ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე, საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდნენ მოქალაქეები, რომლებიც აცხადებენ, რომ უსახლკაროები არიან. შეკრებილების თქმით, მათ სურვილი აქვთ შევიდნენ იმ საცხოვრებელ კორპუსებში, რომლებიც სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა.
საუბარია ქონებაზე, რომელიც თურქ ბიზნესმენ ჩამოერთვა. როგორც ცნობილია, გალიფ ოზთურქთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. „ქართული ოცნების“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შეთანხმების ფარგლებში სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა ბათუმში მდებარე 16 081 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შვიდი კორპუსი.
„ყველა ვინც ქუჩაშია [ბინით] დაკმაყოფილდება,“ – განაცხადა საპროტესტო აქციაზე თამაზ ბაკურიძემ.
უსახლკაროებმა ოზთურქისთვის ჩამორთმეულ შენობასთან აქცია გამართეს



