Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი
  • სპორტი

„დინამო ბათუმის“ პრეზიდენტი საგანგებო მიმართვას ავრცელებს

admin Posted on 2 წელი ago
dinamo_ajaratimes.ge

„დინამო ბათუმის“ პრეზიდენტი, მიმართვას სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებს. არჩილ ბერიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„რთული და ამავდროულად საინტერესო წელი გვქონდა. პირველ რიგში, მსურს, მადლობა გადავუხადო თითოეულ გულშემატკივარს, ყველა მხარდამჭერს და სპონსორს; ადამიანებს, რომლებიც გასული სეზონის მანძილზე რთულ მომენტებშიც მხარში გვედგნენ და წარმატებასაც ჩვენთან ერთად იზიარებდნენ.

ბათუმის „დინამოს“ თავისი 100-წლიანი არსებობის ისტორიაში საუკეთესო პერიოდი აქვს, ეს შედეგი ჩვენმა ერთიანობამ და თავდაუზოგავმა შრომამ მოიტანა. წარმატებაში განუზომელი წვლილი აქვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას და მის მეთაურს, ბატონ თორნიკე რიჟვაძეს, ისევე როგორც ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას და ბათუმის მერს, არჩილ ჩიქოვანს.

განსაკუთრებული მადლობა ჩვენი გუნდის მოთამაშეებს, სამწვრთნელო შტაბს და პერსონალს. ფეხბურთში მთავარი, რა თქმა უნდა, შედეგია. ბოლო სამ სეზონში მეორედ გავხდით ქვეყნის ჩემპიონები და შეუძლებელია, ამ შედეგით არ ვამაყობდეთ. აქვე, მსურს, ჩემი პატივისცემა კიდევ ერთხელ გამოვხატო ბატონი გია გეგუჩაძის მიმართ, რომელმაც ექვსი წლის მანილზე უდიდესი სამუშაო გასწია და ჩვენი კლუბის ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა.

გარკვეულ ეტაპზე ყველა საფეხბურთო კლუბის ცხოვრებაში დგება გარდამტეხი ცვლილებებისა და განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლის დრო. სწორედ ეს არის ბათუმის „დინამოს“ გულშემატკივრების დაკვეთა და სამომავლოდ ჩვენი გუნდის მთავარი გამოწვევა. გუნდის ძირითადი ბირთვის შესანარჩუნებლად და შემადგენლობის კიდევ უფრო გასაძლიერებლად მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს, თუმცა იმისთვისაც მზად უნდა ვიყოთ, რომ ცალკეულ შემთხვევებში მოთამაშეების შენარჩუნება მხოლოდ ჩვენს სურვილზე დამოკიდებული არ იქნება.

ვემზადებით ახალი სეზონისთვის, ახალი იმედებით და უცვლელი მიზნით – გავიდეთ ევროპული საფეხბურთო ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე. გელოდებით ყველას 2024 წელს „ბათუმი არენაზე“, სადაც ისევ გვექნება თქვენი მხურვალე მხარდაჭერისა და სამაგალითო გულშემატკივრობის იმედი“, – წერია არჩილ ბერიძის მიმართვაში.

Post navigation

Previous: სარფში მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით სიგარეტი აღმოაჩინეს
Next: საქართველოში მიწისძვრა მოხდა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ამოიღეს – დაკავებულია რუსეთის მოქალაქე

admin Posted on 4 საათის ago
dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

გარევაჭრობის მფარველობა ქრთამის სანაცვლოდ – ბათუმში დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავეს

admin Posted on 1 დღის ago
kalatburti_AJARATIMES.GE
  • სპორტი

„სკ ბათუმმა“ დელტასთან მარცხი განიცადა

admin Posted on 2 დღის ago

ჩვენ სოციალურ ქსელებში

მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი amindis prognozi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

Posted on 51 წუთი ago
ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ამოიღეს – დაკავებულია რუსეთის მოქალაქე policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ამოიღეს – დაკავებულია რუსეთის მოქალაქე

Posted on 4 საათის ago
გარევაჭრობის მფარველობა ქრთამის სანაცვლოდ – ბათუმში დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

გარევაჭრობის მფარველობა ქრთამის სანაცვლოდ – ბათუმში დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავეს

Posted on 1 დღის ago
ქობულეთში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა xandzari_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

Posted on 2 დღის ago
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

Posted on 2 დღის ago
„სკ ბათუმმა“ დელტასთან მარცხი განიცადა kalatburti_AJARATIMES.GE
  • სპორტი

„სკ ბათუმმა“ დელტასთან მარცხი განიცადა

Posted on 2 დღის ago
მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი amindis prognozi_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

Posted on 51 წუთი ago
ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ამოიღეს – დაკავებულია რუსეთის მოქალაქე policia_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ამოიღეს – დაკავებულია რუსეთის მოქალაქე

Posted on 4 საათის ago
გარევაჭრობის მფარველობა ქრთამის სანაცვლოდ – ბათუმში დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

გარევაჭრობის მფარველობა ქრთამის სანაცვლოდ – ბათუმში დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავეს

Posted on 1 დღის ago
ქობულეთში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა xandzari_AJARATIMES.GE 4
  • ქობულეთი

ქობულეთში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

Posted on 2 დღის ago
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

Posted on 2 დღის ago

სიახლეების კალენდარი

თებერვალი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
« იან    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.