 23, 2026
პატრიარქის წირვისთვის LED ეკრანის მომსახურება ბათუმის მუსიკალურმა ცენტრმა 6 200 ლარად შეიძინა batumis tazari_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

პატრიარქის წირვისთვის LED ეკრანის მომსახურება ბათუმის მუსიკალურმა ცენტრმა 6 200 ლარად შეიძინა

სექტემბერი 22, 2026
ბათუმი-ქობულეთის მარშრუტზე ტარიფის გაზრდის შემდეგ, ქობულეთში მუნიციპალური მიკროავტობუსებით მგზავრობაც გაძვირდა _AJARATIMES.GE 4
  • ქობულეთი

ბათუმი-ქობულეთის მარშრუტზე ტარიფის გაზრდის შემდეგ, ქობულეთში მუნიციპალური მიკროავტობუსებით მგზავრობაც გაძვირდა

სექტემბერი 22, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 22, 2026

სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« აგვ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.