Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • საქართველო

ბოლო 24 საათში 88 ნარკორეალიზატორი და ნარკოდანაშაულში ჩართული პირი დააკავეს

აჭარა თაიმსი იანვარი 22, 2026
dakaveba_AJARATIMES.GE

„ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული მასშტაბური საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, უპრეცედენტო რაოდენობის – 88 ნარკორეალიზატორი და ნარკოდანაშაულში ჩართული პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალება, ცეცხლსასროლი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე სავარაუდოდ ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციიდან მიღებული თანხა.

უწყების განმარტებით, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ დაკავებული ნარკორეალიზატორები ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე სისტემატურად ყიდდნენ.

შსს-ს ცნობით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვების, ასევე ბრალდებულების მიერ მითითებული ადგილებიდან, მათი პირადი, ავტომობილებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია „კოკაინი“, „ჰეროინი“, „ალფა პვპ“, „ბუპრენორფინი“, „მეთადონი“, „მორფინი“, „მდმა“ და გამომშრალი „მარიხუანა“. ამასთან, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალებიც.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 260-ე, 260-ე ტერცია, 260-ე კვარტა, 261-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2025 წლის ბოლო შვიდი თვის განმავლობაში ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 5000-ზე მეტი პირი, მათ შორის დაახლოებით 2000 ნარკორეალიზაციაში ჩართული ადამიანი.

Post navigation

Previous: ბათუმში ავტობუსებით მგზავრობის საფასური იზრდება
Next: ბათუმში მიკროავტობუსების მარშრუტები იცვლება – უქმდება N24, N30, N32 და N36, ემატება ახალი N35

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი მაისი 4, 2026
statistika_AJARATIMES.GE
  • საქართველო

თევზეული, ხილი, ხორცი და ბოსტნეული გაძვირდა – აპრილში წლიური ინფლაცია 5.9%-ია

აჭარა თაიმსი მაისი 4, 2026
xalxi_.ajaratimes.ge
  • საქართველო

როგორ იზრდება აჭარაში მოსახლეობის რაოდენობა, როცა შობადობა იკლებს

აჭარა თაიმსი მაისი 3, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ლევან კიკალიშვილი პულში საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონი გახდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

ლევან კიკალიშვილი პულში საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონი გახდა

მაისი 4, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

მაისი 4, 2026
თევზეული, ხილი, ხორცი და ბოსტნეული გაძვირდა – აპრილში წლიური ინფლაცია 5.9%-ია statistika_AJARATIMES.GE
  • საქართველო

თევზეული, ხილი, ხორცი და ბოსტნეული გაძვირდა – აპრილში წლიური ინფლაცია 5.9%-ია

მაისი 4, 2026
ბათუმში, კორპუსიდან ვარდნის შედეგად კაცი დაიღუპა policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, კორპუსიდან ვარდნის შედეგად კაცი დაიღუპა

მაისი 4, 2026
როგორ იზრდება აჭარაში მოსახლეობის რაოდენობა, როცა შობადობა იკლებს xalxi_.ajaratimes.ge
  • საქართველო

როგორ იზრდება აჭარაში მოსახლეობის რაოდენობა, როცა შობადობა იკლებს

მაისი 3, 2026
ბათუმში სასწრაფო დახმარების მძღოლი ორ ქვეითს შეეჯახა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში სასწრაფო დახმარების მძღოლი ორ ქვეითს შეეჯახა

მაისი 3, 2026
ლევან კიკალიშვილი პულში საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონი გახდა _AJARATIMES.GE 1
  • სპორტი

ლევან კიკალიშვილი პულში საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონი გახდა

მაისი 4, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

მაისი 4, 2026
თევზეული, ხილი, ხორცი და ბოსტნეული გაძვირდა – აპრილში წლიური ინფლაცია 5.9%-ია statistika_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

თევზეული, ხილი, ხორცი და ბოსტნეული გაძვირდა – აპრილში წლიური ინფლაცია 5.9%-ია

მაისი 4, 2026
ბათუმში, კორპუსიდან ვარდნის შედეგად კაცი დაიღუპა policia_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში, კორპუსიდან ვარდნის შედეგად კაცი დაიღუპა

მაისი 4, 2026
როგორ იზრდება აჭარაში მოსახლეობის რაოდენობა, როცა შობადობა იკლებს xalxi_.ajaratimes.ge 5
  • საქართველო

როგორ იზრდება აჭარაში მოსახლეობის რაოდენობა, როცა შობადობა იკლებს

მაისი 3, 2026

სიახლეების კალენდარი

მაისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« აპრ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.